რომან აბრამოვიჩი (დ. 24 ოქტომბერი 1966, სარატოვი, რსფსრ) — რუსი მეწარმე. 2000-2008 წლებში იყო ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგის გუბერნატორი.[1] 2008 წლის 12 ოქტომბრიდან ჩუკოტკის დუმის დეპუტატი. 2008 წლის 22 ოქტომბრიდანჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგის დუმის თავმჯდომარე.

რომან აბრამოვიჩი
რომან აბრამოვიჩი
ჩუკოტკის გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 დეკემბერი 2000 – 3 ივლისი 2008
წინამორბედიალექსანდრე ნაზაროვი
მემკვიდრერომან კოპინი

წინამორბედიკენ ბეიტსი

დაბადებული24 ოქტომბერი, 1966 (1966-10-24) (57 წლის)
სარატოვი, რსფსრ
ეროვნებარუსი

რომან აბრამოვიჩი დაიბადა 1966 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ სარატოვში, ებრაულ ოჯახში. რომან აბრამოვიჩს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. დედა — ირინა ვასილიევის ასული (ქალიშვილობაში მიხაილენკო) 18 თვის ასაკში სეფსისის შედაგად გარდაეცვალა, ხოლო მამა — არონი (არკადი) ნახიმოვის ძე აბრამოვიჩი (დ. 1937−გ.1969) ოთხი წლის რომანს მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაეღუპა. ბავშვის აღზრდა დროებით ბიძამ, ლეიბ აბრამოვიჩმა ითავა. 8 წლიდან კი მოსკოვში მეორე ბიძასთან იზრდებოდა.

რომან აბრამოვიჩის კარიერა 1987 წელს მოსკოვის პატარა სამშენებლო საწარმოში მექანიკოსობიდან დაიწყო. აქტუალურ კომერციულ საქმიანობას 1990-იან წლებში შეუდგა, ე. წ. „პერესტროიკის“ დროს მომხდარი ცვლილებებით და რეფორმებით ისარგებლა და წვრილ-წვრილი კერძო საწარმოები, კოპერატივები შექმნა. თავდაპირველად პოლიმერული სათამაშოების მწარმოებელ კოპერატივს ხელმძღვანელობდა. საბჭოთა კავშირის დაშლისა და ეკონომიკის მასიურ ლიბერალიზაციასთან ერთად საბირჟო საქმიანობით დაინტერესდა. ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ადგილობრივი მწარმოებლებისგან ნავთობს ყიდულობდა, შემდეგ კი საექსპორტო ლიცენზიით უცხოეთში ყიდდა. 2008 წლის „Forbes“-ის მონაცემებით, წარმოშობით ებრაელი, რუსი მილიარდერი 23, 5 მილიარდი დოლარით მე-15 ადგილზე იმყოფება.[2]

სქოლიო რედაქტირება