საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალები

საერთაშორისო უშიშროების უზრუნველყოფის ძალები (ინგლ. International Security Assistance Force; ISAF) — ავღანეთის ტერიტორიაზე ნატოს ეგიდითა და მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტი, რომლის მისია ავღანეთში სტაბილურობისა და გრძელვადიანი უშიშროების უზრუნველყოფაა.

ISAF-ის ლოგო

ISAF-ი ჩამოყალიბდა 2001 წლის 20 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს №1386 რეზოლუციის საფუძველზე. ძალების საწყისი მისია იყო ქაბულსა და მის გარშემო ტერიტორიაზე სტაბილურობის დამყარება, რათა ჰამიდ კარზაის დროებით მთავრობას შეძლებოდა ძალაუფლების ხელში აღება.

2003 წლის 13 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით ISAF-ის მანდატი გავრცელდა მთელ ავღანეთზე.

დღესდღეობით ISAF-ი წარმოადგენს საერთაშორისო სამხედრო კოალიციას, რომელშიც მსოფლიოს 50-მდე ქვეყანა და 110,000-მდე ჯარისკაცი მონაწილეობს. ISAF-ი ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე აწარმოებს ბრძოლას თალიბანის, ალ-კაიდასა და სხვა ექსტრემისტული ორგანიზაციების წევრებთან.

ISAF-ში მონაწილე ქვეყნები რედაქტირება

აშშს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხვდება დაჭრილ ქართველ ჯარისკაცს ალექსანდრე ტუღუშს.
ავსტრალიელები პატრულირებაზე
ახალი-ზელანდიის არმიის ჯარისკაცი
რუმინელი ჯარისკაცები სამხრეთ ავღანეთში
ამერიკელების კონვეი კაპისას პროვინციაში
დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები
ქვეყანა ჯარისკაცთა რაოდენობა დანაკარგი
აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები 68,000 1,507
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო* 9,500 -
გერმანიის დროშა გერმანია* 4,318 56[1]
იტალიის დროშა იტალია* 4,250 37
პოლონეთის დროშა პოლონეთი* 1,770 26
ესპანეთის დროშა ესპანეთი* 1,606 30
საქართველოს დროშა საქართველო 1,561 32
რუმინეთის დროშა რუმინეთი* 1,549 20[2][3]
ავსტრალიის დროშა ავსტრალია 1,094 39
თურქეთის დროშა თურქეთი 998 2
კანადის დროშა კანადა 950 154
უნგრეთის დროშა უნგრეთი* 582 6[4]
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი* 581 0
შვედეთის დროშა შვედეთი* 570 6
დანიის დროშა დანია* 567 43
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი* 543 88[5]
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი* 416 5[6]
მონღოლეთის დროშა მონღოლეთი 320 0
ბელგიის დროშა ბელგია* 265 1
ხორვატიის დროშა ხორვატია 242 0
ლიეტუვის დროშა ლიტვა* 240 1[7]
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი* 234 0
ალბანეთის დროშა ალბანეთი 199 0
მაკედონიის დროშა მაკედონია 157 0
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 156 2
ესტონეთის დროშა ესტონეთი* 150 9
პორტუგალიის დროშა პორტუგალია* 141 2
სომხეთის დროშა სომხეთი 126 0
ფინეთის დროშა ფინეთი* 112 2
ნორვეგიის დროშა ნორვეგია 97 9
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი 94 0
ტონგის დროშა ტონგა 55 0
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა 53 0
მონტენეგროს დროშა მონტენეგრო 40 0
სინგაპურის დროშა სინგაპური 39 0
სლოვენიის დროშა სლოვენია* 38 0
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები 35 0
ლატვიის დროშა ლატვია* 27 3
უკრაინის დროშა უკრაინა 24 0
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი* 10 0
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი* 10 0
ირლანდიის დროშა ირლანდია* 7 0
ავსტრიის დროშა ავსტრია* 3 0
ისლანდიის დროშა ისლანდია 2 0
სულ 102,011 2,399
შენიშვნა: *აღნიშნავს ევროპის კავშირის ქვეყანას

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 43 tote Bundeswehr-Soldaten in Afganistan. Mitteldeutsche Zeitung (2011-08-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 2012-05-26.
  2. Romania To Send More Troops To Afghanistan; Germany Mulls Raising Number. Rferl.org (2010-01-22). ციტირების თარიღი: 2010-07-05.
  3. Pierderile romanesti din Afganistan si pierderile aliatilor. adevarul.ro (10 May 2011). ციტირების თარიღი: 15 December 2012.
  4. „NATO allies offer 7,000 extra troops for Afghan war“. Reuters. 2009-12-05. ციტირების თარიღი: 11 February 2010.
  5. Sarkozy Rules Out More French Troops For Afghanistan. Radio Free Europe / Radio Liberty 2011 (2009-04-01). ციტირების თარიღი: 2012-05-26.
  6. Operation Iraqi Freedom | Iraq | Fatalities By Nationality. iCasualties. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-28. ციტირების თარიღი: 2012-05-26.
  7. Lithuanian Armed Forces – Central and South Asia region (ლიტვური). Kariuomene.kam.lt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-29. ციტირების თარიღი: 2010-07-05.