რუსული განმანთავისუფლებელი არმია

რუსული განმათავისუფლებელი არმია (რუს. Русская Освободитеьная Армия; ხშირად მოიხსენიებენ არაოფიციალური შემოკლებით РОА) — რუსი ხალხის განმათავისუფლებელი სამხედრო კომიტეტის დასახელება. იბრძოდნენ მესამე რაიხის მხარეზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. რუსული ანტი-საბჭოთა მოტორიზებული ნაწილების და რუსი კოლაბორაციონისტების ერთობლიობა. ჩამოყალიბდა სხვადასხვა გერმანული სტრუქტურების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს. ძირითადად იყენებდნენ როგორც ბატალიონებს და ასეულებს.

რუსული განმათავისუფლებელი არმია

აქტიური 1944 (ოფიციალურად) – 1945
ტიპი ქვეითი ჯარი
სამხედრო-საჰაერო ძალები
ალიანსი ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
რუსეთის დროშა რუსეთის ხალხთა განმათავისუფლებელი კომიტეტი[1]

1942 წლის 27 დეკემბერს გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი ვლასოვი და ვლადიმერ ბაერსკი გახდნენ „სმოლენსკის დეკლარაციის“ ავტორები, რომელშიც მათ გერმანელებს რგა-ს ორგანიზება შესთავაზეს. არმია იყო მოხსენიებული როგორც „რუსეთის კომუნიზმისგან განთავისუფლებისთვის“ შექმნილი სამხედრო შენაერთი. პროპაგანდისტული მიზეზებით, მესამე რაიხის მთავრობამ არმიის შექმნაზე მედიის საშუალებით გამოაცხადა, თუმცა, არმიის ორგანიზებისთვის არაფერი გააკეთა. ამ მომენტიდან ყველა რუსს, რომელიც გერმანულ არმიაში მსახურობდა, შეეძლო თავი რგა-ს ჯარისკაცად მიეჩნია. აღსანიშნავია, რომ „რგა“ მხოლოდ ფურცელზე არსებობდა.

„რგა“-ს ქვედანაყოფების ფორმირება 1943 წელს დაიწყო. მათ ძირითადად სსრკ-ს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წესრიგის დასაცავად იყენებდნენ.

სქოლიო რედაქტირება

  1. Jurado, Carlos (1983). Foreign Volunteers of the Wehrmacht 1941-45. Osprey Publishing, გვ. 28. ISBN 0-85045-524-3.