რკილისებრნი (ლათ. Anobiidae), ხოჭოების ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 2-8 მმ აღწევს. აქვთ 5-ნაწევრიანი თათები. ოჯახში 1000-მდე სახეობაა, გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ყოფილ სსრკ-ში 100-მდე სახეობაა, მათ შორის აღსანიშნავია ბინის რკილი (Anobium pertinax), რომელიც აზიანებს ხის შენობების კედლებს; ავეჯის რკილი (Anobium punctatum), აზიანებს ავეჯს, ჩარჩოებს, იატაკს; პურის რკილი (Stegobium paniceum), აზიანებს პურეულს, წიგნებსა და სხვა ნივთებს.

რკილისებრნი
Hedobia imperialis
Hedobia imperialis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხეშეშფრთიანები
ოჯახი:  რკილისებრნი
ლათინური სახელი
Anobiidae

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 8, გვ. 403, თბ., 1984