სავაჭრო ნიშანი (ან სასაქონლო ნიშანი ინგლ. Trademark) — ინტელექტუალური საკუთრების ტიპი, რომელიც გამოისახება ცნობადი ნიშნით, დიზაინით ან გამოსახულებით. სავაჭრო ნიშნით, რომელიც განსხვავებულია, ადვილად შეიძლება სხვადასხვა პროდუქტის ან მომსახურების იდენტიფიცირება.[1]

რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის სიმბოლო
სავაჭრო ნიშნის სიმბოლო

სავაჭრო ნიშნის მფლობელი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, კომერციული ორგანიზაცია. სავაჭრო ნიშანი შეიძლება მოთავსებული იყოს შეფუთვაზე, ეტიკეტზე, ვაუჩერზე ან თვითონ პროდუქტზე.

სავაჭრო ნიშნად შეიძლება იყოს გამოყენებული სიმბოლოები ™ (სავაჭრო ნიშნის სიმბოლო) და ® (დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის სიმბოლო). ამასთან, უკანასკნელის გამოყენება შეიძლება მხოლოდ რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის მფლობელის მიერ.

საქართველოში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ უფლებებს არეგულირებს:

  • საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“;
  • სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის — „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს № 05 ბრძანებით დამტკიცებული — „ინსტრუქცია სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“;
  • „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის No182 დადგენილება;
  • „სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია“ (საქართველო წევრია 1991 წლიდან);
  • „ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმი“;
  • „შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ (საქართველო წევრია 2000 წლიდან);
  • საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://www.uspto.gov/trademarks/basics/trademark-patent-copyright