საბადელი — ქალაქი ესპანეთში, ბარსელონის პროვინციაში. მდებარეობს მდინარე რიპოლის ნაპირზე. არის ბარსელონის სამრეწველო ქალაქ-თანამგზავრი. 1975 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 159 ათასი ადამიანი, 2018 წლის მონაცემებით კი 212 ათასი. არის კატალონიის სიდიდით მეხუთე ქალაქი. მოქმედებს საფეხბურთო კლუბი „საბადელი“. ქალაქში დაიბადა ცნობილი ფეხბურთელი სერხიო ბუსკეტსი.

ლიტერატურა რედაქტირება