საისი (ძვ. ბერძნ. Σαίς), თანამედროვე სა ელ-ჰაგარინილოსის დასავლეთ დელტის მეხუთე ქვემოეგვიპტური ნომის მთავარი ქალაქი კანოპის ტოტთან. საისი ერთ-ერთი უძველესი ეგვიპტური ქალაქია, რომელიც, შესაძლებელია, ჯერ კიდევ წინადინასტიურ პერიოდში პოლიტიკური გაერთიანების ცენტრი ყოფილიყო. ქალაქი ცნობილია, ასევე, ფარაონ ჰორ აჰას ხის ფირფიტებიდან. ადგილობრივი ღვთაება იყო ნეიტი, რომელიც ერთ-ერთ უძველეს ღვთაებადაა მიჩნეული. დინასტიურ პერიოდში საისი არ თამაშობდა მნიშვნელოვან როლს ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ძვ. წ. VIII საუკუნის შუა ხანებამდე, როცა XXIV დინასტიის ფარაონმა ტეფნახტ I-მა საისიდან ბრძოლა გამოუცხადა ნუბიელ ფარაონებს. ქალაქმა განსაკუთრებული მნიშვნელობა ძვ. წ. VII საუკუნეში მოიპოვა, როდესაც საისელმა ფარაონმა ფსამეტიქ I-მა მოახერხა ქვეყნის გაერთიანება და უკანასკნელი ეგვიპტური (XXVI) დინასტია დააარსა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ხვედელიძე, მანანა (2013). ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია. თბილისი: ქარჩხაძის გამომცემლობა. ISBN 978-99414-52-00-0.