საბურთალო

უბანი თბილისში

საბურთალოთბილისის ერთ-ერთი უბანი ქალაქის დასავლეთ მხარეს.

საბურთალოს ხედი ლისის ტბიდან. უკან ჩანს ვაკე, ვერა და მთაწმინდა.

ადმინისტრაციული დაყოფით მოქცეულია ნაწილობრივ საბურთალოს, ნაწილობრივ კი ვაკის რაიონში. საბურთალოს რაიონში შემავალი სამი სამოქმედო უბნიდან ორი მოიცავს საბურთალოს უბანს — კოსტავა-ბახტრიონი-დოლიძე-ხილიანის სამოქმედო უბანი და ვეძისი-ყაზბეგი-გოთუა-საბურთალოს სამოქმედო უბანი, ვაკის რაიონში შემავალი ოთხი სამოქმედო უბნიდანაც ორი მოიცავს საბურთალოს უბანს — ვაჟა-ფშაველას კვარტლების სამოქმედო უბანი და ნუცუბიძის მიკრორაიონების სამოქმედო უბანი.

არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ აქ ადამიანს უკვე ძვ. წ. V-IV ათასწლეულში უცხოვრია. XI-XIII საუკუნეებში იგი მზარდი უბანი ყოფილა, XVII-XVIII საუკუნეებში ვერეს ფარგლებში შედიოდა და ქალაქის დაწინაურებული სასოფლო-სამეურნეო რაიონი იყო. საბურთალოს ველის მორიგი დასახლება XIX საუკუნის II ნახევარში დაიწყო. 1917 წელს უშუალოდ ქალაქის ტერიტორიის ნაწილი გახდა. თანამედროვე საბურთალო თბილისის ერთ-ერთი კეთილმოწყობილი უბანია. აშენდა თანამედროვე ტიპის საცხოვრები სახლები, საწარმოები, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბერიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 570.
  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1985.
  • ბერიძე თ., ... და აღმოცენდა თბილისი, თბ., 1977;
  • ბერიძე თ., ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია, თბ., 1977;