საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1937 (ჯგუფი „А“)

საბჭოთა კავშირის მე-3 საფეხბურთო ჩემპიონატში გამარჯვებული გახდა მოსკოვის „დინამო“, მეორე ადგილზე გავიდა მოსკოვის „სპარტაკი“, მესამეზე – კიევის „დინამო“. დაიწყო 23 ივლისს და დასრულდა 30 ოქტომბერს.[1]

საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1937 (ჯგუფი „А“)
საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1937 (ჯგუფი „А“)
ტურნირის დეტალები
ადგილი საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
ტურნირის ვადები 23 ივლისი30 ოქტომბერი
მონაწილე 9
საპრიზო ადგილები
ჩემპიონი რსფსრ-ის დროშა „დინამო“ მოსკოვი
მეორე ადგილი რსფსრ-ის დროშა „სპარტაკი“ მოსკოვი
მესამე ადგილი უკრაინის სსრ-ის დროშა „დინამო“ კიევი
ტურნირის სტატისტიკა
დასწრება 2 052 000  (28 500 თამაშზე)
მატჩები 72
გოლები 224  (3.11 თამაშში)
ბომბარდირ(ებ)ი რსფსრ-ის დროშა ვასილი სმირნოვი
(„დინამო“ მოსკოვი )
რსფსრ-ის დროშა ლეონიდ რუმიანცევი
(„სპარტაკი“ მოსკოვი )
საქართველოს სსრ–ის დროშა ბორის პაიჭაძე
(„დინამო“ თბილისი )  (8 გოლი)

ჩემპიონატი რედაქტირება

უმაღლესი ლიგის (ჯგუფი „А“) 1937 წლის საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობდა 23 ივლისიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით. სულ გაიმართა 72 შეხვედრა, ხოლო გატანილი გოლების რაოდენობამ შეადგინა — 224 (საშუალოდ 3,11 ერთ შეხვედრაში). ჩემპიონატში მონაწილეობდა 165 ფეხბურთელი. უნდა აღინიშნოს, რომ 1936 წლის საშემოდგომო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით მოსკოვის ცდკა-მ დატოვა „ა“ ჯგუფი და მისი ადგილი მოსკოვის „მეტალურგმა“ დაიკავა. დაიწყო ახალი პირველობა. არმიელებმა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის „ბ“ ჯგუფში (რანგით მომდევნო საფეხბურთო პირველობა) ორი მატჩი ჩაატარეს და სწორედ ამ დროს პრესაში მოულოდნელად გამოჩნდა ცნობა: „ფიზკულტურისა და სპორტის საქმეთა საკავშირო კომიტეტის 1937 წლის 4 აგვისტოს დადგენილებით ცდკა-ს გუნდი გადაყვანილია „ა“ ჯგუფში“. ასე, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და არგუმენტების მოყვანის გარეშე, უხეშად დაირღვა სსრ კავშირის პირველობათა გათამაშების დებულება და არმიელთა გუნდი უძლიერესთა ჯგუფს დაუბრუნდა.

ფეხბურთის მოყვარულებს მომდევნო წლებშიც არაერთხელ ჰქონდათ საშუალება დარწმუნებულიყვნენ, თუ როგორ ირღვეოდა ასპარეზობის დებულებები, წესები თუ ინსტრუქციები, თუ რამდენად ხშირად არ სრულდებოდა ფეხბურთის (და არა მარტო ფეხბურთის) ხელმძღვანელთა თუ მესვეურთა მიერ გაცემული დაპირებები. ზოგჯერ ჩემპიონატს იმდენი გუნდი ვერ ამთავრებდა, რამდენიც სტარტს იღებდა, მაგრამ ტურნირის დაწყების შემდეგ მონაწილეთა რიცხვის გაზრდა — ეს მართლაც მანამდე უნიკალურ და უმაგალითო შემთხვევას წარმოადგენდა.

პირველი მატჩი ცდკა-მ გამანადგურებელი ანგარიშით წააგო მოსკოვის „მეტალურგთან“ — 0–5.[2] როგორც ერთ-ერთი გაზეთი იუწყებოდა, „მეტალურგის“ ფეხბურთელებმა 63 წამში ზედიზედ სამი გოლი გაიტანეს, რაც რთულად სარწმუნოა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ხანგრძლივი და პომპეზური აღნიშვნები ყოველი გოლის მერე, იმხანად, ფეხბურთელთა შორის მოდაში არ იყო. თუმცა თეორიულად დასაშვებია, რომ ეს თავისებური „სისწრაფის რეკორდი“ მაინც დამყარდა.[კომ. 1][კომ. 2]

საყურადღებოა, რომ მოსკოვის „მეტალურგმა“, როგორც პირველობის დებიუტანტმა გუნდმა, რომელსაც მომავალში სახელგანთქმული ფორვარდი გრიგორი ფედოტოვი ედგა სათავეში, ჩემპიონატი საკმაოდ წარმატებით დაიწყო და რამდენიმე დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა, მათ შორის მოსკოვის „სპარტაკთან“, მაშინდელ მოქმედ ჩემპიონთან — 4–0. ცხრა ტურის შემდეგ (ჩემპიონატი პირევლად ტარდებოდა ორ წრედ) „მეტალურგი“ 2 ქულით უსწრებდა უახლოეს მდევრებს. აღსანიშნავია, რომ ამჯერად, ამ მდევართა შორის არ იყო წინა პირველობის შესამე პრიზიორი თბილისის „დინამო“, რომელიც იმ დროისათვის ლიდერს 7 ქულით ჩამორჩებოდა. თბილისელებმა ტურნირი საკმაოდ წარუმატებლად დაიწყეს. სტარტზე ორ ფრეს ორი მარცხი მოჰყვა, შემდეგ გამარჯვება, ფრე და ისევ წაგება. თბილისელთა გუნდმა მხოლოდ პირველი წრის უკანასკნელ მატჩში შეძლო გამანადგურებელი ანგარიშით დაემარცხებინა ცდკა — 5–2.[3] ბოლო, მეხუთე ბურთი თენგიზ გავაშელმა უშუალოდ კუთხურიდან გაიტანა. ეს იყო პირველი ასეთი გოლი საკავშირო ჩემპიონატებში.[კომ. 3]

გამართულ მატჩებს შორის აღსანიშნავია თბილისელთა მიერ 24 სექტემბერს შინ ჩატარებული შეხვედრა, როდესაც მათ ჩემპიონატის ლიდერი მოსკოვის „მეტალურგი“ დაამარცხეს — 4–0.[4] ამ მატჩში საუკეთესო იყო ბორის პაიჭაძე, რომელმაც იმ დღეს სამი გოლი გაიტანა — ეს იყო თბილისის „დინამოს“ პირველი „ჰეთ-თრიკი“ საკავშირო ჩემპიონატებში.[კომ. 4] თბილისელებმა ამ მატჩის შემდეგ კიდევ 6 შეხვედრა გამართეს, რომელთაგან 4 მოიგეს, ერთი დათმეს და ერთიც ფრედ ითამაშეს. მათ დაამარცხეს მოსკოვის „სპარტაკი“ (1–0),[5] კიევის დინამოელები (5–3),[6] ცდკა (1–0),[7] ლენინგრადის „კრასნაია ზარია“ (3–0),[8] მაგრამ სატურნირო მდგომარეობის არსებითად გამოსწორება მაინც ვერ მოხერხდა. თბილისელებს მეორე საპრიზო ადგილი შინ, 12 ოქტომბერს, ლენინგრადის „დინამოსთან“ (1–3)[9] წაგებულმა შეხვედრამ დააკარგვინა. საბოლოოდ, მათ 34 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავეს.

დაძაბული, შეუპოვარი ბრძოლა უკანასკნელ მატჩამდე არ დამცხრალა. პირველობის დამთავრებამდე სულ რაღაც ორი ტურით ადრე გათამაშებას მოსკოვის „სპარტაკი“ ლიდერობდა, რომელიც ქულით უსწრებდა მოსკოვისა და კიევის დინამოელებს. ბოლოსწინა ტურში კიეველებმა წააგეს, „სპარტაკმა“ მატჩი ფრედ დაამთავრა, მოსკოვის „დინამომ“ კი მოიგო და ლიდერს დაეწია. თავიანთი ბოლო მატჩი მოსკოვის დინამოელებმა ცდკას მოუგეს (5–1).[10] ტურნირის ბოლო დღეს „სპარტაკი“ სწორედ ცდკა-ს უნდა შეხვედროდა, რომელმაც კარგა ხნით ადრე „დაისაკუთრა“ ბოლო ადგილი. „სპარტაკს“ მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს. „სპარტაკი“ მთელი ტაიმი განუწყვეტლივ უტევდა და მატჩის პირველი ნახევრის ბოლო წუთზე არმიელთა კონტრიერიში გამოეპარა — 0–1. მეორე ტაიმი დაწყებული არ იყო, რომ ცდკა-მ კიდევ ერთი გოლი გაიტანა.[11]

ძალის უკიდურესი დაძაბვის ფასად სპარტაკელებმა შუა ტაიმში მაინც შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. მთელი დარჩენილი დრო თამაში, შეიძლება ითქვას, არმიელთა საჯარიმო მოედანზე მიმდინარეობდა, მაგრამ ისინი შეუპოვრად იბრძოდნენ და ანგარიში აღარ შეცვლილა. ჩემპიონატში ყველაზე მეტი ბურთი გაიტანა სამმა ფეხბურთელმა: ვ. სმირნოვმა (მოსკოვის „დინამო“), ლ. რუმიანცევმა („სპარტაკი“), ბ. პაიჭაძემ (თბილისის „დინამო“) — 8–8 გოლი.

ჩემპიონი ასეთი შემადგენლობით გამოდიოდა: ე. ელისეევი (16 მატჩი), ს. ილინი (18 მატჩი, 4 გოლი), მ. იაკუშინი (16,3), ა. ჩერნიშოვი (16,1) ე. ფოკინი (15), ვ. სმირნოვი (14,8), ა. პონომარიოვი (13,5), ლ. კორჩებოკოვი (13), ა. ლაპშინი (12) გ. კაჩალინი (11), მ. სემიჩასტნი (11,7), ვ. ტერტერინი (9), ა. მიმლიაევი (7), პ. კოროტკოვი (5), ნ. ბელოუსოვი (3,1), ი. შჩერბაკოვი (2,2), ა. კვასნიკოვი (1), ა. რიომინი (1), მ.დიომინი (1). საკუთარ კარში ორ-ორი ბურთი შეაგდეს მ. დენისოვმა (ლენინგრადის „დინამო“) და ნ.მახინიამ (კიევის „დინამო“). მოსკოველთა გუნდის მწვრთნელი იყო ვ. ი. დუბინინი.

თბილისის „დინამოს“ შემადგენლობა 1937 წელს: დოროხოვი (16), ბ. პაიჭაძე (16,8), თ. გავაშელი (16,4), გ. ჭუმბურიძე (15), ვ. ჯორბენაძე (15,1), შ. შავგულიძე (15), მ. ბერძენიშვილი (14,2), 2. მინაევი (13,1), ვ. ბერძენიშვილი (12,3), ნ. სომოვი (11,4), გ. გაგუა (11), მ. ასლამაზოვი (9,4) ა. კიკნაძე (8), ლ. ლოლაძე (5), ე. ნიკოლაიშვილი (3), გ. აფრიდონიძე (3), ბ. ფროლოვი (3), გ. ჯეჯელავა (2). საკუთარ კარში თითო გოლი გაიტანეს:. ჩერნიშოვმა (მოსკოვის „დინამო“), დ. დენისოვმა (ლენინგრადის „დინამო“) და ვ. ლემეშევმა (ლენინგრადის „კრასნაია ზარია“).

შედეგები რედაქტირება

ცხრილი რედაქტირება

გუნდი 1 2 3 4 5 6 7 8 9
  „დინამო“ მოსკოვი   0:1 2:1 3:3 2:1 1:2 2:2 1:1 3:1 16 8 6 2 37–20 38
  „სპარტაკი“ მოსკოვი 0:0   1:2 2:0 0:4 3:1 3:3 2:0 2:0 16 8 5 3 24–16 37
  „დინამო“ კიევი 2:2 1:1   2:2 0:2 1:1 1:1 4:1 1:0 16 7 6 3 33–24 36
4 „დინამო“ თბილისი 0:4 1:0 5:3   4:0 0:0 1:3 3:0 1:0 16 7 4 5 30–24 34
5 „მეტალურგი“ მოსკოვი 0:3 1:3 0:2 1:0   2:1 5:1 0:1 5:0 16 7 2 7 26–21 32
6 „ლოკომოტივი“ მოსკოვი 2:3 1:2 2:2 3:2 0:0   1:0 0:2 1:2 16 5 5 6 18–20 31
7 „დინამო“ ლენინგრადი 3:3 0:0 0:1 0:2 1:1 0:0   2:2 2:3 16 2 9 5 21–25 29
8 „კრასნაია ზარია“ ლენინგრადი 0:3 0:2 2:6 1:1 3:1 0:1 0:0   3:0 16 4 4 8 17–31 28
9 „ცდკა“ მოსკოვი 1:5 2:2 2:4 2:5 0:3 0:2 0:3 5:1   16 3 1 12 18–43 23

შედეგები შინ და სტუმრად ჩატარებული მატჩების მიხედვით რედაქტირება

სახლში \ გასვლაზე ცდკ დიკ დილ დინ დთბ კზლ ლოკ მტმ სპა
„ცდკა“ მოსკოვი 2–4 0–3 1–5 2–5 5–1 0–2 0–3 2–2
„დინამო“ კიევი 1–0 1–1 2–2 2–2 4–1 1–1 0–2 1–1
„დინამო“ ლენინგრადი 2–3 0–1 3–3 0–2 2–2 0–0 1–1 0–0
„დინამო“ მოსკოვი 3–1 2–1 2–2 3–3 1–1 1–2 2–1 0–1
„დინამო“ თბილისი 1–0 5–3 1–3 0–4 3–0 0–0 4–0 1–0
„კრასნაია ზარია“ ლენინგრადი 3–0 2–6 0–0 0–3 1–1 0–1 3–1 0–2
„ლოკომოტივი“ მოსკოვი 1–2 2–2 1–0 2–3 3–2 0–2 0–0 1–2
„მეტალურგი“ მოსკოვი 5–0 0–2 5–1 0–3 1–0 0–1 2–1 1–3
„სპარტაკი“ მოსკოვი 2–0 1–2 3–3 0–0 2–0 2–0 3–1 0–4
განახლდა შემდეგი თარიღით ჩატარებული მატჩების შემდეგ 18 იანვარი, 2012. წყარო: rsssf.org
ლეგენდა: ლურჯი = მასპინძელმა გუნდმა მოიგო; ყვითელი = ფრე; წითელი = გამსვლელმა გუნდმა მოიგო.

საჩემპიონო რბოლა რედაქტირება

ტურის ნომერი / გუნდი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18
„დინამო“ მოსკოვი 5 2 2 2 1 1 1 1 3 4 4 3 1 1 2 2 2 1
„სპარტაკი“ მოსკოვი 2 1 3 4 4 5 4 3 2 3 3 4 4 4 4 3 3 2
„დინამო“ კიევი 7 4 4 1 3 3 3 4 4 2 2 2 2 2 1 1 1 3
„დინამო“ თბილისი 6 8 8 9 9 7 8 7 5 5 6 6 6 5 5 4 4 4
„მეტალურგი“ მოსკოვი 1 5 1 3 2 2 2 2 1 1 1 1 3 3 3 5 5 5
„ლოკომოტივი“ მოსკოვი 3 3 5 6 7 4 6 5 6 6 5 5 5 6 6 6 6 6
„დინამო“ ლენინგრადი 4 7 7 8 7 9 5 6 7 7 7 7 7 7 7 8 8 7
„კრასნაია ზარია“ ლენინგრადი * 6 6 5 6 8 9 8 8 9 9 9 9 8 8 7 7 8
„ცდკა“ მოსკოვი 8 9 9 7 5 6 7 9 9 8 8 8 8 9 9 9 9 9
  • „კრასნაია ზარიამ“ პირველი წრე გამოტოვა და თამაში მეორე წრიდან დაიწყო.

მატჩები რედაქტირება

თარიღი ტური გუნდი №1 ანგარიში გუნდი №2
23.07.1937 1 „დინამო“ კიევი 0:2 (0:1) „მეტალურგი“ მოსკოვი
24.07.1937 1 „დინამო“ ლენინგრადი 3:3 (2:0) „დინამო“ მოსკოვი
29.07.1937 8 „დინამო“ კიევი 1:1 (0:0) „ლოკომოტივი“ მოსკოვი
30.07.1937 8 „მეტალურგი“ მოსკოვი 5:1 (3:1) „დინამო“ ლენინგრადი
05.08.1937 2 „დინამო“ მოსკოვი 3:2 (1:1) „ლოკომოტივი“ მოსკოვი
05.08.1937 2 „კრასნაია ზარია“ ლენინგრადი 3:1 (3:0) „მეტალურგი“ მოსკოვი
06.08.1937 9 „დინამო“ ლენინგრადი 0:1 (0:0) „დინამო“ კიევი
11.08.1937 3 „დინამო“ ლენინგრადი 0:0 „ლოკომოტივი“ მოსკოვი
11.08.1937 3 „დინამო“ მოსკოვი 1:1 (0:0) „კრასნაია ზარია“ ლენინგრადი
12.08.1937 3 „დინამო“ კიევი 2:2 (1:0) „დინამო“ თბილისი
12.08.1937 3 „მეტალურგი“ მოსკოვი 5:0 (0:0) „ცდკა“ მოსკოვი
15.08.1937 2 „ცდკა“ მოსკოვი 2:4 (0:1) „დინამო“ კიევი
17.08.1937 4 „სპარტაკი“ მოსკოვი 1:2 (0:0) „დინამო“ კიევი
18.08.1937 4 „დინამო“ მოსკოვი 3:3 (1:2) „დინამო“ თბილისი
19.08.1937 4 „დინამო“ ლენინგრადი 2:2 (1:2) „კრასნაია ზარია“ ლენინგრადი
19.08.1937 9 „მეტალურგი“ მოსკოვი 2:1 (0:1) „ლოკომოტივი“ მოსკოვი
20.08.1937 2 „სპარტაკი“ მოსკოვი 2:0 (1:0) „დინამო“ თბილისი
21.08.1937 5 „ცდკა“ მოსკოვი 5:1 (3:0) „კრასნაია ზარია“ ლენინგრადი
23.08.1937 5 „სპარტაკი“ მოსკოვი 3:3 (3:2) „დინამო“ ლენინგრადი
24.08.1937 5 „დინამო“ მოსკოვი 2:1 (0:0) „დინამო“ კიევი
24.08.1937 6 „კრასნაია ზარია“ ლენინგრადი 0:1 (0:0) „ლოკომოტივი“ მოსკოვი
25.08.1937 5 „მეტალურგი“ მოსკოვი 1:0 (1:0) „დინამო“ თბილისი
27.08.1937 6 „დინამო“ მოსკოვი 3:1 (3:1) „ცდკა“ მოსკოვი
28.08.1937 6 „სპარტაკი“ მოსკოვი 0:4 (0:1) „მეტალურგი“ მოსკოვი
30.08.1937 6 „დინამო“ ლენინგრადი 0:2 (0:1) „დინამო“ თბილისი
30.08.1937 7 „დინამო“ კიევი 4:1 (1:1) „კრასნაია ზარია“ ლენინგრადი
30.08.1937 7 „დინამო“ მოსკოვი 2:1 (1:1) „მეტალურგი“ მოსკოვი
31.08.1937 7 „სპარტაკი“ მოსკოვი 3:1 (3:0) „ლოკომოტივი“ მოსკოვი
02.09.1937 11 „ცდკა“ მოსკოვი 0:3 (0:1) „მეტალურგი“ მოსკოვი
03.09.1937 8 „კრასნაია ზარია“ ლენინგრადი 1:1 (1:1) „დინამო“ თბილისი
03.09.1937 8 „დინამო“ მოსკოვი 0:1 (0:1) „სპარტაკი“ მოსკოვი
04.09.1937 7 „ცდკა“ მოსკოვი 0:3 (0:1) „დინამო“ ლენინგრადი
05.09.1937 10 „მეტალურგი“ მოსკოვი 0:2 (0:1) „დინამო“ კიევი
06.09.1937 9 „კრასნაია ზარია“ ლენინგრადი 0:2 (0:2) „სპარტაკი“ მოსკოვი
07.09.1937 1 „ლოკომოტივი“ მოსკოვი 3:2 (1:1) „დინამო“ თბილისი
07.09.1937 10 „დინამო“ მოსკოვი 2:2 (2:2) „დინამო“ ლენინგრადი
09.09.1937 9 „ცდკა“ მოსკოვი 2:5 (1:4) „დინამო“ თბილისი
10.09.1937 11 „კრასნაია ზარია“ ლენინგრადი 2:6 (0:3) „დინამო“ კიევი
11.09.1937 11 „სპარტაკი“ მოსკოვი 0:0 „დინამო“ მოსკოვი
12.09.1937 4 „ლოკომოტივი“ მოსკოვი 1:2 (1:1) „ცდკა“ მოსკოვი
12.09.1937 12 „დინამო“ ლენინგრადი 1:1 (0:1) „მეტალურგი“ მოსკოვი
15.09.1937 12 „ლოკომოტივი“ მოსკოვი 2:2 (2:1) „დინამო“ კიევი
15.09.1937 18 „სპარტაკი“ მოსკოვი 2:0 (0:0) „კრასნაია ზარია“ ლენინგრადი
18.09.1937 13 „კრასნაია ზარია“ ლენინგრადი 0:0 „დინამო“ ლენინგრადი
18.09.1937 13 „დინამო“ თბილისი 0:4 (0:2) „დინამო“ მოსკოვი
18.09.1937 18 „ლოკომოტივი“ მოსკოვი 0:0 „მეტალურგი“ მოსკოვი
21.09.1937 1 „სპარტაკი“ მოსკოვი 2:0 (2:0) „ცდკა“ მოსკოვი
23.09.1937 16 „ლოკომოტივი“ მოსკოვი 0:2 (0:2) „კრასნაია ზარია“ ლენინგრადი
24.09.1937 14 „დინამო“ კიევი 2:2 (0:0) „დინამო“ მოსკოვი
24.09.1937 14 „დინამო“ ლენინგრადი 0:0 „სპარტაკი“ მოსკოვი
24.09.1937 14 „დინამო“ თბილისი 4:0 (1:0) „მეტალურგი“ მოსკოვი
26.09.1937 16 „დინამო“ ლენინგრადი 2:3 (0:1) „ცდკა“ მოსკოვი
29.09.1937 15 „მეტალურგი“ მოსკოვი 0:1 (0:0) „კრასნაია ზარია“ ლენინგრადი
30.09.1937 15 „დინამო“ კიევი 1:1 (0:1) „დინამო“ ლენინგრადი
30.09.1937 15 „ლოკომოტივი“ მოსკოვი 2:1 (2:1) „დინამო“ მოსკოვი
30.09.1937 15 „დინამო“ თბილისი 1:0 (0:0) „სპარტაკი“ მოსკოვი
01.10.1937 14 „კრასნაია ზარია“ ლენინგრადი 3:0 (2:0) „ცდკა“ მოსკოვი
04.10.1937 17 „დინამო“ კიევი 1:0 (0:0) „ცდკა“ მოსკოვი
05.10.1937 11 „ლოკომოტივი“ მოსკოვი 1:0 (0:0) „დინამო“ ლენინგრადი
06.10.1937 12 „კრასნაია ზარია“ ლენინგრადი 0:3 (0:0) „დინამო“ მოსკოვი
06.10.1937 16 „მეტალურგი“ მოსკოვი 1:3 (1:1) „სპარტაკი“ მოსკოვი
08.10.1937 13 „ცდკა“ მოსკოვი 0:2 (0:1) „ლოკომოტივი“ მოსკოვი
10.10.1937 16 „დინამო“ თბილისი 5:3 (1:2) „დინამო“ კიევი
11.10.1937 17 „ლოკომოტივი“ მოსკოვი 1:2 (0:0) „სპარტაკი“ მოსკოვი
12.10.1937 17 „მეტალურგი“ მოსკოვი 0:3 (0:2) „დინამო“ მოსკოვი
12.10.1937 18 „დინამო“ თბილისი 1:3 (0:2) „დინამო“ ლენინგრადი
18.10.1937 12 „დინამო“ თბილისი 1:0 (0:0) „ცდკა“ მოსკოვი
18.10.1937 13 „დინამო“ კიევი 1:1 (1:0) „სპარტაკი“ მოსკოვი
24.10.1937 17 „დინამო“ თბილისი 3:0 (2:0) „კრასნაია ზარია“ ლენინგრადი
24.10.1937 18 „ცდკა“ მოსკოვი 1:5 (1:1) „დინამო“ მოსკოვი
30.10.1937 10 „ცდკა“ მოსკოვი 2:2 (1:0) „სპარტაკი“ მოსკოვი
30.10.1937 10 „დინამო“ თბილისი 0:0 „ლოკომოტივი“ მოსკოვი

ჩემპიონი რედაქტირება

1937 წლის
სსრ კავშირის ჩემპიონი
 
„დინამო“ მოსკოვი
მეორე ტიტული

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

  • ჩემპიონატის მიმდინარეობისას დაფიქსირდა 7 ავტოგოლი, 25 პენალტი და 19 გაძევება. თამაშებს 26 მსაჯი ემსახურებოდა. თითოეულ შეხვედრას საშუალოდ 28500 მაყურებელი დაესწრო.[12]

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

კომენტარები რედაქტირება

  1. Знаете ли Вы, что.. Рекордная быстрота забитых мячей была зафиксирована в матче московских команд «Металлург» — ЦДКА на первенстве СССР в 1937 году, когда А. Зайцев и дважды Кузин забили три мяча в ворота ЦДКА за 63 секунды?
  2. Вчера на стадионе «Динамо» состоялся первый дебют ЦДКА, переведенного по приказу Всесоюзного комитета в группу «А». На игру пришло 10–12 тысяч зрителей. С первых же минут команда ЦДКА сразу ушла в защиту, а «Металлург» повел атаки своим хорошо сыгранным правым крылом. На 10 минуте второго тайма Кузин, получив передачу Кудрявцева, прошедшего по правому краю, эффектно открывает счет. Проходит еще 10 минут в обоюдных атаках. На 20 минуте «Металлург» ставит своеобразный рекорд. За 63 секунды в ворота ЦДКА идут три мяча. Второй гол забивает Зайцев (использовав штрафной удар), а 3-й и 4-й — Кузин. Трибуны бурно переживают успех «Металлурга». На 29 минуте счет становится разгромным — 5–0! На этот раз в суматохе у ворот «синие» умудряются сами себе забить гол. ЦДКА пытается хотя бы «размочить» счет, но защита и хавбеки «Металлурга» играют надежно, быстро и смело. За 2 минуты до конца Леонов берет труднейший мяч Зайцева. Игра окончена. Счет — 5–0. // იხ. И. Юрьев, «Красный спорт», «Металлург» (Москва) — ЦДКА (Москва) 5:0.
  3. Команда ЦДКА снова проиграла. Счет большой — 2 : 5. Правда, на этот раз противники ЦДКА, тбилисцы, играли хорошо — слаженно и энергично. Но это не об'ясняет, почему команда ЦДКА имеющая молодых игроков с хорошими физичеокими данными, терпит поражения В течение вот уже двух сезонов. По нашему мнению, дело в следующем. Во-первых команда играет тактически неслаженно, «на-авось». Во-вторых, игрокам явно нехватает техники. В отчетной игре ЦДКА переставил игроков, сделав недавних хавбеков нападающими, и наоборот. Но, как известно, от перемены слагаемых сумма не меняется... ..Тбилисцы с первых минут пошли в атаку. Счет открыл... хавбек Джорбенадзе. Он точно и сильно ударил метров c 35, И Вратарь ЦДКА Каверин успел лишь сделать Запоздалый бросок. Однако вскоре непростительная ошибка Дорохова сравняла счет. Но уже через две Минуты хорошая комбинация Гавашели-Сомов закончилась мячом сетку ЦДКА, а затем Пайчадзе и Асламазов закрепили успех своей команды, забив еще два гола. После перерыва игра была скучной и медленной. На 27 минуте произошел любопытный случай. Гавашели подавал корнер, и мяч, никого не задев, «спланировал» прямо в угол ворот москвичей. Незадолго до конца, после пенальти, как всегда неотразимо пробитого Малининым, счет стал 2 : 5. Зрители начали расходиться задолго до конца. იხ. Ю.Ваньят, «Красный спорт», От перестановки слагаемых сумма не меняется, ЦДКА (Москва) — «Динамо» (Тбилиси) — 2:5 (1:4).
  4. ზოგადად, 1937 წლის ჩემპიონატი მდიდარი იყო უჩვეულო, კურიოზული შემთხვევებით. ერთი ასეთი კურიოზი „მეტალურგისა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩშიც მოხდა. მეორე ტაიმში მოსკოველთა თავდამსხმელი ზაიცევი მინდვრიდან გააძევეს მსაჯის შეურაცხმყოფელი რეპლიკისათვის, მაგრამ ცოტა ხანში მოედანზე „შეიპარა“ სტუმრების სათადარიგო მოთამაშე და მატჩის ბოლომდე ისე ითამაშა, ხელი არავის შეუშლია. როგორ დარჩათ ასეთი რამ შეუმჩნეველი ან მსაჯებს, ან მეტოქეებს, ან მაყურებლებს, დღემდე აუხსნელია. მატჩის მსაჯმა, ლენინგრადელმა ვ. ბუტუსოვმა მხოლოდ შეხვედრის დამთავრების შემდეგ შენიშნა მოსკოველთა „ეშმაკობა“, როცა გუნდები მინდორს ტოვებდნენ და ეს „აღმოჩენა“ ოქმშიც შეიტანა. ამ მარცხმა ისე იმოქმედა მოსკოველებზე, რომ ყველა დანარჩენი შეხვედრაც წააგეს და პირველი ადგილიდან მეხუთეზე გადაინაცვლეს.

სქოლიო რედაქტირება