როკე ლუის სანტა კრუს კანტერო (ესპ. Roque Luis Santa Cruz Cantero, დ. 16 აგვისტო 1981, ასუნსიონი, პარაგვაი) — პარაგვაელი ფეხბურთელი. საფეხბურთო კლუბ „ოლიმპიას“ თავდამსხმელი. 2002, 2006 და 2010 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე პარაგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. საყოველთაოდ აღიარებულია პარაგვაის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.[1]

როკე სანტა კრუსი
როკე სანტა კრუსი მალაგას ვარჯიშზე 2012 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
როკე ლუის სანტა კრუს კანტერო
დაბადების
თარიღი
16 აგვისტო, 1981 (1981-08-16) (42 წლის)
დაბადების
ადგილი
ასუნსიონი, პარაგვაი
სიმაღლე 191 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ოლიმპია
ნომერი 24
ახალგაზრდული კარიერა
1990–1997 ოლიმპია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1997–1999 ოლიმპია 24 (13)
1999–2007 ბაიერნი მიუნხენი 155 (31)
2005–2006 ბაიერნი მიუნხენი II 6 (2)
2007–2009 ბლეკბერნ როვერსი 57 (23)
2009–2013 მანჩესტერ სიტი 20 (3)
2011   ბლეკბერნ როვერსი 9 (0)
2011–2012   რეალ ბეტისი 33 (7)
2012–2013   მალაგა 31 (8)
2013–2014 მალაგა 43 (9)
2015– კრუს ასული 10 (4)
2015–2016   მალაგა 17 (2)
2016– ოლიმპია 148 (66)
ეროვნული ნაკრები
1999 პარაგვაი 20-წლამდე 13 (6)
2000 პარაგვაი 23-წლამდე 4 (2)
1999–2016 პარაგვაი 112 (32)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 მაისი, 2021
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 ნოემბერი, 2016

საკლუბო კარიერა რედაქტირება

საკლუბო კარიერის განმავლობაში იცავდა პარაგვაული, გერმანული, ინგლისური, ესპანური და მექსიკური საფეხბურთო კლუბების ღირსებას. მათ შორის ყველაზე დიდ წარმატებას ასუნსიონის „ოლიმპიას“ და მიუნხენის „ბაიერნის“ რიგებში გამოსვლისას მიაღწია. ასუნსიონის „ოლიმპიას“ შემადგენლობაში რვაჯერ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა. მიუნხენის „ბაიერნის“ რიგებში კი ხუთჯერ გერმანიის ჩემპიონი, ოთხჯერ გერმანიის თასის მფლობელი, ორჯერ გერმანიის ლიგის თასის მფლობელი და თითოჯერ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი გახდა.

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

როკე სანტა კრუსი პარაგვაის 20 და 23-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი იყო. პარაგვაის ეროვნულ ნაკრებში პირველად 1999 წლის 28 აპრილს, მექსიკის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი პედრო-ხუან-კაბალიეროში, „ესტადიო რიო პარაპიტიზე“ გაიმართა და პარაგვაელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა.[2]

ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 2016 წლის 10 ნოემბერს, პერუს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ასუნსიონში, „ესტადიო დეფენსორეს დელ ჩაკოზე“ გაიმართა და პერუელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4–1 დასრულდა.[3]

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

ოლიმპია ასუნსიონი
  • პარაგვაის პრიმერა დივიზიონი: 1997, 1998, 1999, 2018 აპერტურა, 2018 კლაუსურა, 2019 აპერტურა, 2019 კლაუსურა, 2020 კლაუსურა
ბაიერნი მიუნხენი

სანაკრებო რედაქტირება

პარაგვაი

ინდივიდუალური რედაქტირება

  • ბლეკბერნ როვერსის სეზონის მოთამაშე: 2007–08
  • პარაგვაის წლის ფეხბურთელი: 1999, 2018
  • პრემიერლიგის თვის მოთამაშე: დეკემბერი 2007
  • პარაგვაის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 2017

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სოციალური ქსელები
Facebook · Twitter
თემატური საიტები
AFS · AS.com · BDFA · CUP2002.RU · Eurosport · FBref.com დაარქივებული 2021-06-24 საიტზე Wayback Machine. · FootballDatabase.eu · Fussballdaten.de · National Football Teams.com · Olympedia · Soccerbase · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net

სქოლიო რედაქტირება

  1. Roque Santa Cruz, primer goleador guaraní. Bundesliga. ციტირების თარიღი: 16 ივნისი, 2021.
  2. Paraguay 2–1 Mexico, 28 April 1999. AFS. ციტირების თარიღი: 16 ივნისი, 2021.
  3. Paraguay 1–4 Peru, 10 November 2016. AFS. ციტირების თარიღი: 16 ივნისი, 2021.