რომაული არდადეგები

რომაული არდადეგები (ინგლ. Roman Holiday) — ამერიკელი რეჟისორის, უილიამ უაილერის რომანტიკული კომედია, რომელიც აღწერს ახალგაზრდა პრინცესის და ცინიკური ამერიკელი რეპორტიორის სიყვარულის ისტორიას. პირველი მნიშვნელოვანი როლი ოდრი ჰეპბერნისთვის, რომელმაც მას ოქროს გლობუსი და ოსკარი მოუტანა. 1999 წელს ფილმი შევიდა აშშ-ის კონგრესის ეროვნული ფილმების რეესტრში. 1981 წელს იტალიელებმა გადაიღეს კომედია „უზომოდ შეყვარებული“, მთავარ როლებში იყვნენ ადრიანო ჩელენტანო და ორნელა მუტი, ამ ფილმშიც მსგავსი სიუჟეტია: ავტობუსის მძღოლს შეუყვარდება პრინცესა.

„რომაული არდადეგები“
ჟანრი კომედია
რეჟისორი უილიამ უაილერი
პროდიუსერი უილიამ უაილერი
სცენარისტი დალტონ ტრამბო
როლებში ოდრი ჰეპბერნი
გრეგორი პეკი
ედი ალბერტი
კომპოზიტორი ჟორჟ ორიკი
ვიქტორ იანგი
ოპერატორი ანრი ალკანი
ფრანც პლანერი
გამოსვლის თარიღი 1953
ხანგრძლივობა 118 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $1,5 მილიონი [1]
შემოსავალი $12 000 000 [2]

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
 
ანა და ჯო ესპანურ კიბეზე

პრინცესა ანან უნდა მოინახულოს რამდენიმე ევროპული სახელმწიფო და მიაღწიოს დიპლომატიურ შეთანხმებებს. ერთ-ერთი ვიზიტით ის რომში იმყოფება. მისი ვიზიტები წუთებში არის გათვლილი. მეორე დღეს მან ჯერ ოფიციალური პირები უნდა გაიცნოს, შემდეგ უნდა მიიღოს სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. ეს მისთვის ძალიან დამღლელია, ამიტომ ექიმი ანას დამამშვიდებელს უკეთებს.

პრინცესას სურდა, რომ სასახლიდან გაპარულიყო და ასეც მოიქცა, ის ღამით მალულად გავიდა და რომის ქუჩებში ღამით მარტო დასეირნობდა. მასზე ექიმის წამალმა გვიან იმოქმედა და მას ქუჩაში დაეძინა. ამერიკელი რეპორტიორი ჯო ბრედლი შუაღამისას კლუბში მეგობრებთან კარტს თამაშობდა. სახლის მიმავალ გზაზე მან პრინცესა ანა ქუჩაში დაინახა, თუმცა მან არ იცოდა, რომ ის პრინცესა იყო. ჯომ ანა ტაქსით საკუთარ სახლში წაიყვანა.

ჯოს, მეორე დღეს, ინტერვიუ აქვს ჩასაწერი პრინცესა ანასთან, თუმცა მას გვიან გაეღვიძება. სამსახურში ის თავისი უფროსისგან მისტერ ხენესისგან იგებს, რომ პრინცესა მოულოდნელად ავად გახდა და პრესკონფერენცია გადაიდო. ჯომ ნახა პრინცესას სურათი და მიხვდა, რომ გუშინ ღამით სწორედ პრინცესა მიიყვანა საკუთარ სახლში. ჯო თავის შეფს დიდი ფულის სანაცვლოდ დაპირდა, რომ ექსკლუზიურ ინტერვიუს აიღებდა პრინცესასგან. ჯომ დასახმარებლად თავის მეგობარს ირვინ რადოვიჩს დაურეკა. ირვინი ფოტოგრაფი იყო და მას ანასთვის ფოტოები უნდა გადაეღო.

დილით ანამ ჯოს ცოტაოდენი ფული გამოართვა და ერთმანეთს დაშორდნენ. პრინცესა პარიკმახერთან წავიდა და თმა მოკლედ შეიჭრა. ჯო ანას უკან გაჰყვა და ვითომ შემთხვევით ისინი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. მათ დღის დარჩენილი ნაწილი ერთად გაატარეს, სეირნობდნენ ქალაქის ქუჩებში, იყვნენ კაფეში, იქ მოწია პირველად ანამ სიგარეტი, იმოგზაურეს ქალაქში სკუტერით. ჯოს მეგობარმა ირვინმა მათ ფოტოები გადაუღო. შემდეგ ისინი პოლიციამ დააპატიმრა, თუმცა ჯომ თქვა,რომ ახალდაქორწინებულები იყვნენ და ისინი გამოუშვეს.

ღამით ანა და ჯო საცეკვაოდ წავიდნენ. იქ პრინცესას უშიშროების აგენტებმა მიაგნეს. ჯოს ანას გაშვება არ უნდოდა და ისინი ერთად წყალში გადახტნენ. სანაპიროზე გავიდნენ და შემდეგ ისევ ჯოს ბინაში დაბრუნდნენ. გვიან ღამით ჯომ ანა საელჩოს ჭიშკრამდე მანქანით მიიყვანა.

პრინცესას ყველა ვიზიტი მომდევნო დღეს გაიმართა. მას დილით ჰქონდა შეხვედრა ჟურნალისტებთან, სადაც კიდევ ერთხელ ნახა ჯო. ირვინმა კი სამახსოვროდ მას სურათები აჩუქა, რომელებიც წინა დღით გადაიღო. ისინი ერთმანეთს ამ პრესკონფერენციის შემდეგ დაემშვიდობნენ.

როლებში რედაქტირება

 
ანა და ჯო სკუტერზე
 
ანა, ჯო და ირვინი

გადაღება რედაქტირება

თავდაპირველად ეს ფილმი უნდა გადაეღო ფრენკ კამპას, ხოლო მთავარი როლები უნდა შეესრულებინათ კერი გრანტს და ელიზაბეთ ტეილორს. უილიამ უაილერმა ანას როლზე ჯინ სიმონსი მიიწვია თუმცა მაშინ არ დაიწყო ფილმის გადაღებები.

სცენარისტი დალტონ ტრამბო პოლიტიკური დევნის გამო ინკოგნიტოდ მუშაობდა, მან ამ ფილმის სცენარისთვის ოსკარი სიკვდილის შემდეგ, 1993 წელს მიიღო.

ჯილდოები და ნომინაციები რედაქტირება

ჯილდოები რედაქტირება

ოსკარი

სხვა ჯილდოები

ნომინაციები რედაქტირება

ოსკარი

BAFTA

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება