როსის ზღვა — განაპირა ღრმა ზღვა სამხრეთის ოკეანეში, ანტარქტიდის ორ რეგიონს, ვიქტორიას მიწასა და მერი ბერდის მიწას შორის. ფართობი შეადგენს 439 000 კმ²-ს, მაქსიმალური სიღრმე 2972 მეტრს. დასავლეთით ესაზღვრება როსის კუნძული, რომელზეც მდებარეობს აქტიური ვულკანი ერებუსი, აღმოსავლეთით — რუზველტის კუნძული. ნაპირები მთაგორიანია, შეჭრილ-შემოჭრილი. თითქმის მთელი წლის განმავლობაში დაფარულია მოდრეიფე ყინულებით, ბევრია აისბერგი. წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა —1°С-ზე დაბალია; ზაფხულში ტემპერატურა ზოგჯერ მატულობს 2°С-მდე. მარილიანობა 33,75-34,4 . დინებები ქმნიან წრებრუნვას საათის ისრის მიმართულებით. მოქცევა ნახევარდღეღამურია, სიმაღლე 1 მ-მდე. როსის ზღვაში ბინადრობს როსის სელაპი, უედელის სელაპი და ცხრაფეხაჭამია სელაპი, არის ვეშაპები. 1841 წელს აღმოაჩინა ჯეიმზ კლარკ როსმა. 1956 წელს როსის ნახევარკუნძულზე შეიქმნა აშშ-ის ანტარქტიდული ექსპედიციის ძირითადი ბაზა მაკ-მერდო, აქვე 1957 წელს შეიქმნა ახალი ზელანდიის ბაზა სკოტი, ჰალეტის კონცხზე აშშ-ისა და ახალი ზელანდიის სამეცნიერო სადგური ჰალეტი.

როსის ზღვა
როსის ზღვა
ზოგადი ინფორმაცია
ოკეანის აუზი სამხრეთის ოკეანე
ტიპი განაპირა ზღვა
ფართობი 439 000 კმ²
საშუალო სიღრმე 677 
უდიდესი სიღრმე 2972 
კუნძული როსის კუნძული
რუზველტის კუნძული
მარილიანობა 33,75-34,4 
მოქცევა ნახევარდღეღამური
სიმაღლე
როსის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე
როსის ზღვის მდებარეობა ანტარქტიდის რუკის ფონზე

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება