რუსა II

ურარტუს მეფე

რუსა IIურარტუს მეფე. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 685 - ძვ. წ. 639 წწ.

რუსა II

რუსა II-ის ლურსმული წარწერა, რომელიც მიუძღვნა არხის გაყვანას, ზვართნოცი
ურარტუს მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 685
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 639
წინამორბედი: არგიშთი II
მემკვიდრე: სარდური III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ძვ. წ. VIII საუკუნე
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 639
შვილები: სარდური III
მამა: არგიშთი II

რუსა II , არგიშთი II-ის შვილი, ქვეყანას მართავდა მისი დაქვეითების პერიოდში. ბოლო წლებში განიცდიდნენ ასურელების შემოტევას, დაკარგეს მუსასირი და დასავლეთი ოლქები, რამაც ძლიერ დაასუსტა ურარტუს სამეფო. რუსა II-ის მამა, არგიშთი II, მამამისის, რუსა I-ის, წარუმატებელი ლაშქრობის შემდეგ იძულებული იყო ასურეთისთვის დაეთმო ურარტუს მნიშვნელოვანი ნაწილი და სავარაუდოდ, იხდიდა ხარკსაც. გარდა ამისა, კვლავ რჩებოდა კიმირიელებისა და სკვითების შემოსევის საფრთხე ამიერკავკასიაში.

მაგრამ რუსა II-ის ტახტზე ასვლიდან ოთხ წელიწადში, ძვ. წ. 681 წლისთვის, ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია გაუმჯობესდა. ასურეთი სამოქალაქო ომების ახალმა რაუნდა საგრძნობლად შეასუსტა. მიდია, რომელიც ამ პერიოდისათვის შედიოდა ასურეთის შემადგენლობაში, აქტიურად ცდილობდა თაი დაეღწია ასეურეთისათვის და გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა. ძვ. წ. 680 წელს ასურეთის მეფე სინახერიბი მოკლეს ხოლო მისი მკვლელი გაიქცა ქვეყნიდან და თავი შეაფარა ურარტუს.

ამ მოვლენაზე ასურეთის ყურადღების გადატანით ისარგებლა რუსა II-მ და ურარტუს დაუბრუნა დაკარგული დიდება. რუსა II-მ თავისი ყურადღება მიმართა რელიგიის გაძლიერებისაკენ, ვანის ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე ააშენა ქვეყნის უმაღლესი ღვთაების ხალდის საკულტო ქალაქი, რადგან მანამდელი საკულტო ქალაქი მუსასირი ძვ. წ. 714 წელს ასურეთის მეფემ სარგონ II-მ დაანგრია. გარდა ამისა, რუსა II-მ განახორციელა სამხედრო ლაშქრობები დასავლეთის მიმართულებით, ხელთ ჩაიგდო უამრავი ტყვე, რომლებიც გამოიყენა ქვეყანაში ციხესიმაგრეებისა და სხვა დიდი ნაგებობების მშენებლობისათვის.

რუსა II-მ ააშენა ქალაქები ბასტამი, აიანისი, თეიშებაინი და სხვ. ურარტუს სხვა ქალაქები აგებული იყო საზეიმო ცერემონიებისთვის, მაგრამ თეიშებაინის დაგეგმარებაში აშკარად შეიმჩნევა დამატებითი დაცვის სისტემა, რომელიც აგებულია კიმირიელების შემოსევებიდან თავდასაცავად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Меликишвили Г. А. Урартские клинообразные надписи. — Москва: Издательство АН СССР, 1960.
  • Zimansky P. Ecology and Empire: The Structure of the Urartian State. — Chicago: The Oriental Institute of the University of Chicago, 1985. — (Studies in ancient oriental civilizations). — ISBN 0-918986-41-9.