რომანოვული ცხვარი

ცხვრის უხეშმატყლიანი ჯიში

რომანოვული ცხვარი — საქურქე მიმართულების უხეშმატყლიანი ჯიში. გამოიყვანეს იაროსლავლის გუბერნიის ვოლგისპირა რაიონების გლეხებმა XVIII–XIX საუკუნეებში საქურქე თვისებების მხრივ საუკეთესო ადგილობრივი ჩრდილო მოკლეკუდიანი ცხვრების გადარჩევისა და შერჩევის გზით. სახელწოდება მიიღო იმ ადგილის — რომანოვ-ბორისოგლებსკის მაზრის მიხედვით (ახლანდელი ტუტაევის რაიონი, იაროსლავლის ოლქი), სადაც პირველად გავრცელდა. რომანოვული ცხვარი იძლევა მსოფლიოში საუკეთესო საქურქე ტყავს, განსაკუთრებით ძვირფასია 6-8 თვის ბატკნის ტყავი.

რომანოვული ცხვარი

ლიტერატურა რედაქტირება