რობერტ იულიუს მაიერი

რობერტ მაიერი (დ. 25 ნოემბერი, 1814, ჰელბორნი — გ. 20 მარტი, 1878) — გერმანელი ექიმი და ფიზიკოსი.

რობერტ იულიუს მაიერი
გერმ. Julius Robert von Mayer
დაბ. თარიღი 25 ნოემბერი, 1814(1814-11-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი ჰაილბრონი[7]
გარდ. თარიღი 20 მარტი, 1878(1878-03-20)[1] [2] [3] [4] [5] [8](63 წლის)
გარდ. ადგილი ჰაილბრონი[7]
დასაფლავებულია Alter Friedhof
მოქალაქეობა ვიურტემბერგის სამეფო
საქმიანობა ფიზიკოსი და ექიმი
ალმა-მატერი ტიუბინგენის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის დოქტორი
ჯილდოები კოპლის მედალი[9] და პონსელეს პრემია

ბიოგრაფია რედაქტირება

რობერტ მაიერი დაიბადა 1814 წელს გერმანიის ქალაქ ჰელბორნში, აფთიაქარის ოჯახში.რობერტის მამა თავისუფალ დროს ფიზიკასა და ქიმიას ეუფლებოდა. მან რობერტსაც შეაყვარა ბავშვობიდანვე ეს დარგები.

რობერტ მაიერმა პირველდაწყებითი განათლება მიიღო მშობლიურ ქალაქში, შემდეგ დედის დაჟინებით მას დაამთავრებინეს სასულიერო სემინარია. მიუხედავად ამისა, რობერტმა მაინც მეცნიერების შესწავლის სურვილი განაცხადა და 1832 წელს შევიდა ტიუბინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. მაიერის სტუდენტობისას ამ უნივერსიტეტში ფიზიკის კათედრა არ ფუნქციონირებდა დაა ამიტომ მან სტუდენტობის პერიოდში კარგად მხოლოდ ქიმია შეისწავლა. რობერტმა დაამთავრა უნივერსიტეტი და მიიღო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1838–1840 წლებში მაიერი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ერთხანს ჰააგაში მუშაობდა, შემდეგპარიზში გაემგზავრა და მხოლოდ მედიცინაში ოსტატდებოდა. 1840 წელს გემის ექიმად მოერწყო და კუნძულ იავაზე გაემგზავრა. ეს მოგზაურობა დაედო საფუძვლად მაიერის დიდ ფიზიკოსად ჩამოყალიბებას.

რობერტ მაიერმა მოხუცი შტურმანისაგან შეიტყო, რომ ძლიერი ქარიშხლის შემდეგ ზღვის წყალი უფრო თბილია, ვიდრე ქარიშხლის დაწყებამდე.ამ ცნობის მიღების შემდეგ მან მოსვენება დაკარგა, დღედაღამ ან კითხულობდა ან ამ საქმეზე ფიქრობდა.

აღნიშნული მოგზაურობისას ტროპიკებიდან ახლოს მდებარე გემზე გაჩნდა ფილტვების დაავადების ეპიდემია. მაიერს რამდენიმე მოგზაურის სისხლი უნდა გამოეშვა. ამ მიზნით ჩვეულებრივ მეორეხარისხოვანი ვენები იხსნება. ვენების გახსნისას გამოსული სისხლი იმდენად ღია და მკვეთრი ფერისა იყო, რომ მაიერი დაეჭვდა, რომ არტერიის სისხლი ხომ არ გამოვუშვიო. მაგრამ ორი თვის შემდეგ იავაზე დაბრუნებისას იგი იძულებული იყო ამავე მეზღვაურისთვის კიდევ ერთხელ აეღო სისხლი და მისი განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მეზღვაურის სისხლი ჩვეულებრივი ფერისა იყო. ამ საკითხზე ფიქრის შემდეგ მაიერმა დაადგინა, რომ ცხელ სარტყელში სხეულის ნორმალური ტემპერატურისას ორგანიზმში უნდა დაიჟანგოს უფრო ნაკლები საკვები პროდუქტი, ვიდრე ცივ ქვეყნებში, ამის შემდეგ მაიერმა დაადგინა, რომ ორგანიზმის მიერ მუშაობის შესრულების დროს მასში დახარჯული პროდუქტების რაოდენობა პროპორციულია შესრულების მუშაობისა. 1840 წელს მაიერი წერდა: „მე ვასკვნი რომ სითბო და მუშაობა ერთი და იმავე გზით შეიძლება მივიღოთ, სახელდობრ ქიმიური რეაქციის ხარჯზე, ე. ი. შეიძლება სითბო და მექანიკური მუშაობა ერთიმეორედ გარდაიქმნას“. ეს დასკვნა იყო პირველი ნაბიჯი ენერგიის მუდმივობისა და გარდაქმნის კანონის ჩამოყალიბებისაკენ.

1845 წელს მაიერმა დაწერა კაპიტალური შრომა „ორგანული მოძრაობა ნივთიერების ცვლასთან კავშირში“, შემდეგ კი „შენიშვნები მექანიკური ეკვივალენტის შესახებ“.

1867 წელს მაიერის შრომები მთლიანად გამოიცა და საყოველთაო აღიარება მოიპოვა.

რობერტ მაიერი გარდაიცვალა 1878 წელს. მას მე–20 საუკუნეში ქ. შტუტგარტში ძეგლი დაუდგეს.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Who Named It?
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  7. 7.0 7.1 7.2 www.accademiadellescienze.it
  8. 8.0 8.1 Base biographique
  9. Award winners : Copley MedalRoyal Society.