სათამაშოების ისტორია

„სათამაშოების ისტორია“ (ინგლ. Toy Story) — 1995 წლის ამერიკული კომპიუტერული ანიმაციური ფილმი „სათამაშოების ისტორიის“ სერიიდან. ის არის Pixar-ის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, ასევე პირველი ანიმაციური ფილმი, რომელიც სრულადაა შექმნილი კომპიუტერული ტექნოლოგიით. ფილმის რეჟისორია ჯონ ლასეტერი, გმირებს კი ახმოვანებენ ტომ ჰენქსი და ტიმ ალენი. ფილმს დისტრიბუცია გაუწია Walt Disney Pictures-მა. სცენარზე მუშაობდა ჯგუფი, რომელშიც შედიან თავად ლასეტერი, ჯოს ვედონი, ენდრუ სტენტონი, ჯოელ კოჰენი და ალეკ სოკოლოვი. ფილმი მოგვითხრობს სათამაშოების შესახებ, რომლებიც ადამიანთა თავდასწრებით თავს უსულო საგნად აჩვენებენ. მთავარი გმირები არიან შერიფი ვუდი, სათამაშო ქოუბოი (ჰენკსი) და ბაზ ლაითერი, სათამაშო ასტრონავტი (ალენი).

„სათამაშოების ისტორია
Toy Story“
რეჟისორი ჯონ ლასეტერი
პროდიუსერი რალფ გუგენჰაიმი
ბონი არნოლდი
აღმასრულებელი პროდიუსერები:
სტივ ჯობსი
ედვინ ქეთმული
ნაწარმოები ჯონ ლასეტერი
პიტ დოქტერი
ენდრუ სტენტონი
ჯო რანფტი
კომპოზიტორი რენდი ნიუმენი
მონტაჟი რობერტ გორდონი
ლი უნკრიხი
სტუდია Pixar Animation Studios
დისტრიბუტორი Walt Disney Pictures
Buena Vista Distribution
პრემიერა 22 ნოემბერი, 1995 (1995-11-22)
ხანგრძლივობა 80 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $30 მილიონი
შემოსავალი $361,958,736[1]
შემდეგი სათამაშოების ისტორია 2
საიტი http://www.pixar.com/

„სათამაშოების ისტორია“ გამოსვლის პირველივე კვირის ბოლოს კინოგაქირავების ლიდერი გახდა,[2] და საერთო ჯამში მისმა შემოსავალმა აშშ-სა და კანადაში $191 მილიონი, მსოფლიოს მასშტაბით კი $361 მილიონი შეადგინა.[1] კინოკრიტიკოსებმა ფილმი წარმოუდგენლად დადებითად შეაფასეს, ხაზს უსვამდნენ რა ისევე, როგორც ანიმაციურ ინოვაციას, ასევე სცენარის ბრწყინვალებას.[3][4]

DVD დისკებთან ერთად გასაყიდად გამოჩნდა „სათამაშოების ისტორიაზე“ დაფუძნებული ნივთები, მათ შორის სათამაშოები, ვიდეო თამაშები და სხვ. ფილმის ასეთმა წარმატებამ გამოიწვია 1999 წელს მისი გაგრძელების, „სათამაშოების ისტორია 2“-ის გადაღება. 11 წლის შემდეგ კი, 2010 წელს გამოვიდა „სათამაშოების ისტორია 3“, რომლის შემოსავალმაც $1 მილიარდს გადააჭარბა. შემოსავალთან ერთად ორივე გაგრძელებამ დადებითი შეფასებები დაიმსახურა. „სათამაშოების ისტორია 3“-ის გამოსვლამდე პირველი ორი სერია თავიდან გამოუშვეს Disney Digital 3-D ფორმატში 2009 წლის 2 ოქტომბერს.[5]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Toy Story. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: February 18, 2010.
  2. Toy Story. The Numbers. ციტირების თარიღი: March 11, 2009.
  3. Toy Story Reviews. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 6, 2008. ციტირების თარიღი: March 11, 2009.
  4. Toy Story (1995). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: March 11, 2009.
  5. Graser, Marc (January 24, 2008). 'Toy Story' gets 3-D makeover“. Variety. ციტირების თარიღი: March 11, 2009.