რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (რუს. Либерально-демократическая партия России; შემოკლებით — რლდპ (ЛДПР)) — რუსეთის ფედერაციაში ოფიციალურად დარეგისტრირებული ცენტრისტული იდეოლოგიის პარტია. არის 1989 წლის 13 დეკემბერს დაარსებული საბჭოთა კავშირის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის პირდაპირი მემკვიდრე. პარტიის ლიდერი დაარსებიდან გარდაცვალებამდე იყო ვლადიმერ ჟირინოვსკი.

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია
Либерально-демократическая партия России
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ხელმძღვანელობა
ლიდერი ალექსეი დიდენკო (მ.შ.)
ისტორია
დაფუძნდა 1989 (როგორც საბჭოთა კავშირის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია)
პოზიციები
იდეოლოგია პატრიოტიზმი
ანტიამერიკანიზმი
ევროსკეპტიციზმი
რუსული ნაციონალიზმი
ევრაზიიზმი
ცენტრიზმი[1][2]
ანტიკომუნიზმი
ეტატიზმი
შერეული ეკონომიკა[3][4]
წარმომადგენლობითობა
სახელმწიფო დუმა
64 / 450
I მოწვევა
51 / 450
II მოწვევა
17 / 450
III მოწვევა
36 / 450
IV მოწვევა
40 / 450
V მოწვევა
56 / 450
VI მოწვევა
39 / 450
VII მოწვევა
რუსეთის რეგიონალური პარლამენტები
213 / 3 980

მიუხედავად პარტიის სახელისა, სხვადასხვა ექსპერტების აზრით ჟირინოვსკის პარტია არ იცავს ლიბერალური დემოკრატიის თეზისებს. სოციალურ სფეროში პარტია მხარს უჭერს პატრიოტიზმის და ნაციონალიზმის იდეებს, ხოლო ეკონომიკურში — შერეულ ეკონომიკას. შექმნიდან დღემდე პარტია თავს ოპოზიციურად თვლის, თუმცა ზოგიერთი პოლიტოლოგი ამას საკამათოდ მიიჩნევს.[5][6][7]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება