რომი შნაიდერი (დ. 23 სექტემბერი, 1938, ვენა, ავსტრია — გ. 29 მაისი, 1982, პარიზი, საფრანგეთი) — გერმანელ-ფრანგი მსახიობი, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია გერმანიასა და საფრანგეთში.

რომი შნაიდერი
დაბადების სახელი როზმარი მაგდალენა ალბახი-რეთი
დაბადების თარიღი 23 სექტემბერი, 1938
ვენა, ავსტრია
გარდაცვალების თარიღი 29 მაისი, 1982 (43 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) პარტნიორი - ალენ დელონი (1959-1963)
ჰარი მეიენი (1966–1975)
დანიელ ბიასინი (1975–1981)
რომი შნაიდერი

ბიოგრაფია რედაქტირება

რომის მამა- ავსტრიელი მსახიობი ვულფ ალბახი-რეთი. დედა - გერმანელი მსახიობი და მომღერალი მაგდა შნაიდერი. 1945 წელს რომის მშობლები განქორწინდნენ. რომისა და მისი ძმის მზრუნველობა მოიპოვა მაგდა შნაიდერმა.

მან კარიერა დაიწყო, როცა იყო 15 წლის. 1955-1957 წლებში ითამაშა მთავარი პერსონაჟი და განასახიერა ავსტრიის დედოფალი ელისაბედი ფილმში ″Sissi″.

რომი თამაშობდა უამრავ ფილმში და განასახიერებდა სხვადასხვა ხასიათის პერსონაჟებს. მათ შორის კარდინალური, რისთვისაც მიიღო ოქროს გლობუსი. იგი იყო ქალი, რომელმაც ერთდროულად მოაჯადოვა ავსტრიაც და საფრანგეთიც.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

 
ალენ დელონი და რომი შნაიდერი, ნიცა, 1968 წელი
 
რომი და თავისი ვაჟი დევიდი
 
Sissi
 
რომი შნაიდერის საფლავი, საფრანგეთი

1958 წელს ის შეხვდა ალენ დელონს. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და დაინიშნენ. რომი შნაიდერი საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია. 1963 წელს რომი და ალენი ერთმანეთს დაშორდნენ. 1958 წელს რომიმ და ალენმა ერთად ითამაშეს ფილმში კრისტინა. ხოლო მეორედ, დაშორების შემდეგ, 1968 წელს, ალენმა მას ისევ შესთავაზა, მიეღო მასთან ერთად მონაწილეობა ფილმში აუზი. მათი წყვილი აღიარებულია მშვენიერების, ახალგაზრდობისა და წარმატების სიმბოლოდ. რომი წერდა, რომ მისი ცხოვრება მთლიანად სამმა ადამიანმა შეცვალა, ესენი იყვნენ: ალენ დელონი, ლუკინო ვისკონტი და კოკო შანელი.

1966 წელს რომი მეორედ გათხოვდა და ცოლად მიჰყვება რეჟისორ ჰარი მეიენს. მათ შეეძინებათ ვაჟი დევიდი. მოგვიანებით რომი და ჰარი დაშორდნენ.

1975 წელს რომი მესამედ გათხოვდა და ცოლად მიჰყვება დანიელ ბიასინს, რომელთანაც შეეძინება ქალიშვილი სარა. რომისთვის მესამე ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა და 1981 წელს ისინი დაშორდნენ.

1981 წელს რომის ცხოვრებაში მოხდა დიდი ტრაგედია. მას დაეღუპა ვაჟიშვილი დევიდი, რომელიც იყო 14 წლის. შვილის სიკვდილის შემდეგ რომი დეპრესიაში ჩავარდა და ალკოჰოლს მიეძალა.

რომი შნაიდერი გარდაიცვალა 1982 წელს, 43 წლის ასაკში. ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ მან თავი მოიკლა, მაგრამ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ მას გული გაუსკდა. იგი დაკრძალულია პარიზში.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1954 დედოფლის ახალგაზრდული წლები Mädchenjahre einer Königin პრინცესა ვიქტორია/დედოფალი ვიქტორია
1954 ფოიერვერკი Feuerwerk ანა ობერჰოლზერი
1955 ჩემი პირველი სიყვარული Der letzte Mann ნიდი ჰოეველმანი
1955 მარში იმპერატორისთვის Die Deutschmeister სტანსი ჰუბნერი
1955 სისი Sissi სისი
1956 ფისუნია და დიდი სამყარო Kitty und die große Welt ქითი დუპონტი
1956 სისი – ახალგაზრდა იმპერატორი ქალი Sissi – Die junge Kaiserin სისი
1957 სისი - იმპერატორი ქალის საბედისწერო წლები Sissi – Schicksalsjahre einer Kaiserin სისი
1957 სიყვარული პარიზიდან Love from Paris ანა-კლერი ჯოვანი
1958 ევა Eva ნიკოლი
1958 სკამპოლო Scampolo სკამპოლო
1958 გოგონები უნიფორმაში Mädchen in Uniform მანუელა ვონ მეინჰარდისი
1958 კრისტინა Christine კრისტინა ვეირინგი
1959 კატია Katia კატია
1959 ანგელოზი დედამიწაზე Ein Engel auf Erden სტიუარდესა/ანგელოზი
1960 მეწამული შუადღე Purple Noon (Plein soleil) ფრედის მეგობარი
1961 ბოკაჩო 70 Boccaccio '70 პუპე
1962 ბრძოლა კუნძულზე Le Combat dans l'île ანა
1962 პროცესი The Trial ლენი
1962 გამარჯვებულები The Victors რეჯინი
1963 კარდინალი The Cardinal ანამარია ვონ ჰარტმანი
1964 კარგი მეზობელი სემი Good Neighbor Sam ჟანეტ ლაგერლოფი
1964 ჯოჯოხეთი L'Enfer ოდეტა
1965 სიყვარული ზღვაზე L'Amour à la mer ვარსკვლავი
1965 რა არის ახალი, ფისუნიავ? What's New Pussycat? კაროლ ვერნერი
1965 10:30 ზაფხული 10:30 P.M. Summer კლერი
1966 სამმაგი ჯვარი Triple Cross გრაფის ცოლი
1967 რომის პორტრეტული სახე Romy: Anatomy of a Face (Romy. Porträt eines Gesichts) დოკუმენტური ფილმი რომის შესახებ
1968 ოტლი Otley იმოგენი
1968 აუზი La Piscine მარიანა
1970 კალიფა La califfa ირენე კორსინი
1970 ცხოვრების წვრილმანები Les choses de la vie ელენა
1970 ჩემი საყვარელი ჩემი შვილი My Lover My Son ფრანჩესკა ანდერსენი
1970 ვინ? Qui ? მარინა
1971 ტროცკის მკვლელობა The Assassination of Trotsky გიტა სამუელსი
1971 მაქსი და მეთუნუქე Max et les Ferrailleurs ლილი
1972 სეზარი და როზალინა César et Rosalie როზალინა
1972 ლუდვიგი Ludwig ელისაბედ ბავარიელი
1973 მატარებელი Le Train ანა კუპფერი
1974 სიყვარული წვიმაში Un amour de pluie ელიზაბეტი
1974 ჯოჯოხეთური ტრიო Le Trio infernal პილომენა შმიდტი
1974 მთავარია - გიყვარდეს L'important c'est d'aimer ნადინე ჩევალიერი
1975 ძველი თოფი Le vieux fusil კლარა დანდიეუ
1975 უმანკო ბინძური ხელებით Les innocents aux mains sales ჯულია ვოლმსერი
1976 მადო Mado ელენა
1976 ქალი ფანჯარაში A Woman at Her Window (Une femme à sa fenêtre) მარგოთ სანტორინი
1977 ჯგუფის პორტრეტი ლედისთან Gruppenbild mit Dame ლენი გრუიტენი
1978 მარტივი ამბავი A Simple Story მარია
1979 სისხლიანი კავშირი Bloodline ელენა მარტინი
1980 სიკვდილი ღია ეთერში La Mort en direct კატერინა მორტენჰოე
1980 ბანკირი ლედი La Banquière ემა ესკჰერთი
1981 სიყვარულის მოჩვენება Fantasma d'amore ანა ბრიგატი ზიგჰი
1981 წინასწარი გამოძიების თანხლებით Garde à vue სანტალ მარტინაუდი
1982 გამვლელი სან-სუსიდან La Passante du Sans-Souci ელსა ვიენერი/ლინა ბაუმსტეინი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება