რუსული ზუთხი (ლათ. Acipenser gueldenstaedtii) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. ქმნის გამსვლელ და ცოცხალ ფორმებს. გვხვდება კასპიის, შავ და აზოვის ზღვებში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 8-30 წლისა. მისი სხეულის სიგრძე 2,3 მეტრამდეა, საშუალო წონა 15-25 კგ, ზოგიერთი ეგზემპლარი 80 კგ-ს იწონის. იკვებება უხერხემლოებით, მოლუსკებით, თევზებით.

რუსული ზუთხი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ზუთხისნაირნი
ოჯახი:  ზუთხისებრნი
გვარი:  ზუთხი
სახეობა:  რუსული ზუთხი
ლათინური სახელი
Acipenser gueldenstaedtii
(von Brandt & Ratzeburg, 1833)
დაცვის სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 232

ტოფობის მთავარი მდინარეა ვოლგა და მისი შენაკადები. XVIII საუკუნეში იჭერდნენ მოსკოვშიც. წარმოდგენილი იყო მდინარე ურალში (ორენბურგამდე), დნეპრში (მოგილიოვამდე), დონში (ზადონსკამდე), ყუბანში (მდ. ლაბის შესართავამდე) და მათ დიდ შენეკადებში. დღეს არეალი შემცირებულია ჰიდროელექტროსადგურთა კაშხლების გამო (მაგ., ვოლგოგრადის ჰესის აშენებამ სახეობას წაართვა ტოფობის ადგილების დაახლ. 80%). რაოდენობა ნარჩუნდება ხელოვნური კვლავწარმოების ხარჯზე.[1]

შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, მინიჭებული აქვს EN კატეგორია.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Решетников Ю. С. Осетры // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 527.
  2. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (20 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2021