რობერტ ემიანი (სომხ. Ռոբերտ Էմմիյան; დ. 1965 წლის 16 თებერვალს, გიუმრი, სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკა) — ყოფილი სპორტსმენი სიგრძეზე ხტომაში, რომელიც ტურნირებში მონაწილეობდა ჯერ სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რეპუსბლიკის, ხოლო შემდგომ სომხეთის სახელით. ის იყო ისტორიაში მეოთხე საუკეთესო სიგრძეზე მხტომელი, ხოლო არააფრიკელ სპორტსმენებს შორის პირველი. მისი პერსონალური რეკორდი 8.86 მეტრს შეადგენს, რომელსაც ცახკაძორში 1987 წლის მაისში გამართულ ტურნირზე მიაღწია. პერსონალურთან ერთად მან დაამყარა ევროპის რეკორდიც, რომელიც ჯერ ისევ მოქმედი რეკორდია. 1987 წელს საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭა. 2001 წლიდან რობერტის პატივსაცემად იმართება კონკურსი მძლეოსნობაში, რომელიც ,,ემიანის ჩემპიონატის" სახელს ატარებს.[1]

რობერტ ემიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Роберт Жирайрович Эммиян ან Ռոբերտ Էմմիյան
ეროვნება სომხები
დაბ. თარიღი 16 თებერვალი, 1965 (1965-02-16) (59 წლის)
დაბ. ადგილი გიუმრი, სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკა
სიმაღლე 1.78 მ სმ
წონა 69 კგ კგ
სპორტი
ქვეყანა სომხეთი
სპორტი სიგრძეზე ხტომა
კლუბი სპარტაკ გიუმრი
ჯილდოები სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

ბიოგრაფია რედაქტირება

რობერტ ემიანი დაიბადა 1965 წლის 16 თებერვალს, გიუმრში, სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკა.

16 წლის ასაკში რობერტი უკვე ხტებოდა 7.77 მეტრზე, რაც მისი ასაკისთვის მსოფლიო რეკორდი იყო. ემიანმა საერთაშორისო დონეზე ასპარეზობა 1981 წლიდან დაიწყო. მან 1985 წლის IAAF-ის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.[2] 1986 წელს რობერტმა მოიგო ევროპის ათლეტთა დახურული ჩემპიონატი 8.32 მეტრიანი ნახტომით.[3] ემიანმა მოიგო 1986 წლის ევროპის ჩემპიონატიც, სადაც დაამყარა ახალი რეკორდი 8.41 მეტრი ნახტომით.[4] შეჯიბრზე ემიანი აშკარა ფავორიტი იყო. რობერტმა კიდევ ერთი რეკორდი ევროპის მასშტაბით დაამყარა 1986 წელს მოსკოვში გამართულ Goodwill Games-ის თამაშებზე სადაც 8.61 მეტრიანი შედეგი აჩვენა.

1986 წელი ემიანის კარიერაში საუკეთესო იყო, მას ჰქონდა უამრავი კარგი ნახტომი და დაამყარა რამდენიმე რეკორდი. 1987 წელს რობერტმა კვლავ მოიგო ევროპის ათლეტთა დახურული ჩემპიონატი და მოიპოვა მეორე ოქროს მედალი.

ემიანმა მონაწილეობა მიიღო 1987 წლის ევროპის ჩემპიონატში, სადაც პირველი ადგილი დაიკავა.[5] მან აღნიშნულ ტურნირშიც დაამყარა რეკორდი. 1987 წლის 22 მაისს, სომხეთის მწვერვალ ცახკაძორზე (ზღვის დონიდან 1840 მ)[6] მან შეასრულა 8.86 მეტრიანი ნახტომი. იმ დროს, ეს იყო მსოფლიოს მეორე საუკეთესო შედეგი ბობ ბეიმონის 1968 წელს მეხიკოში შესრულებული 8.90 მეტრიანი ნახტომის შემდეგ. ოდნავ მოგვიანებით ეიმიანის შედეგი დაჯაბნეს მაიკლ პაუელმა (8.95მ) და კარლ ლევისმა (8.87მ). შესაბამისად ემიანის ნახტომი ყველა დროის საუკეთესო ნახტომებს შორის მეოთხე ადგილზეა. ემიანმა 8.53 მეტრიანი ნახტომით მოიგო ვერცხლის მედალი 1987 წელს რომში გამართულ მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე.[7]

რობერტ ემიანი 1988 წელს სეულში ჩატარებული ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ფავორიტი იყო და მედლის მოპოვებასაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა შესარჩევ ტურში მიღებული ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.[8] 1988 წლის მიწურულს ემიანის მშობლიურ ქალაქ გიუმრიში მოხდა მიწისძვრა (სპიტაკის მიწისძვრა) რომელმაც გაანადგურა ნახევარი ქალაქი და შეიწირა უამრავი ადამიანის, მათ შორის ემიანის მამის, სიცოცხლე.[9] ტრაგედიის მიუხედავად მან გააგრძელა ვარჯიში და ფორმის შენარჩუნებაც მოახერხა.

მან განაგრძო ვარჯიში 8.20 და 8.30 მეტრიან დისტანციაზე ხტომაში, თუმცა მიწისძვრის დროს მიღებულმა ფსიქოლოგიურმა ტრავმამ თავი ისევ შეახსენა. სიგრძეზე ხტომა მოითხოვს დიდ გამძლეობასა და კონცენტრაციის უნარს. ემიანის სპორტულმა უნარებმა თანდათან ვარდნა დაიწყო და მისი მიზანიც, მოეხსნა მსოფლიო რეკორდი, მალევე დავიწყებას მიეცა.

1990 წელს გლაგზოში მიმდინარე ევროპის დახურული მძლეოსნობის ჩემპიონატზე ემიანმა მოიგო ბრინჯაოს მედალი 8.06 მეტრიანი ნახტომით.[10] ემიანის ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება იყო 1991 წლის ევროპის ჩემპიონატი სადაც მეორე ადგილი დაიკავა.[11] 1991 წლიდან ემიანმა შეჯიბრებში მონაწილეობა დაიწყო დამოუკიდებელი სომხეთის სახელით. 1996 წელს ატლანტის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ის 7.76 მეტრით ფინალს მიღმა დარჩა და დაასრულა ჩემპიონატი 28-ე ადგილით.[12] ემიანმა სპორტული მოღვაწეობაზე მალევე უარი თქვა. 2010 წლის აპრილიდან დღემდე ემიანი სომხეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

სპიტაკის მიწისძვრა მოხდა 1988 წლის 7 დეკემბერს. ემიანის მშობლიური ქალაქი თითქმის განადგურდა. გარდაიცვალა მისი მამა და ოჯახის რამდენიმე წევრი. სპორტულ კარიერაზე უარის თქმის შემდეგ მალევე ემიანი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. საფრანგეთში დაქორწინდა სომხური წარმოშობის ქალზე. შეეძინა ორი შვილი ფიონა და ლორენი. ემიანის ოჯახი სახლში მუდმივად სომხურად საუბრობს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Pahlevanyan and Zhukovskaya shine at the Emmiyan Cup. European Athletics. ციტირების თარიღი: 21 September 2011
  2. IAAF WORLD CUP IN ATHLETICS. www.gbrathletics.com. ციტირების თარიღი: 17 December 2012
  3. EUROPEAN INDOOR CHAMPIONSHIPS (MEN). www.gbrathletics.com. ციტირების თარიღი: 17 December 2012
  4. European long jump record holder Robert Emmiyan relives his famous win from Stuttgart 86. European Athletics. ციტირების თარიღი: 17 December 2012
  5. EUROPEAN CUP A FINAL AND SUPER LEAGUE (MEN). www.gbrathletics.com. ციტირების თარიღი: 17 December 2012
  6. Geographical Location. www.tsakhkadzor.am. ციტირების თარიღი: 17 December 2012
  7. IAAF WORLD CHAMPIONSHIPS IN ATHLETICS. www.gbrathletics.com. ციტირების თარიღი: 17 December 2012
  8. Athletics at the 1988 Seoul Summer Games: Men's Long Jump. Sports-Reference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი 2021.
  9. European long jump record holder Robert Emmiyan relives his famous win from Stuttgart 86. European Athletics. ციტირების თარიღი: 17 December 2012
  10. EUROPEAN INDOOR CHAMPIONSHIPS (MEN). www.gbrathletics.com. ციტირების თარიღი: 17 December 2012
  11. EUROPEAN CUP A FINAL AND SUPER LEAGUE (MEN). www.gbrathletics.com. ციტირების თარიღი: 17 December 2012
  12. Athletics at the 1996 Atlanta Summer Games: Men's Long Jump. Sports-Reference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი 2021.