რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იმპიჩმენტი (თანამდებობიდან გადაყენება) — პარლამენტის მიერ ინიციირებული იურიდიული პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს მეთაურისთვის ყველა უფლებამოსილების ჩამორთმევას. იმპიჩმენტის მცდელობა იყო სამჯერ, ორჯერ 1993 წელს და 1999 წელს; სამივეჯერ პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის წინააღმდეგ. სამივეჯერ, იმპიჩმენტის გამოცხადება ვერ მოხერხდა. იმპიჩმენტის ინიციატორებად სამივე შემთხვევაში ელცინის ოპოზიციაში მყოფი ძალები (განსაკუთრებით კომუნისტები) გამოდიოდნენ.

იურიდიული პროცედურა რედაქტირება

რუსეთის თანამედროვე კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას არეგულირებს კონსტიტუციის 93-ე მუხლი. ის ითვალისწინებს სახელმწიფო დუმის მიერ პრეზიდენტისადმი სამშობლოს ღალატის ან მძიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდების წარდგენას; საჭიროა უზენაესი სასამართლოს მიერ დადებული დასვკნა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა დაარღვია კანონი და საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილება, რომ ბრალდების წარდგენის პროცედურის წესრიგი არის დაცული. საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ იღებს ფედერაციის საბჭო.

სახელმწიფო დუმას და ფედერაციის საბჭოს გადაწყვეტილება პრეზიდენტის გადადგომაზე უნდა მიიღონ დეპუტატთა ხმების ორი მესამედით. გარდა ამისა, იმპიჩმენტის ინიციირება უნდა მოხდეს არა ნაკლებ, ვიდრე დეპუტატთა ერთი მესამედის სურვილის მიერ. აგრეთვე უნდა იყოს შექმნილი სახელმწიფო დუმას სპეციალური კომისია და უნდა არსებობდეს უკანასკნელის დასკვნა. ფედერაციის საბჭომ გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმპიჩმენტის ან გამართლების შესახებ უნდა მიიღოს არა უგვიანეს სამი თვისა დუმას მიერ ბრალდების წარდგენის დღიდან. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება მიღებული არ არის, პრეზიდენტისთვის წაყენებული ბრალდებები უარყოფილად ითვლება.

იმპიჩმენტის მცდელობები 1993 წელს რედაქტირება

თანამდებობიდან გადაყენების პირველი ორი მცდელობა მოხდა 1978 წლის კონსტიტუციის რედაქციის მიხედვით. ამ კონსტიტუციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება, თუ უკანასკნელი დაარღვევს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას, რუსეთის ფედერაციის კანონებს ან მის მიერ დადებულ ფიცს. იმპიჩმენტის გადაწყვეტილების მიღება შეეძლო რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატთა ყრილობას კონსტიტუციური სასამართლოს დადგენილების საფუძველზე. კვლავ, იმპიჩმენტისთვის საჭიროა ხმების ორი მესამედი. იმპიჩმენტის ინიციატივა უნდა მოდიოდეს ან ყრილობას, ან კიდევ რუსეთის ფედერაციის უზენაეს საბჭოს.

1993 წლის მარტი რედაქტირება

1993 წლის მარტში რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატთა ყრილობა ცდილობდა ელცინის გადაყენებას მისი 20 მარტის ტელემიმართვის გამო. იმპიჩმენტისთვის საჭირო იყო 699 ხმა, თუმცა, იმპიჩმენტს მხარი მხოლოდ 618-მა დეპუტატმა დაუჭირა. საბოლოო ჯამში, რეფერენდუმის შედეგად, როგორც პრეზიდენტმა, ისევე ყრილობამ შეინარჩუნა უფლებამოსილებანი.

1993 წლის სექტემბერი რედაქტირება

1993 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც ელცინმა №1400 ბრძანებით (რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ აღიარა) უბრძანა დეპუტატთა ყრილობას და უზენაეს საბჭოს, შეეწყვიტათ თავიანთი მოვალეობის შესრულება. საბჭომ, თავის მხრივ, მაშინდელი კონსტიტუციის 121-ე მუხლის თანახად, დაადგინა, რომ ელცინმა დაკარგა უფლებამოსილებანი ბრძანების ხელმოწერის დღიდან. საბჭოს მიერ მოწვეულმა დეპუტატთა ყრილობამ დაადასტურა ელცინის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება. მაგრამ, საბოლოო ჯამში, 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბრის მოვლენების შედეგად ელცინმა შეინარჩუნა ძალაუფლება და 1996 წელს იგი მეორე ვადაზეც აირჩიეს.

1999 წლის მცდელობა რედაქტირება

ბორის ელცინის იმპიჩმენტს პროცედურის ინიციირება კვლავ მოხდა 1999 წელს, ხუთი ბრალდების საფუძველზე: სსრკ-ს დანგრევა; 1993 წელს უზენაესი საბჭოსა და სახალხო დეპუტატების ყრილობის დაშლა; ჩეჩნეთში ომის დაწყება; არმიის ჩამოშლა; რუსი ერის გენოციდი.

ჩამოყალიბდა სახელმწიფო დუმას კომისია, რომელსაც სათავეში ვადიმ ფილიმონოვი ჩაუდგა.

არც ერთ ბრალდებაზე, დუმაში ვერ მოგროვდა იმპიჩმენტისთვის საჭირო 300 ხმა (თუმცა, მოგროვების შემთხვევაშიც, ჯერ საჭირო იყო ფედერაციის საბჭოს გადაწყვეტილებაც). სსრკ-ს დაშლაში ელცინი 239-მა დეპუტატმა ცნო დამნაშავედ, 1993 წლის მოვლენებში — 263-მმა, არმიის ჩამოშლაში — 241-მმა, ჩეჩნეთში ომის დაწყებაში — 283-მმა, რუსი ერის გენოციდში — 238-მა.

მომზადება რედაქტირება

1998 წლის 19 მაისს, კომუნისტთა ფრაქციის სხდომაზე გადაწყდა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება. მეორე დღეს, კომუნისტმა დეპუტატებმა შეაგროვეს პროცედურის დაწყების 177 მომხრის ხელმოწერა.

1998 წლის 19 ივნისს შეიქმნა სპეციალური კომისია. 29 ივნისს ჩატარდა კომისიის პირველი სხდომა. თებერვალში კომისიამ დაასრულა ხუთივე ბრალდების მომზადება და დოკუმენტები დუმას საბჭოს გადასცა.

1999 წლის 21 აპრილს დუმამ შეცვალა თავისი რეგლამენტი და მეტი კონკრეტიზაცია შეიტანა პროცედურაში. თანამდებობიდან ჩამოშორებაზე დეპუტატებს ხმის მიცემა ღიად, სასახელო ბიულეტენებით შეეძლოთ.

აღსანიშნავია, რომ დამთვლელმა კომისიამ 46 ბიულეტენი გაფუჭებულად გამოაცხადა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება