საადი, მოსლეჰ ედ-დინ აბუ მოჰამედ აბდ ალ-ლაჰ იბნ მოშრეფ საადი შირაზელი (დ. 1203 ? ― გ. 1292) — სპარსელი პოეტი.

საადი
სპარს. سعدی شیرازی

საადი ვარდების ბაღში, 1645 წლის მანუსკრიპტი
დაბადების თარიღი 1210[1]
დაბადების ადგილი შირაზი, ფარსი (ოსტანი), ხვარაზმი[2] [3]
გარდაცვალების თარიღი 9 დეკემბერი, 1292[4] [5]
გარდაცვალების ადგილი შირაზი[5]
დასაფლავებულია Saadi Mausoleum
ფსევდონიმი سعدی
საქმიანობა პოეტი[6] [7] და მწერალი[8] [9]
ენა სპარსული ენა
ალმა-მატერი Al-Nizamiyya of Baghdad[10] [11]
ჟანრი ghazal
Magnum opus Gulistan და Bostan

საადი შირაზელის შემოქმედება სპარსული კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთ მწვერვალად არის აღიარებული. საადის ლიტერატურულ მემკვიდრეობას შეადგენს ლირიკულ ლექსთა ოთხი დივანი, დიდაქტიკური პოემა „ბუსთანი“. ლექსნარევი პროზით დაწერილი იგავ-არაკული ჟანრის თხზულება „გოლესთანი“ და სხვ. საადიმ განვლო უაღრესად საინტერესო ცხოვრების გზა. იგი დაიბადა ფარსის პროვინციაში, ქალაქ შირაზში. განათლება მიიღო ბაღდადის ცნობილ უმაღლეს სასწავლებელში „ნიზამიეში“ (რომელიც სელჯუკიანთა დიდვეზირის, ნიზამ ალ-მულქის მიერ იყო დაარსებული). იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა გაემგზავრა წმინდა ადგილთა მოსანახულებლად და „ჰაჯის“ შესასრულებლად. საადიმ ეს მოგზაურობა 25 წლამდე გააგრძელა. მან მოიარა მუსლიმანური აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა. მისი მოგზაურობა ხშირად ფათერაკებითაც იყო აღსავსე. 1256 წელს ქვეყანანანახი და დაბრძენებული პოეტი უბრუნდება თავის მშობლიურ მხარეს, შირაზს და წერს დიდაქტიკური ხასიათის ორ ნაწარმოებს: „ბუსთანს“ (1256–1257) და „გოლესთანს“ (1257–1258). ამ ორმა თხზულებამ ავტორს უაღრესად დიდი სახელი მოუხვეჭა, იმდენად დიდი, რომ დიდაქტიკოსმა საადიმ თითქმის „დაჩრდილა“ ლირიკოსი-საადი.

საადი სიტყვის ჭეშმარიტი დიდოსტატია. მისი „გოლესთანის“ ენა სპარსული კლასიკური პოეზიის მწვერვალად არის აღიარებული. რითმოვანი პროზის (საჯ'ის) ზომიერი გამოყენება, ფრაზის ლაკონიზმი, აფორისტულობა, ხატოვანი აზროვნება და სხვანი ირანელთათვის დღევანდლამდე ნიმუშად არის დარჩენილი. განუზომელია საადის გავლენა სპარსულ ლიტერატურაზე და თვით ირანელთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. საადის აზრები XX საუკუნემდე საზოგადოებრივ ეთიკურ ნორმებად იყო მიჩნეული ირანში, ხოლო მისი ფრთიანი გამოთქმები და აფორიზმები უკვე კარგა ხანია, რაც სპარსული მეტყველების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ქართული ენაზე 1964 წელს გამოიცა დავით კობიძის მთლიანად ნათარგმნი „ბუსთანი“.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Encyclopædia Iranica / N. Sims-Williams, A. Ashraf, H. Borjian et al. — USA: Columbia University, 1982. — ISSN 2330-4804
  2. https://archive.org/details/essaisurlepote00massuoft — გვ. 6.
  3. Gershevitch I., Yarshater E., Frye R. N. et al. The Cambridge History of IranCambridge University Press, 1968. — Vol. 5. — P. 595.
  4. Gershevitch I., Yarshater E., Frye R. N. et al. The Cambridge History of IranCambridge University Press, 1968. — Vol. 5. — P. 597.
  5. 5.0 5.1 AA.VV. Encyclopaedia of Islam, Encyclopédie de l’Islam — 1913. — Vol. 8. — P. 719.
  6. The Fine Art Archive — 2003.
  7. The Fine Art Archive — 2003.
  8. Deutsche Nationalbibliothek Record #118604716 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  9. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  10. https://archive.org/details/essaisurlepote00massuoft — გვ. 13 ; 37.
  11. Bell A. Encyclopædia BritannicaEncyclopædia Britannica, Inc., 1768.