სალომინაო (ვანის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სალომინაო.

სალომინაო (1991 წლამდე კიროვი) — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: სალომინაო, ბაგინეთი). მდებარეობს მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეებს კვინისწყალსა და კორისწყალს შორის.

სოფელი
სალომინაო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი სალომინაო
კოორდინატები 42°04′45″ ჩ. გ. 42°43′21″ ა. გ. / 42.07917° ჩ. გ. 42.72250° ა. გ. / 42.07917; 42.72250
ადრეული სახელები კიროვი (1991 წლამდე)
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 782[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სალომინაო (ვანის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
სალომინაო (ვანის მუნიციპალიტეტი)
სალომინაო (ვანის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
სალომინაო (ვანის მუნიციპალიტეტი)

სოფელში დგას XVI საუკუნის ეკლესია.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 782 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1134 532 602
2014[1]   782 394 388

ისტორია რედაქტირება

სალომინაო იმერეთის ისტორიული მხარეა. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა მდინარე რიონი, სამხრეთით - მთა ფერსათი. XVIII საუკუნის 20-იან წლებში იმერეთის მეფემ ალექსანდრე V-მ სალომინაო რაჭის ერისთავთა გვერდითი შტოს წარმომადგენელს გედევან ერისთავს გადასცა და მას ბარის ერისთავის ტიტული მიანიჭა. 1820-იან წლებში სოფლის მოსახლეობას დაახლოებით 30 ოჯახი შეადგენდა. იდგა 40-კაციანი სამხედრო პოსტი. გავრცელებული იყო მეფუტკრეობა, მევენახეობა. ტყეში გავრცელებული იყო წიფელი, წაბლი, ცაცხვი, თელა, კოპიტი.[3]

პიროვნებები რედაქტირება

სოფელში დაიბადნენ: ქირურგი, აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი; პოეტი დომენიკა ერისთავი, ცნობილი ფსევდონიმით „განდეგილი".

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 155-157 — „განათლება“, თბილისი, 1987