რომის სამშვიდობო შეთანხმება

რომის სამშვიდობო შეთანხმება — სამშვიდობო შეთანხმება 1992 წლის 4 ოქტომბერს, მოზამბიკის სამოქალაქო ომში მონაწილე მხარეებს, ფრელიმოსა (მთავრობა) და რენამოს (ამბოხებულები) შორის, ამით დასრულდა სამოქალაქო ომი. მოლაპარაკებები 1990 წლის ივლისის დასაწყისში დაიწყო. შუამავალთა ჯგუფში ოთხი წევრი შედიოდა: წმინდა ეგიდიოს საზოგადოების ორი წევრი, ანდრეა რიკარდი და მატეო ზუპი, ასევე ჯეიმი ჯონქოლვესი და იტალიის მთავრობის წარმომადგენელი მარიო რაფაელი. ფრელიმოს დელეგაციას არმანდო გებუზა (მოზამბიკის დღევანდელი პრეზიდენტი), ხოლო რენამოს დელეგაციას რაულ დომინგოსი ხელმძღვანელობდა. სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოზამბიკის იმდროინდელმა პრეზიდენტმა და ფრელიმოს ლიდერმა ჟოაკიმ ჩისანომ და რენამოს ლიდერმა ალფონსო დლაკამამ მოაწერა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Eric Morier-Genoud, "Sant’Egidio et la paix. Interviews de Don Matteo Zuppi & Ricardo Cannelli", _LFM. Social sciences & missions_, ნომ.13, ოქტომბერი 2003, გვ. 119–145
  • Pierre Anouilh, "Des pauvres a la paix. Aspects de l'action pacificatrice de Sant'Egidio au Mozambique", _LFM. Social sciences & missions_, ნომ.17, დეკემბერი 2005, ბვ. 11–40
  • Moises Venancio, “Mediation by the Roman Catholic Church in Mozambique 1988-1991”, In Stephen Chan & Vivienne Jabri (eds), _Mediation in Southern Africa_, Basingstoke : Macmillan, 1993, გვ. 142–58