რიჩარდ ჰეკი (ინგლ. Richard Heck; დ. 15 აგვისტო 1931, სპრინგფილდი, აშშ — გ. 10 ოქტომბერი 2015, მანილა, ფილიპინები) — ამერიკელი ქიმიკოსი. ცნობილია ჰეკის რეაქციის აღმოჩენით, რომელიც გულისხმობს მეტალური პალადიუმით ორგანული რეაქციების კატალიზს, რომლის დროსაც არილ-ჰალოგენიდები შედიან შეუღლებაში ალკენებთან.

რიჩარდ ჰეკი
ინგლ. Richard F. Hec
დაბ. თარიღი 15 აგვისტო, 1931(1931-08-15)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი სპრინგფილდი[4] [5] [6]
გარდ. თარიღი 9 ოქტომბერი, 2015(2015-10-09)[7] [8](84 წლის)
გარდ. ადგილი მანილა[7]
მოქალაქეობა  აშშ[9]
საქმიანობა ქიმიკოსი და მკვლევარი
მუშაობის ადგილი დელავერის უნივერსიტეტი და De La Salle University
ალმა-მატერი კალიფორნიის უნივერსიტეტი და დელავერის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი პროფესორი
ჯილდოები ნობელის პრემია ქიმიაში[10] [11] და Glenn T. Seaborg Medal[12]

ჰეკს 2010 წლის 6 ოქტომბერს მიენიჭა ნობელის პრემია ორ იაპონელ მეცნიერთან ეი-იჩი ნეგიშისთან და აკირა სუზუკისთან ერთად მათ მიერ წარმოებული კვლევებისათვის ორგანულ სინთეზში პალადიუმით კატალიზირებული შეუღლების რეაქციების დარგში კვლევებისათვის.

ბიოგრაფია რედაქტირება

რიჩარდ ჰეკი დაიბადა მასაჩუსტესში 1931 წელს. ბალაკავრის (1952 წ.) და დოქტორის (1954 წ.) დიპლომები მიიღო კალიფორნიის უნივერსიტეტში (ლოს-ანჯელესი, აშშ) დოქტორ საულ ვინსტეინის ხელმძღვანელობით. დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ პოსტდოქტორანტურის ორი კურსი გაიარა შვეიცარიის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (ციურიხი, შვეიცარია). შემდეგ კვლავ ბრუნდება კალიფორნიის უნივერსიტეტში. 1957 წელს მუშაობას იწყებს დელავერის შტატის ქალაქ ვილინგტონში მდებარე ჰერკულესის კორპორაციაში. აღნიშნულ კორპორაციაში მის მიერ წარმოებულმა პროდუქტიულმა კვლევებმა განაპირობა მისი მიწვევა დელავერის უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტში (1971). იგი გახდა დელავერის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორი, რომელზეც მუშაობდა პენსიაზე გასვლამდე (1989).

მოღვაწეობა რედაქტირება

ჰეკის რეაქციის შემუშავებას წინ უძღვოდა XX საუკუნის 60-იან წლებში წარმოებული კვლევები, რომელშიც ჰეკი პალადიუმის კატალიზატორს იყენებდა არილვერცხლისწყალ ნაერთებსა და ოლეფინებს შორის შეუღლების რეაქციებში. კვლევის შედეგები გამოაქვეყნა შვიდი თანმიმდევრული სტატიის სახით ჟურნალში Journal of the American Chemical Society (JACS), სტატიების ერთპიროვნული ავტორი თავად ჰეკი იყო.

1970–იანი წლების დასაწყისისათვის მიზიროკმა და ჰეკმა დამოუკიდებლად გამოაქვეყნეს შრომები, რომელშიც შედარებით უფრო ნაკლებ ტოქსიკური არილჰალოგენიდების, როგორც პარტნიორ რეაგენტების, გამოყენებაზე შეუღლების რეაქციებში. მთელი თავისი კარიერის მანძილზე ჰეკი ავითარებდა აღნიშნულ გარდაქმნას და შეიმუშავა ორგანული სინთეზის მძლავრი სინთეზური მეთოდი.

ჰეკის რეაქციის მნიშვნელობა ნელ–ნელა იზრდებოდა. მაგალითად, 1982 წელს ჰეკმა შეძლო დაეწერა ორგანული რეაქციების ერთი თავი მისი რეაქციის გამოყენებაზე, რომელმაც შეადგინა მხოლოდ 45 გვერდი. 2002 წლსათვის რეაქციის გამოყენება იმდენად გაიზარდა, რომ მხოლოდ შიდამოლეკული ჰეკის რეაქციების აღწერას 377 გვერდი დასჭირდა. დღეისათვის, ჰეკის რეაქცია წარმოადგენს ორგანულ სინთეზში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მეთოდს C-C ბმის სინთეზისათვის. რეაქცია აღწერილია მრავალ სამეცნიერო სტატიასა და მონოგრაფიაში.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

რიჩარდ ჰეკი პენსიაში გასვლის შემდეგ 1989 წელს თავის მეუღლესთან სოკორო ნარდო-ჰეკთან ერთად გადავიდა ფილიპინებში. წყვილს შვილები არ ჰყოლიათ[13].

ჰეკი გარდაიცვალა 2005 წლის 9 ოქტომბერს მანილის სახალხო ჰოსპიტალში 84 წლის ასაკში[14][15]

ლიტერატურა რედაქტირება

  • R. Van Noorden Clever coupling catalysts lauded by chemistry Nobel // Nature. — 6.10.2010
  • А. Борисова. Нобелевские кросс-сочетания // Троицкий вариант — Наука. — № 64, с. 5, 7 (12.10.2010)
  • Negishi, E. (1999). „A profile of Professor Richard F. Heck Discovery of the Heck reaction“. Journal of Organometallic Chemistry. 576 (1–2): xv–xvi. doi:10.1016/S0022-328X(98)01136-X.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Encyclopædia Britannica
  2. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  3. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  4. http://phys.org/news205572457.html
  5. http://uk.reuters.com/article/idUSTRE6952V620101006
  6. http://www.britannica.com/EBchecked/topic/1719562/Nobel-Prizes-Year-In-Review-2010/296811/Prize-for-Chemistry
  7. 7.0 7.1 Richard F. Heck Facts
  8. Nicholas St. Fleur Richard F. Heck, Chemist, Dies at 84; Revolutionized Drug Development // The New York Times / (not translated to en-us)(untranslated), New York City: New York Times Company, (untranslated), 2015. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  9. http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2010/10/06/AR2010100606137.html
  10. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/chemistry/laureates/2010/
  11. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  12. https://www.seaborg.ucla.edu/previous_recipients.html
  13. Richard F. Heck – Interview. Nobelprize.org (7 October 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 October 2010. ციტირების თარიღი: 7 October 2010.
  14. Nicholas St. Fleur (October 15, 2015). „Richard F. Heck, Chemist Who Revolutionized Drug Development, Dies at 84“. New York Times. ციტირების თარიღი: 2015-10-16.
  15. Francisco, Rosemarie (2015-10-10). „Nobel laureate chemist Richard Heck, 84, dies in Manila“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-15. ციტირების თარიღი: 2015-10-10.