საინფორმაციო მეცნიერება

ტერმინი საინფორმაციო მეცნიერება ახალია, ისევე როგორც თვით ეს საქმიანობა, ამიტომ მისი ზუსტი განმარტება შეუძლებელია. იგი ორი მნიშვნელობით შეიძლება იქნეს გამოყენებული:


ფართო გაგებით, საინფორმაციო მეცნიერება შეიძლება ეწოდოს ნებისმიერ სწავლებას, რომელიც იკვლევს ამა თუ იმ ფორმის და შინაარსის ინფორმაციას, მისი მოპოვების, შენახვის, გადამუშავების, გარდაქმნის და გადაცემის საკითხებს. ამ თვალსაზრისით საინფორმაციო მეცნიერებებს შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც ინფორმატიკა, ინფორმაციის თეორია, კომპიუტერული ტექნოლოგია, ასევე ჟურნალისტიკა, ბიბლიოთეკათმცოდნეობა, საარქივო საქმე და ა.შ.

ვიწრო გაგებით, საინფორმაციო მეცნიერებაში იგულისხმება ინფორმატიკა, მაგრამ არ არსებობს თვით ამ ტერმინის ერთნაირი გაგება სხვადასხვა ენებში.


  • Informatics ანუ Information Science ინგლისურში ჰქვია თეორიულ მეცნიერებას ინფორმაციის შესახებ, რომელიც თავის მხრივ ნაწილია ე.წ. კომპიუტერული მეცნიერებისა (Computer Science), რომლის სხვა ნაწილებია: Hardware Engineering (ტექნიკური აპარატი - მოწყობილობა) და Software Engineering (მათემატიკური აპარატი - პროგრამა).
  • კომპიუტერული მეცნიერების (Computer Science) შესატყვისი ფრანგულში, გერმანულში და სხვა ევროპულ ენებში არის ინფორმატიკა (Informatique, Informatik, Informatica).
  • ჩვენში დამკვიდრებული იყო საერთო ტერმინი - ინფორმატიკა და გამოთვლითი ტექნიკა, რაც მეცნიერების ამ დარგის ორივე მხარის, თეორიულის და ტექნოლოგიურის, გამომხატველი იყო.


აღნიშნულიდან გამომდინარე, ალბათ უპრიანი იქნება, თუ ე.წ. საინფორმაციო მეცნიერების თეორიულ ნაწილს ინფორმატიკად მოვიხსენიებთ, ხოლო მის ტექნიკურ მხარეს - კომპიუტერულ ტექნოლოგიად.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება