რუსთაველი (თბილისის მეტრო)

თბილისის მეტროსადგური
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსთაველი (მრავალმნიშვნელოვანი).

რუსთაველი (ყოფილი რუსთაველის მოედანი) — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც მარჯანიშვილის და თავისუფლების მოედნის სადგურებს შორის მდებარეობს. გაიხსნა 1966 წელის 11 იანვარს. არქიტექტორები ლ. ჯანელიმე (ქვედა სადგური), ო. კალანდარიშვილი და ი. ცხომელიძე (ვესტიბიული).[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]

„რუსთაველი“

პირველი ხაზი
თბილისის მეტროპოლიტენი

ქვედა სადგურის მოსაცდელი დარბაზი
ამოსასვლელი 41°42′15″N 44°47′23″E / 41.704137586216° ჩ. გ. 44.789629156714696° ა. გ. / 41.704137586216; 44.789629156714696
რაიონი მთაწმინდის რაიონი
გახსნის თარიღი 11 იანვარი, 1966; 58 წლის წინ (1966-01-11)
წინა სახელები რუსთაველის მოედანი
ტიპი მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის კოლონური
ბაქნების რაოდენობა 1
ბაქნის ტიპი კუნძულოვანი
ბაქნის სიგრძე 102
არქიტექტორ(ებ)ი ლ. ჯანელიმე (ქვედა სადგური)
ო. კალანდარიშვილი და ი. ცხომელიძე (ვესტიბიული)
მშენებელი კომპანია „თბილმეტრომშენი“
ქალაქში გასასვლელი მერაბ კოსტავას ქუჩა
რუსთაველის გამზირი
სამუშაო გრაფიკი 06:00—00:00
„რუსთაველი“ ვიკისაწყობში

მიწისზედა ვესტიბიული ცილინდრული ფორმის ნაგებობაა. შესასვლელის თავზე მოთავსებულია ფრიზი შოთა რუსთაველისა და „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე (მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი). ქვედა სადგურში კამარა ეყრდნობა წითელი მარმარილოთი მოპირკეთებულ, ზემოთ გაფართოებულ მასიურ კოლონებს.[1] მოსაცდელი დარბაზი ვეფხისა და მოყმის რელიეფური გამოსახულებითაა შემკული. „რუსთაველი“ თბილისის მეტროს სხვა დანარჩენი სადგურებისგან ყველაზე გრძელი ესკალატორით გამოირჩევა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 668, ISBN 99928-20-32-2.
  2. თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.