როზენკროიცერები (აგრეთვე ცნობილი როგორც „ვარდისა და ჯვრის საძმო“ ან „ვარდისა და ჯვრის ორდენი“)ფილოსოფიური მიმდინარეობის საიდუმლო საზოგადოება, რომელიც, სავარაუდოდ, დაარსდა გვიანდელ შუა საუკუნეებში კრისტიან როზენკროიცერის მიერ. საზოგადოება იცნობს სწავლებას, „აგებულს ძველ ეზოთერულ ჭეშმარიტებაზე“, რომელიც „დაფარულია ჩვეულებრივი ადამიანისგან, უზრუნველყოფს ბუნების შემეცნებას, ფიზიკურ სამყაროსა და სულიერ სამეფოს“[1].

ვარდისა და ჯვრის ტაძარი

1607 და 1616 წლებს შორის გამოქვეყნდა ორი ანონუმური მანიფესტი, რომელიც დასაწყისისთვის გერმანიაში გავრცელდა, შემდეგ კი — მთელ ევროპაში. პირველ მათგანს ერქვა „Fama Fraternitatis RC“ (დიდება RC-ის საძმოს), ხოლო მეორეს — Confessio Fraternitatis (RC-ის საძმოს მრწამსი). ამ ორი დოკუმენტის გავლენამ საფუძველი აღუძრა მოძრაობის ჩამოყალიბებას, რომელსაც ფრანსეს ეიტსმა „როზენკროიცული განმანათლებლობა“ უწოდა[2].

როზეკროიცერობას უკავშირებდნენ პროტესტანტიზმს, ნაწილობრივ, ლუთერანიზმს და აგრეთვე მოძრაობას, რომელიც დაპირისპირებული იყო კათოლიციზმთან[3]. ისტორიკოს დავიდ სტივენსონის მიხედვით, როზეკროიცერებმა დიდი გავლენა იქონიეს შოტლანდიაში თავისუფალი მასონების განვითარებაზე[3].

ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, რამდენიმე ეზოთერული საზოგადოება ამტკიცებდა, რომ მათ, მთლიანად ან ნაწილობრივ, მიიღეს პირვანდელი როზენკროიცერების დოქტრინა. აგრეთვე, ბევრი თანამედროვე საზოგადოება ჩამოყალიბდა როზენკროიცერების ორდენისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად.

ისტორია რედაქტირება

მანიფესტი „Fama Fraternitatis“ აღწერს ლეგენდას გერმანელ სწავლულისა და ფილოსოფოს-მისტიკოსის შესახებ, რომელიც მოხსენიებული იყო, როგორც „ძმა C.R.C“ (მოგვიანებით, მესამე მანიფესტში მისი სახელი გაიშიფრა, როგორც კრისტიან როზენკროიცერი ან „ვარდი-ჯვარი“). 1378 წელი მოხსენიებულია წლად, როდესაც დაიბადა „ჩვენი მამა კრისტიანი“. დოკუმენტში აგრეთვე ასახულია მტკიცება, რომ მან იცხოვრა 106 წელი. შუა აღმოსავლეთში ბევრ ოსტატთან სწავლისა და, სავარაუდოდ, სუფიზმის მიდევნების შემდეგ, მას არ შეეძლო, გაევრცელებინა ცოდნა, რომელიც მან მიიღო. მიუხედავად ამისა, კრისტიანმა მოკრიბა პატარა წრე თავისი მეგობრებისა და დააარსა ვარდისა და ჯვრის საძმო (დაახლოებით, 1407 წელს), რომლის მთავარი მიზანიც იყო ღვთიური სიბრძნისთვის მიღწევა, ბუნების საიდუმლოებათათვის ფარდის ახდა და ხალხის დახმარება[4].

როზენკროიცერის სიცოცხლის განმავლობაში, როგორც ნათქვამია, არ შედგებოდა რვა ადამიანზე მეტით. ყოველი მათგანი იყო დოქტორი ან ბაკალავრი. ყოველმა წევრმა დაიფიცა, რომ ავადმყოფებს უმკურნალებდნენ საზღაურის გარეშე, შეინახავდნენ საძმოს საიდუმლოდ და იპოვიდნენ თავიანთ შემცვლელელბს, სანამ ისინი მოკვდებოდნენ. ასეთი სულ სამი თაობა იყო 1500 და 1600 წლებში[5].

რეაქცია რედაქტირება

მანიფესტები თავიდან ბევრმა არ მიიღო. ისინი შეაფასეს, როგორც ტყუილად და ალეგორიულად. მანიფესტებში პირდაპირ იყო ნათქვამი: „ჩვენ თქვენ გესაუბრებით იგავებით, მაგრამ შეგნებულად გვსურს, წარმოგიდგინოთ სიმართლე, უბრალო და მარტივი აღწერილობა, რომელშიც არანაირი მზაკვრობა არ იმალება, შემეცნება, გაცხადება და ყოველი საიდუმლოს ცოდნა“[6].

პირველი როზენროიცული მანიფესტი დაწერილი იყო ფილოსოფოს-ჰერმეტიკოსის, ჰაინრიხ კუნრათ ჰამბურგელის ნაშრომის, „Amphitheatrum Sapientiae Aeternae“ (1609) გავლენით, რომელზეც, თავის მხრივ, გავლენა იქონია ჯონ დიმ, „Monas Hieroglyphica-ის“ ავტორი (იხილეთ ინგლისურად: Monas Hieroglyphica).

როზენკროიცერების განმანათლებლობა რედაქტირება

XVII საუკუნის დასაწყისში მანიფესტებმა ევროპაში აღელვება გამოიწვია, რამდენადაც, მანიფესტების თანახმად, არსებობდნენ ალქიმიკოსების საიდუმლო საძმო და ბრძენთა ჯგუფი, რომლებიც ემზადებოდნენ ევროპის ხელოვნების, მეცნიერების, რელიგიისა და ინტელექტუალური სფეროს გარდაქმნისთვის. იმ დროისთვის, კონტინენტი პოლიტიკურმა და რელიგიურმა ომებმა გახლიჩა. როზენკროიცერების მანიფესტებბი რამდენიმეჯერ გადაკეთდა და გამოიცა, ამას კი მოჰყვებოდა სხვადასხვა საპასუხო მომხრე თუ მოწინააღმდეგე ბროშურის გამოცემა. 1614 და 1620 წლებში, დაახლოებით, 400 ხელნაწერი და წიგნი გამოიცა, რომლებშიც განხილული იყო როზენკროიცერების მანიფესტები.

ე.წ. „როზენკროიცერულმა ფორურმა“ პიკს მიაღწია, როდესაც 1622 წელს ორი მისტიკური პლაკატი გამოჩნდა პარიზის კედლებზე ერთმანეთისგან. პირველი მათგანი ამბობდა: „ჩვენ, წარმომადგენლები ვარდისა და ჯვრის უმაღლესი კოლეგიისა, ნამდვილად ვიმყოფებით, ხილულად და უხილავად, ამ ქალაქში (...)“. მეორე მათგანი კი მთავრდებოდა სიტყვებით: „ფიქრები, მაძიებლის ჭეშმარიტ სურვილთან ერთად, მიგვიყვანს ჩვენ მასთან, ხოლო მას ჩვენთან“[7].

სქოლიო რედაქტირება

  1. Lindgren, Carl Edwin, The way of the Rose Cross; A Historical Perception, 1614–1620 დაარქივებული 2012-11-08 საიტზე Wayback Machine. . Journal of Religion and Psychical Research, Volume18, Number 3:141-48. 1995
  2. Yates, Frances A., The Rosicrucian Enlightenment, London, 1972
  3. 3.0 3.1 Review of The Origins of the Freemasonry: Scotland's Century 1590–1710. Contra Mundum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივლისი 2008. ციტირების თარიღი: 1 December 2009.
  4. Mike Jay. Lusus serius: The Rosicrucian manifestos and the 'serious joke'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-13. ციტირების თარიღი: 2014-03-03.
  5. Gorceix, Bernard (1970), La Bible des Rose-Croix, Paris: a work of reference, containing translations of the three Rosicrucian Manifestos, recommended in Accès de l'Ésoterisme Occidental (1986, 1996) by Antoine Faivre (École Pratique des Hautes Études, Sorbonne)
  6. Rosicrucian Order. The Daily Bell.[მკვდარი ბმული]
  7. Sédir in Les Rose-Croix, Paris (1972), p.65-66