სალარ-დე-უიუნი (ესპ. Salar de Uyuni) — მსოფლიოში უდიდესი მარილის ტბა სამხრეთ ბოლივიაში. მდებარეობს პოტოსისა და ორუროს დეპარტამენტებში, ანდების დაბოლოებაზე, ზღვის დონიდან 3,656 მეტრზე.[1] მისი ფართობი 10,582 კმ²-ია. ჩამოყალიბდა რამდენიმე პრეისტორიული ტბის ტრანსფორმაციის შედეგად. ტბა დაფარულია რამდენიმე მეტრის სისქის მარილის ქერქით. ასევე მოიცავს მლაშე გუბურებს, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ლითიუმით. სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიო ლითიუმის მარაგის 50-70%.[2] ამ ტერიტორიაზე გაედინება მთავარი სატრანსპორტო გზა, რომელიც კვეთს ბოლივიის ალტიპლანოს. ტბაზე ბინადრობს ვარდისფერი ფლამინგოების რამდენიმე სახეობა. იდეალური სიბრტყისა და მინიმალური დახრილობის, სუფთა და გამჭვირვალე ჰაერის გამო, ეს რეგიონი იდეალურია დედამიწის თანამგზავრული დაკვირვებისათვის ალტიმეტრული დაკალიბრების მეთოდით.[3]

მდებარეობა
თანამგზავრული ფოტო

წარმოქმნა რედაქტირება

40 ათასი წლის წინ, ეს ტერიტორია მინჩინის ტბის ნაწილს წარმოადგენდა. მისი დაშრობის შემდეგ, დარჩა დღეს არსებული ორი ტბა - პოოპო და ურუ-ურუ, ასევე ორი უდიდესი მარილიანი ჭაობი - კოიპასა და სალარ-დე-უიუნი.

გავლენა ეკონომიკაზე რედაქტირება

სალარ-დე-უიუნის მარილის მარაგი 25 მილიარდ ტონას შეადგენს. აქედან ყოველწლიურად იწარმოება 25.000 ტონა. საკმაოდ განვითარებულია ტურიზმი, აქ შეხვდებით ადგილობრივების მიერ მარილის ბლოკებისგან აშენებული სასტუმროებს.[4].

გალერეა რედაქტირება

ტბაში მდებარე კუნძული ინკაუასი
ტბის პანორამა

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

კოორდინატები: 20°08′01″ ს. გ. 67°29′20″ დ. გ. / 20.1337750° ს. გ. 67.4891333° დ. გ. / -20.1337750; -67.4891333

სქოლიო რედაქტირება

  1. Uyuni Salt Flat. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 2007-12-01.[მკვდარი ბმული]
  2. Keating, Joshua. (2009-10-21) Bolivia's Lithium-Powered Future: What the global battery boom means for the future of South America's poorest country.. Foreign Policy.
  3. Borsa, A. A; et al. (2002). „GPS Survey of the salar de Uyuni, Bolivia, for Satellite Altimeter Calibration“. American Geophysical Union, Fall Meeting.
  4. MEMBRANA | Мировые новости | Боливийцы строят новый отель из соли. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-09. ციტირების თარიღი: 2011-03-11.