სათესი ქერი (ლათ. Hordeum vulgare) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა. სიმაღლე 30-60 სმ, კულტურული ჯიშებისა — 90 სმ. ღერო სწორია, შიშველი.

სათესი ქერი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  ქერი
ლათინური სახელი
Hordeum vulgare
Hordeum vulgare

მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი კულტურული მცენარე. ქერის მარცვალს ფართოდ იყენებენ სასურსათო, ტექნიკური და საკვები მიზნებისათვის.

სათესი ქერი ველურად გვხვდება ჩრდილოეთი აფრიკიდან დაწყებული ტიბეტამდე დამთავრებული.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება