საიმა (ფინ. Saimaa) — ტბა სამხრეთ-აღმოსავლეთ ფინეთში. მისი ფართობი 4 400 კმ²-ია და უდიდესია ქვეყანაში, ხოლო მეოთხე ევროპაში. წარმოიქმნა გამყინვარების ეპოქის დასასრულისას, მყინვარების დნობის შედეგად. ტბის სანაპიროზე მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქების: ლაპენრანტა, იმატრა, სავონლინა, მიკელი. საიმადან გაედინება მდინარე ვუოქსა, რომელიც ლადოგის ტბაში ჩაედინება. საიმაში უამრავი კუნძული და ვიწრო არხი მდებარეობს, რომლებიც მას სხვადასხვა სახელის მქონე მრავალ ნაწილად ყოფენ.

საიმა
Saimaa
საიმა
საიმა
კოორდინატები: 61°15′ ჩ. გ. 028°15′ ა. გ. / 61.250° ჩ. გ. 28.250° ა. გ. / 61.250; 28.250
მდებარეობა ფინეთის დროშა ფინეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 76 
ფართობი 4 400 კმ²
სანაპირო ზოლის სიგრძე 13 700 კმ
საშუალო სიღრმე 17 
მაქსიმალური სიღრმე 82 
საიმა — ფინეთი
საიმა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ტბაში დაახლოებით 14 000 კუნძული მდებარეობს, რაც მას ნამდვილ ლაბირინთად აქცევს, შესაბამისად სანაპირო ზოლის სიგრძე 15 000 კმ-ს შეადგენს.[1]

საიმას არხი, რომელიც ქალაქ ლაპენრანტადან ვიბორგამდეა გადაჭიმული, ტბას ფინეთის ყურესთან აკავშირებს. სხვა არხებით ასევე დაკავშირებულია აღმოსავლეთ ფინეთის რამდენიმე ტბასთან.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Saimaa – Finland´s largest lake -2008archieved at Wayback Machine