სალტვუდის ციხესიმაგრე

სალტვუდის ციხესიმაგრე (ინგლ. Saltwood Castle) — ციხესიმაგრე სოფ. სალტვუდში, 2 კმ-ში ჰითიდან, კენტი, ინგლისი. ციხესიმაგრე ცნობილია, როგორც ადგილი, სადაც თომას ბეკეტის მოკვლის შეთქმულება მოეწყო.

სალტვუდის ციხესიმაგრე

ციხესიმაგრე სავარაუდოდ უნდა აეგოთ რომაულ ნანგრევებზე, თუმცა 1874 წელს აღმოჩენლი ბირნჯაოს ხანის გამაგრებები და სპილენძის ელემენტები მიუთითებს, რომ ეს ადგილი გაცილებით ადრე უნდა ყოფილიყო დასახლებული. კენტის მეფე ეგბერტის ქარტიაზე ეს ციხესიმაგრე 833 წელს არის მოხსენებული. სალტვუდის მამული კენტენბერის მაცხოვრის ეკლესიისთვის იქნა ნაბოძები 1026 წლის წერილით. უილიამ დამპყრობლის დროს სალტვუდს კენტენბერის არქიეპისკოპოსები განაგებდნენ და დროებით განკარგვაში მიცემული ჰქონდათ რაინდი ჰიუგო დე მონფორტისთვის ნიუ-ფორესტის მამულთან ერთად, რომელიც ინგლისის სამხრეთ სანაპიროს ემიჯნებოდა. ადრინდელი კონსტრუქცია XII საუკუნის ნორმანულმა ნაგებობამ შეცვალა, რომლის მშენებლობა თითქმის ორი საუკუნე გრძელდებოდა. შემდეგ, გარკვეული ხნით ის ჰენრი დ'ესექსის, ინგლისის კონსტაბლის, მამული იყო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება