რომან მსტისლავის ძე

რომან მსტისლავის ძე (დაბ. დაახ. 1150 წ. - გ. 1205 წ.) – ნოვგოროდისა (1168-1169 წწ.) და ვლადიმირ-ვოლინის (1170-1205 წწ.) მთავარი, 1199 წლიდან ერთდროულად გალიჩის მთავარიც. კიევის დიდი მთავრის მსტისლავ იზიასლავის ძისა და პოლონეთის მეფის ბოლესლავ პირმრუდის ქალიშვილის აგნეშკას ვაჟი. მთავრის ხელისუფლების გასაძლიერებლად ებრძოდა ბოიარებსა და ეკლესიას. პოლონეთში გავლენის განსამტკიცებლად ადგილობრივ მთავართა ბრძოლაში ჩაერია, მაგრამ 1205 წელს მოკლეს.

რომან მსტისლავის ძე

ბიბლიოგრაფია რედაქტირება