როდიონოვკა, ყოფილი ფარავანისოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (ტამბოვკის თემი). მდებარეობს ფარავნის ტბის ნაპირას, ზღვის დონიდან 2100 მეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.

სოფელი
როდიონოვკა

სოფლის ხედი სამხრეთიდან, უკან მარჯვნივ ჩანს ჭიქიანის მთა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი ტამბოვკა
კოორდინატები 41°27′12″ ჩ. გ. 43°51′03″ ა. გ. / 41.45333° ჩ. გ. 43.85083° ა. გ. / 41.45333; 43.85083
ადრეული სახელები ფარავანი
ცენტრის სიმაღლე 2100
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 277[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები (98,2 %), ქართველები (1,8 %)
სასაათო სარტყელი UTC+4
როდიონოვკა — საქართველო
როდიონოვკა
როდიონოვკა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
როდიონოვკა
როდიონოვკა — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
როდიონოვკა

ისტორია რედაქტირება

ფარავნის ტბის გარშემო ისტორიულად საკმაოდ მჭიდრო დასახლება ჩანს. აქ გადიოდა ძველი გზა, რომელიც კვეთდა თრიალეთსა და ჯავახეთს. ცენტრი ამ არეალისა სოფელი თავფარავანი (იგივე ფარავანი) უნდა ყოფილიყო.

ამჟამინდელი დასახლება 1840-იან წლებში გააშენეს რუსეთიდან გადმოსახლებულმა დუხობორებმა, რომლებმაც მას უწოდეს როდიონოვკა[2]

დემოგრაფია რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 308[3]
2014 277[1]  

ისტორიული ძეგლები რედაქტირება

 
ფარავნის ეკლესია

სოფლის ცენტრში მდებარეობს დიდი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია, ნაგები სუფთად გათლილი გრძელი კვადრებით. ეკლესია X-XI საუკუნეებს განეკუთვნება.

ეკლესიას გააჩნია ორნამენტები კარის არქიტავრზე. ორნამენტებია შემონახული თავდაპირველი სახის კარნიზებისა და სარკმელების არქივოლტებზეც. ეკლესიას გააჩნია წარწერები. ერთი მათგანი იკითხება შემდეგნაირად: „ქრისტე შეიწყალე პავლე“.

როდიონოვკაში არის მეორე ეკლესიაც, შედარებით მცირე ზომისა. მისი სახურავი და კედლები დაზიანებულია. იქვე მდებარეობს გვიანი შუა საუკუნეების ქარვასლა, რომლისათვისაც ქვა შემოუცლიათ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბერიძე მ., ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ. 335-404.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. ხუციშვილი ლ., პაპუაშვილი ნ., დუხობორები // „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 276, ISBN 978-9941-0-0902-0.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.