რომის დაარსებათქმულება ქალაქი რომის დაარსების შესახებ, რომელიც რომაელთა მიერ ლეგენდებისა და მითების სახით გადაიცემოდა. ამ მითებიდან ყველაზე ნაცნობი და შესაძლოა ასევე ყველაზე ცნობილი რომაული მითი არის ამბავი რომულუსსა და რემუსის შესახებ. სხვა ცნობების მიხედვით რომაელები ტროას ომის გმირის ენეასის შთამომავლები არიან, რომელიც ომის შემდეგ იტალიაში გაიხიზნა და მისი ვაჟი ილუსიიულიუს კეისრის ოჯახის წინაპრად ითვლება.

მგელი, რომელმაც ჩვილი რომულუსი და რემუსი გამოკვება

ლეგენდები რედაქტირება

 
ენეოსი გარბის ალმოდებული ტროიდან

ყველაზე გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ტროას დაცემის შემდეგ გმირმა ენეოსმა და მისმა ახლობლებმა ბერძნებისგან თავი გაქცევით დააღწიეს. ისინი დასხდნენ გემზე და გასცურეს ბედის საძიებლად ეტრურიისკენ. იგი ჯერ მაკედონიაში გაჩერდა, შემდეგ სიცილიაში და ბოლოს დაბინავდა ლავრენტიუმში. მათ ჯერ კონფლიქტი მოუვიდად ადგილობრივ მეფე ლათინუსთან, შემდეგ კი ზოგი ვერსიით ენეოსმა დაამარცხა ლათინი და ისინი დანათესავდნენ, ხოლო სხვა ვერსიით კი ბრძოლის დაწყების წინ ლათინი წინ გამოვიდა და გამოჰკითხა ჩამოსულებს, თუ ვინ იყვნენ და საიდან, როდესაც შეიტყო მათი ამბავი, გადაწყვიტა დამეგობრება. მეგობრობის ნიშნათ კი მიათხოვა საკუთარი ქალიშვილი ენეოსს. ამის შემდეგ ტროადან წამოსულებმა დააარსეს ქალაქი, რომელსაც ენეოსის ცოლის პატივსაცემად ლავინიუმი დაარქვეს. მალე ენეოსს შეეძინა ვაჟი ასკანიუსი.

ლათინუსი მალე დაიღუპა რუტულების მეფე ტურნუსთან ბრძოლაში, რის შემდეგაც დამარცხებულმა რუტულება დახმარება ეტრუსკული ქალაქი ცერეს მეფეს სთხოვეს. ეტრუსკებს აღელვებდათ ახალი სახელმწიფოს შექმნა და მიიჩნევდნენ მას თავისი უსაფრთხოებისთვის სახიფათოდ, ამიტომ დათანხმდნენ კავშირზე. ენეოსმა კი ასეთი განსაცდელის წინაშე გააერთიანა თავისი ერი აბორიგენებთან და ორივე ერს უწოდა ლათინები. ლათინების და ეტრუსკების ბრძოლაში ლათინებმა გაიმარჯვეს, ხოლო ენეოსი დაიღუპა, იგი დაკრძალეს მდინარე ნუმიკთან და იუპიტერი გვარის დამწყები.

ენეოსის სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი ასკანიუსი ჯერ პატარა იყო. ლავინიუმს კი მისი დედა (ზოგი ვერსიით კი დედინაცვალი) ლავინია მართავდა. როდესაც გაიზარდა, ლავინიუსმა გადაწყვიტა დაეტოვებინა აყვავებული ლავინიუმი ლავინიასთვის და დააარსა ალბანეთის ქედის ძირში ქალაქი ალბა-ლონგა. ასკანიუსის სიკვდილის შემდეგ კი გამეფდა მისი ვაჟი სილვიუსი.

სილვიუსის შთამომავლები იყვნენ ალბა-ლონგას მეფე ნუმიტორი და მისი ძმა ამულიუსი. ამულიუსმა ხელში ჩაიგდო ძმის ტახტი და მისი ძმისშვილის, რეა სილვიას შვილების გაჩენის საფრთხე რომ აეცილებინა თავიდან, დანიშნა იგი ქალღმერთ ვესტას ქურუმად. თუმცა აღმოჩნდა, რომ რეა სილვია ორსულად იყო, რაც მიუღებელი იყო ვესტას ქურუმთა წესების მიხედვით, ამიტომ ქალი ყველასაგან მოშორებით დაამწყვდიეს.

ორსულობის გამჟღავნების შემდეგ, რეა სილვიამ ბავშვის მამად მარსი გამოაცხადა. ქურუმი რეა დაატყვევეს, მეფემ კი ახალშობილების მდინარეში გადაყრა ბრძანა. ადიდებული ტიბროსისის გამო მსახურმა ბავშვები მდინარის პირას დატოვა, სადაც, ლეგენდის თანახმად, ისინი ჯერ ძუ მგელმა იპოვა რძით გამოკვება, შემდეგ კი მწყემსმა ფაუსტულმა და თავის ცოლს ლარენციას გადასცა ისინი აღსაზრდელად.

რომულუსი და რემუსი ძლიერი და ლამაზი ბიჭები იზრდებოდნენ. მათ გარშემო იკრიბებოდნენ ახალგაზრდა მწყემსები და მონადირეები. ლუპერკალიუმის დღესასწაულზე ყაჩაღებმა მოიტაცეს რემუსი და ამულეუსთან მიიყვანეს და დაადანაშაულეს ნუმიტორის მიწებიდან საქონლის მოპარვაში. ამ ბრალდებით ისინი ნუმიტორს გაუგზავნეს დასასჯელად. ამ ვითარებაში ფაუსტულმა გაუმხილა რომულუსს მისი და რემუსის პოვნის ამბავი, იგი უკვე მანამდეც ეჭვობდა რომ ზრდის მეფის ჩამომავლებს.

რომულუსმა მოაწყო მეფე ამულეუსის მკვლელობა და ღიად შეება ნუმიტორს. ალბა–ლონგაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ძმებმა არ მოისურვეს ქალაქში დარჩენა და დამოუკიდებლად ქალაქის დაარსება განიზრახეს. ამ ნაბიჯისკენ მათ იმ ფაქტმაც უბიძგა, რომ მათ გარშემო შეკრებილ გაქცეულ მონებთან ქალაქის მოქალაქეებს ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდათ. ვერ მოასწრეს ძმებმა ქალაქის მშენებლობის დაწყება, როდესაც ადგილის არჩევის გამო წაიჩხუბეს. რომულუსმა პალატინის ბორცვი აარჩია, ხოლო რემუსს სურდა ქალაქის რემორიასთან დაარსება. ძმებმა გადაწყვიტეს ფრინველებზე მკითხაობით გადაეწყვიტათ ეს საკითხი, რომულუსის მხრიდან ექვსი ძერა გამოფრინდა ხოლო რემუსის მხრიდან ორჯერ მეტი. ზოგი ამბობს, რომ რომულუსმა მოიტყუა და რემუსი რომ მივიდა ფრინველები მხოლოდ მაშინ გამოფრინდნენ.

რემუსი ამის გამო განრისხდა და როდესაც რომულუსმა კედლის გარშემო თხრილის თხრა დაიწყო, რემუსი მას დასცინოდა და საქმეს უფუჭებდა. ერთხელაც გადაახტა თხრილს და მკვდარი დაეცა. ზოგი ამბობს რომ იგი რომულუსმა მოკლა, ხოლო სხვები ამბობენ, რომ რომულუსის მეგობარმა ცელერუსმა.

რემუსის დაკრძალვის შემდეგ რომულუსმა დაასრულა ქალაქის მშენებლობა. მან ერუტრიიდან მოიწვია ქურუმები ქალაქის საკურთხევლად. გავრცელებული აზრის მიხედვით რომი დაარსდა მაისის კალენდებამდე 11 დღით ადრე, მეექვსე ოლიმპიადიდან მესამე წელს (ძვ. წ. 753 წლის 21 აპრილი).

ზემოთ მოთხრობილი ლეგენდა რომაელ ისტორიკოსს ტიტუს ლივიუსს აქვს გადმოცემული. იგი წერს რომ ვინაიდან ეს მოვლენები ძალიან დიდი ხნით ადრე მოხდა, მას არ შეუძლია მათ სანდოობაზე საუბარი. მან მხოლოდ თავი მოუყარა გავრცელებულ ლეგენდას. პლუტარქე რომულუსის ბიოგრაფიაში წერს კიდევ სხვა ლეგენდებზეც. მათ საერთო ის აქვთ, რომ რომი ტროადან ჩამოსულმა ხალხმა, ან მათმა ჩამომავლებმა დააარსეს.

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით ტროადან ჩამოსულები შემთხვევით აღმოჩდნენ ლაციუმის ნაპირებთან. ქალები მგზავრობას ცუდად იტანდნენ, ამიტომ კაცების არყოფნაში ვინმე რომას შეგულიანებით გადაწვეს გემები. როდესაც კაცები დაბრუნდნენ, ჯერ განრისხდნენ, შემდეგ კი მოუწიათ ამ ადგილას დასახლება. ახალ ქალაქში ტროელებს საქმეები კარგად წაუვიდათ, და ამიტომ ქალაქს უწოდეს რომი, რომას პატივსაცემად.

სხვა ლეგენდით კი სახელი რომს დაარქვა რომამ, ენეასის ცოლმა. კიდევ ერთი ვერსიით რომი დააარსა რომანუსმა, ოდისევსის ვაჟმა.

რომულუსის წარმოშობაზეც ალტერნატიულ ვერსიას გვთავაზობს პლუტარქე, ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად რომულუსი ენეასის ვაჟი იყო და ის და რემუსი მცირეწლოვანები იყვნენ როდესაც იტალიაში მოხვდნენ. სხვა ლეგენდით კი რომულუსი რომას ვაჟია, ვინც გადაწვა გემები. პლუტარქეს კიდევ სხვა ვერსიებიც აქვს მოყვანილი, მაგრამ ეს ალბათ არაა რომის დაარსების შესახებ არსებული ლეგენდების სრული ჩამონათვალი.


თანამედროვე ისტორიკოსების მოსაზრებები რედაქტირება

თანამედროვე ისტორიკოსები ნდობის გარეშე უყურებენ რომის დაარსების შესახებ ლეგენდებს. ისინი ამ ლეგენდებს მხოლოდ ერთ რამეში ეთანხმებიან, ქალაქრ არ წამოშობილა სპონტანურად, ბუნებრივი დასახლების შედეგად. ამის ერთ-ერთი მიზეზი ცუდი ჰავაა. თეოდორ მომზენი მიიჩნევს რომ რომი თავის წარმოშობაში უნდა უმადლოდეს სტრატეგიულ განლაგებას. ტიბროსი იყო ლათინებისა და ეტრუსკებს შორის ბუნებრივი საზღვარი, და რომი, რომელით თავდაპირველად პალატინის ბორცვზე ციხესიმაგრეს წარმოადგენდა, ასრულებდა ავანპოსტის ფუნქციებს. იგი ასევე მდებარეობდა ლათინების სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე, რამაც უზრუნველყო მისი მნიშვნელობა ვაჭრობაში. კიდევ ერთი, იგი მოხერხებული პორტი იყო როგორც საზღვაო გემებისთვის, ასევე მდინარეზე მოცურავე ნავებისთვის. ამრიგად ვისაც არ უნდა დაეარსებინა რომი, იგი დააარსეს როგორც თავდაცვის და სავაჭრო პუნქტი.

მომზენის მიხედვით[1] რომის პირველი მოსახლეები სამი ტომის წარმომადგნლები იყვნენ, ორნი აქედან რამნები და ლუცერები ლათინური წარმოშვების იყვნენ, ხოლო ტიციები კი საბინები იყვნენ. ასეთი კავშირის სასარგებლოდ მეტყველებს ლეგენდა რომის დაარსების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ რომაელთა და საბინთა ომის[2] შედეგად საბინები გადმოსახლდნენ რომში და შეიქმნა სამი ტრიბი, ორი ლათინური მესამე კი საბინური. იმავეს ადასტურებს ლინგვისტური ანალიზიც, ლათინურ ენაში გაყოფა და ნაწილი არის tribuere (გასამება) და tribus (მესამედი).

მიუხედავად ცუდი ჰავისა რომმა საკმაოდ მოკლე ხანში მიაღწია ლაციუმში დომინირებას. ალბათ ეს იმიტომ მოხდა, რომ ლათინები უმეტესად მიწათმოქმედებით იყვნენ დაკავებული და გაუმაგრებელ დასახლებებში ცხოვრობდნენ, ხოლო ადრეული რომაელები კი გამაგრებული სავაჭრო ქალაქის მოქალაქეები გახდნენ. შესაძლოა ლეგენდა იმაშიც მართალია, რომ ქალაქში ბევრი თავგადასავლების მაძიებლები ჩამოდიოდნენ და სახლდებოდნენ. მომზენი რომაელებისა და დანარჩენი ლათინების ურთიერთდამოკიდებულებას ქალაქელებისა და სოფლელების დამოკიდებულებას ადარებს. ვაჭრობის ხარჯზე რომი სწრაფად მდიდრდებოდა და იზრდებოდა.

რომი თავდაპირველად, როგორც ავღნიშნეთ, პალატინის ბორცვზე აშენდა. მისი გალავანი ჯერ კიდევ ტაციტის დროს ჩანდა. პალატინზე იყო რომაელთა სიწმინდეები და იგი იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი. აქ იყო წმინდა ორმო, რომელშიც ახალი მოქალაქეები ინახავდნენ სანოვაგეს და ყრიდნენ თავისთვის ძვირფას მუჭა მიწას (რაც ასევე ეთანხ,ება ლეგენდას რომის დაარსების შესახებ).

პალატინის ბორცვის გარდა დასახლებული იყო კვირინალის ბორცვიც. უცნობია თუ რა კავშირები იყო ამ ორ დასახლებას შორის, მაგრამ ასეა თუ ისე, მოხდა მათი შერწყმა, თუმცა კვირინალზე არსებულ კულტებს საკუთარი ქურუმები ჰყავდათ და მათი რელიგიური კულტები არ შრწყმულა. ეს ალბათ მიუთითებს ამ ორი დასახლების მშვიდობიან შერწყმაზე.

რომის დაარსების თარიღის შესახებ რედაქტირება

ჯერ კიდევ რომაელები ცდილობდნენ დაედგინად რომის დაარსების თარიღი. მიიჩნეოდა რომ ეს მოხდა ძვ. წ. 758-ძვ. წ. 728 წლების ინტერვალში. რომაელმა ისტორიკოსმა მარკუს ტერენციუს ვარონმა ივარაუდა რომ ეს იყო ძვ. წ. 753 წელი. ოქტავიანე ავგუსტუსის ბრძანებით კი რომაული წელთაღრიცხვა (AVC)[3] სწორედ ამ წლიდან დაიწყო. ხოლო კაპიტოლიუმის ფასტებში ეწერა ძვ. წ. 752 წელი. მიუხედავად წლებში ასეთ უთანხმოებაზე, ყველა ვერსია თანხმდება რომ ეს მოხდა 21 აპრილს, ქალღმერთ პალესის დღესასწაულზე.

ლეგენდის თანახმად რომის დაარსება მოხდა ტროას დაცემიდან (ძვ. წ. 1182) 437 წლის შემდეგ, ამრიგად არა 753 წელს, არამედ ძვ. წ. 745 წელს. მარკუს ველეიუს პატერცულუსის თანახმად ეს მოხდა მზის დაბნელებამდე ცოტა ხნით ადრე. მოცემულ პერიოდში კი რომიდან ჩანდა მზის დაბნელება ძვ. წ. 745 წლის ივნისს. ვარონის დროს კი ალბათ კონსულთა სიაში ბევრი შეცდომები იყო, რადგან მის მიხედვით პირველი კონსულები 245 avc წელს იყვნენ არჩეულნი.

ანტიკური ავტორების თანახმად რომულუსი ჩაისახა ეგვიპტური თვის ქოიაქის 23 დღეს, მზის სრული დაბნელებისას. ეს მზის დაბნელება მოხდა ძვ. წ. 763 წლის 15 ივნისს და რომში იყო სულ 62% და დაიბადა ტროთის თვის 21 დღეს. იმ წელს ეს თვე 2 მარტს დაიწყო, ამრიგად რეა სილვიას ფეხმძიმობა 281 დღე გაგრძელდა და რომულუსი 23 მარტს დაიბადა. რომი კი დაარსდა ფარმუთის თვის 9 დღეს, ანუ 21 აპრილს.

როდესაც რომულუსმა რომის მშენებლობა დაიწყო, საბერძნეთში მზის დაბნელება მოხდა. ხოლო როდესაც იგი გაქრა, ლეგენდის თანახმად იგი 54 წლის იყო. მაშინ კი რომში სრული მზის დაბნელება იყო. ცნობილია რომ 93% მზის დაბნელება მოხდა ძვ. წ. 709 წლის 17 ივლისს (კვინტილიუსის ნონებში). პლუტარქეს თანახმად რომულუსი მეფობდა 37 წელი, ამრიგად ამ მზის დაბნელებით შეიძლება განისაზღვროს რომულუსის მეფობის წლები 745-709. ეს ეთანხმება კვინტუს ფაბიუს პიქტორის მოსაზრებას, რომელიც წერს რომ რომი დაარსდა მერვე ოლიმპიადის მეხუთე წელს, ანუ ძვ. წ. 747 წელს.[4]

არქეოლოგიური მასალები რედაქტირება

დებატები რომის დაარსების საკითხზე დღემდე არ წყდება. ზოგი მიიჩნევს ლეგენდარულ ამბებს სიმართლის გადმოცემად, ზოგი კი სკეპტიკურად უყურებს მას. არქეოლოგია საშუალებას გვაძლევს გავერკვიოთ თუ რა და როგორ მოხდა. პალატინის ბორცვის გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა უძველესი გალავანი, რომელიც ძვ. წ. VIII საუკუნის შუა პერიოდით თარიღდება. თუმცა არქეოლოგიური მონაცემების თანახმად პალატინზე ჯერ კიდეც ძვ. წ. IX საუკუნეში არსებობდა დასახლება.

იტალიელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს რეგია - ნუმა პომპილიუსის მიერ აშენებული სასახლე, დიდი საბანკეტო დარბაზით, რომელიც თარიღდება VIII საუკუნის მეორე ნახევრით.[5]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დასაზუსტებელია მომზენის მიერ გამოყენებული წყაროები. ტიტუს ლივიუსს რამნებზე ლუცერიებზე და ტიციებზე არაფერი არ უწერია.
  2. საბინებთან ომის და მათთან კავშირის შესახებ იხილეთ რომულუსის ბიოგრაფია.
  3. Ab Urbe Condita - ქალაქის დაარსსებიდან.
  4. გამოთვლები შესრულებულია Prof. E. J. Bickerman, 1980 და Prof. Aurél Ponori-Thewrewk ბუდაპეშტის პანეტარიუმის ყოფილი დირექტორის მიერ.
  5. გათხრებზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-12. ციტირების თარიღი: 2007-01-18.