სალიბაურისოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ორთაბათუმის თემში[2]. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, ზღვის დონიდან 40 მ სიმაღლეზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1214 კაცი[1]. სოფელში არის სალიბაურის საჯარო სკოლა.[3]

სოფელი
სალიბაური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
თემი ორთაბათუმი
კოორდინატები 41°38′38″ ჩ. გ. 41°40′56″ ა. გ. / 41.64389° ჩ. გ. 41.68222° ა. გ. / 41.64389; 41.68222
ადრეული სახელები სილიბაური
ცენტრის სიმაღლე 40
მოსახლეობა 1214[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 96,7 %, სომხები 3,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სალიბაური — საქართველო
სალიბაური
სალიბაური — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
სალიბაური
სალიბაური — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
სალიბაური

ისტორია რედაქტირება

სოფელში XIX საუკუნის მეორე ნახევარში დასახლდნენ აფხაზეთიდან ოსმალეთის იმპერიაში ემიგრირებული აფხაზები, ე. წ. მუჰაჯირები. სალიბაური ქართული მეჩაიეობის ერთ-ერთი პირველი ცენტრი იყო. 1890-იან წლებში რუსმა მეწარმე პოპოვმა სალიბაურში, ჩაქვსა და კაპრეშუმში 14 ჰექტარზე გააშენა ჩინური ჩაის ჯიშები. 1898 წელს სალიბაურში მანვე ინგლისური მანქანებით აღჭურვილი ქარხანა ააშენა. სალიბაურშივე არსებობდა საუფლისწულო მამული „სალაღობო“, რომელიც სამართავად ჩაბარებული ჰქონდა ჩინელ მეჩაიეს ლაო ჯინ ჯაოს.[4].

დემოგრაფია რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 1237[5][6]
2014 1214[1]   600 614

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თემები და სოფლები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2012-10-08.
  3. სალიბაურის საჯარო სკოლა - ESIDA[მკვდარი ბმული]
  4. ჩაი საქართველოში
  5. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-10-07.
  6. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-10-07.