რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები — ეროვნული ნაკრები, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. IRB-ს კლასიფიკაციით განეკუთვნება მეორე იარუსს,[1] ხოლო IRB-ს მსოფლიო რეიტინგში 2017 წლის 24 ივლისის მდგომარეობით 20-ე ადგილი უკავია.[2] გარდა ამისა არსებობს რუსეთის შვიდკაცა ნაკრები.

რუსეთი
კავშირი რუსეთის რაგბის კავშირი
მეტსახელ(ებ)ი დათვები
ემბლემა თეთრი დათვი
მწვრთნელ(ებ)ი რუსეთის დროშა ალექსანდრე პერვუხინი
კაპიტანი რუსეთის დროშა ალექსანდრე ვოიტოვი
ყველაზე მეტი კეპი ანდრეი კუზინი (78)
ყველაზე მეტი ქულა იური კუშნარიოვი (483)
ყველაზე მეტი ლელო ვიაჩესლავ გრაჩოვი (31)
გუნდის  ფერები
გამოსაც.  ფერები
გამოსაც.  ფერები
პირველი საერთაშორისო მატჩი
ბარბაროსები 23 - 27 რუსეთი რუსეთის დროშა
(6 ივნისი, 1992)
ბელგია ბელგიის დროშა 11 – 17 რუსეთი რუსეთის დროშა
(11 ოქტომბერი, 1992)
უდიდესი გამარჯვება
დანიის დროშა დანია 7 - 104 რუსეთი რუსეთის დროშა
(13 მაისი, 2000)
უარესი დამარცხება
რუსეთი რუსეთის დროშა 3 – 75 იაპონია იაპონიის დროშა
(6 ნოემბერი, 2010)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლები 1 (პირველი 2011)
საუკეთესო შედეგი მე-5 ადგილი ჯგუფში, 2011

რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საბჭოთა კავშირის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ოფიციალურ მემკვიდრეს წარმოადგენს, ხოლო 1990-იანი წლების დასაწყისში 4 მატჩი ითამაშა დსთ-ის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა. 2003 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრები არ დაუშვეს ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო თამაშებისას, რადგან მის შემადგენლობაში წარდგენილები იყვნენ მოთამაშეები, რომლებსაც არ ჰქონდათ უფლება გამოსულიყვნენ რუსეთის ეროვნულ ნაკრებში. 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრები ვერ მოხვდა, რადგან შესარჩევ ჯგუფში ორივე მატჩი წააგო. 2011 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაშების შედეგების მიხედვით რუსეთის ნაკრებმა ჯგუფში დაიკავა მეორე ადგილი, რამაც მას გარანტია მისცა პირდაპირ მოხვედრილიყო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ჯგუფში, რომელიც ახალ ზელანდიაში ტარდებოდა.

რუსეთის ნაკრები რეგულარულად მონაწილეობს ევროპის ერთა თასის ტურნირის А ჯგუფში.

ისტორია რედაქტირება

საბჭოთა კავშირის რაგბის კავშირი შეიქმნა 1936 წელს, ხოლო საბჭოთა კავშირის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თავისი პირველი მატჩი ითამაშა მხოლოდ 1974 წელს. 1991 და 1992 წლებში არსებობდა დსთ-ის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომელმაც წააგო ყველა ოთხი მატჩი (ორი მოსკოვში და ორიც გასვლაზე).

რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი თამაში ჩაატარა 1992 წლის 6 ივნისს, როდესაც მან დაამარცხა ბრიტანული კლუბი «Barbarians». ამის შემდეგ მათ ასევე მიმდევრობით დაამარცხეს ბელგიის, გერმანიის, საქართველოს და პოლონეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებები. გამარჯვებათა სერია შეწყვიტა 1993 წლის ნოემბერში გასვლაზე წაგებულმა მატჩმა იტალიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან ანგარიშით 19-30. მას შემდეგ რუსეთის ნაკრებმა ვერასოდეს ვერ შეძლო ზედიზედ ხუთი მატჩის მოგება.

2000 წელს რუსეთის ნაკრებმა დაამარცხა დანიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ანგარიშით 104-7, რაც დღემდე ნაკრების ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებას წარმოადგენს. 2001 და 2001-2002 წლების ევროპის ერთა თასის სეზონებში რუსეთის ნაკრებმა А ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. 2002 წელს ნათამაშები იქნა მატჩები ირლანდიის (წაგება 2-35) და იაპონიის (ასევე წააგეს 19-59) მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებთან.

რუსეთის ნაკრებს იმ მომენტისთვის ჯერ არასოდეს ჰქონდა ნათამაშები რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირებში, ხოლო 2003 წელს ნაკრები საერთოდ დისკვალიფიცირებულიც კი იქნა, რადგან მისი შემადგენლობის განაცხადში შეყვანილი იყო სამი მოთამაშე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, რომლებსაც არ ჰქონდათ რუსეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება.

2004-2005 წლებში რუსეთის ნაკრებმა მთელი რიგი წარუმატებლობები განიცადა, მან 7 მატჩი მიყოლებით წააგო. 2006 წელს შეიქმნა ერთა თასი, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის და პორტუგალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებები, ასევე არგენტინის და იტალიის მეორე ნაკრებები. ამ ტურნირზე შედგა რუსეთის ნაკრების დებიუტი, სადაც მან მესამე ადგილი დაიკავა.

2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა ევროპის ერთა თასზე და ამიტომ იძულებული გახდა ჩაეტარებინა დამატებითი ორმატჩიანი სერია უკრაინის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან. რუსეთის ნაკრებმა ორივე მატჩი მოიგო ოდესაშიც და მოსკოვშიც, რის შედეგადაც ნაკრები მოხვდა შესარჩევ ჯგუფში იტალიის და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებთან. იტალიის ნაკრებთან მატჩი მოსკოვში რუსებმა 2006 წლის 14 ოქტომბერს წააგეს ანგარიშით 7-67, ხოლო 28 ოქტომბერს მათ ასევე წააგეს მატჩი პორტუგალიასთან ანგარიშით 23-26 და გამოვარდნენ შესარჩევი ტურნირიდან. 2007/2008 წლების სეზონში ევროპის ერთა თასზე რუსეთის ნაკრებმა პირველად დაიკავა მეორე ადგილი.

2010 წლის 27 თებერვალს რუსეთის ნაკრებმა ევროპის ერთა თასზე ქალაქ სოჭში ფრედ 21-21 ითამაშა რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან, რომელიც 2009—2010 წლების სეზონში 2011 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის შესარჩევ შეჯიბრებას წარმოადგენდა. ამ ფრემ რუსეთის ეროვნულ ნაკრებს საშუალება მისცა პირველად თავის ისტორიაში მოხვედრილიყო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გათამაშების ფინალურ ეტაპზე. ტურნირის ფინალურ ეტაპზე რუსეთის ნაკრებმა მოაგროვა მხოლოდ ერთი ქულა (ბონუსით) აშშ-ის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან მატჩში და ჯგუფში დაიკავა ბოლო – მეხუთე ადგილი, მაგრამ დაამყარა მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი, 4 მატჩში გაიფორმა 8 ლელო, რასაც მანამდე ვერ მიაღწია ვერც ერთმა დებიუტანტმა ნაკრებმა.

რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ვერ მოხვდა 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. 2014 წლის ევროპის ერთა თასზე დაკავებულმა მესამე ადგილმა რუსეთის ნაკრებს არ მისცა საშუალება პირდაპირ გადაელახა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპი, ხოლო რეპეშაჟის ტურნირის ფინალში რუსეთის ნაკრებმა ორი მატჩის ჯამში წააგო ურუგვაის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან (შინ მოიგო ანგარიშით 22-21, ხოლო გასვლაზე წააგო 37-26)[3].

2017 წლის ევროპის ერთა თასი 1A დივიზიონი რედაქტირება

შედეგები
თარიღი სახლში ანგარიში სტუმარად ადგილი
11-თებერვალი-2017   ესპანეთი 16-6   რუსეთი ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსე, მადრიდი
18-თებერვალი-2017   ბელგია 18-25   რუსეთი მეფე ბოდუენის სტადიონი, ბრიუსელი
4-მარტი-2017   რუსეთი 10-30   რუმინეთი ცენტრალური სტადიონი, სოჭი
12-მარტი-2017   საქართველო 28-14   რუსეთი ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი, თბილისი
19-მარტი-2017   რუსეთი 52-25   გერმანია ცენტრალური სტადიონი, სოჭი

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი რედაქტირება

მსოფლიო ჩემპიონატი შესარჩევი ტურნირი
წელი რაუნდი თამაში მოგება ფრე წაგება ქულების სხვაობა თამაში მოგება ფრე წაგება ქულების სხვაობა
  AUS  NZL 1987 უარყო მოწვევა -
  ENG 1991 არ მიიღო მონაწილეობა არ მიიღო მონაწილეობა
  RSA 1995 ვერ გაიარა კვალიფიკაცია 4 3 0 1 125:49
  WAL 1999 4 1 0 3 85:92
  AUS 2003 6 5 0 1 176:114
  FRA 2007 14 6 1 7 382:323
  NZL 2011 ჯგუფური რაუნდი 4 0 0 4 57:196 10 7 1 2 291:175
  ENG 2015 ვერ გაიარა კვალიფიკაცია 12 7 0 5 269:300
  JPN 2019 ჯერ არ ჩატარებულა ჯერ არ ჩატარებულა
ჯამი 1/7 4 0 0 4 57:196 38 22 2 14 1059:753

ევროპის ერთა თასი რედაქტირება

 
საქართველო — რუსეთი (2007 წლის 24 მარტი)
სეზონი დივიზიონი ადგილი თამაში მოგება ფრე წაგება ქულების სხვაობა ბონუს ქულები ქულები
2000 2 1 4 4 0 0 267:18 - 12
2000/2001 1 3 5 3 0 2 152:143 - 11
2001/2002 1 3 10 6 1 3 332:230 - 23
2003/2004 1 4 9 3 0 6 198:175 - 14
2004/2006 1 4 10 4 1 5 290:202 - 19
2006/2008 1 2 10 8 0 2 312:147 - 26
2008/2010 1 2 10 7 1 2 291:175 - 25
2010/2012 1A 4 10 5 0 5 212:257 5 25
2012/2014 1A 3 10 6 0 4 219:249 4 28
2014/2016 1A 3 10 6 0 4 231:234 3 27
ჯამი 88 52 3 33 2504:1830 12 210

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება