საიტივებგვერდების, სურათების, ვიდეოების და ა. შ. ერთობლიობა, რომელიც ატვირთული არის ერთ ან რამდენიმე სერვერზე და რომელიც, ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომია ინტერნეტით, ტელეფონით. HTTP/HTTPS პროტოკოლის საშუალებით.

NASA-ს საიტი

ისტორია რედაქტირება

მსოფლიოში პირველი საიტი შეიქმნა 1991 წლის 6 აგვისტოს, მისი მისამართია http://info.cern.ch/, შემქმნელი ტიმ ბერნერს-ლი. მასში განთავსებული იყო ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიის შესახებ World Wide Web (WWW) (მსოფლიოს ფართო ქსელი). ინფორმაციის გადაცემა დაფუძნებული იყო HTTP პროტოკოლზე, ხოლო საიტი შექმნილი იყო ჰიპერტექსტის ნიშნულების HTML ენაზე. საიტზე ასევე განხილული იყო ვებ სერვერის და ვებ ბრაუზერის მუშაობის პრინციპები. საიტი ასევე გახდა მსოფლიოში პირველი ინტერნეტ კატალოგი, რადგან მოგვიანებით ბერნერს ლიმ მასზე განათავსა სხვა საიტის მისამართები.

ყველაფერი რაც საჭირო იყო პირველი საიტის ასამუშავებლად ბერნერს ლიმ გაცილებით ადრე 1990 წელს შექმნა. ამ დროს შეიქმნა პირველი ვებბრაუზერი და პირველი სერვერი, რომელიც დაფუძნებული იყო NeXTcube-ის ბაზაზე.

მიმოხილვა რედაქტირება

ფუნქციისა და დანიშნულების მიხედვით საიტი შეიძლება იყოს:

  • პირადი
  • კომერციული
  • სამთავრობო

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება