რიჩარდ ლუგარი

ამერიკელი პოლიტიკოსი

რიჩარდ გრინ ლუგარი (ინგლ. Richard Green Lugar; დ. 4 აპრილი, 1932, ინდიანაპოლისი — გ. 28 აპრილი, 2019, ფოლს-ჩერჩი) — ამერიკელი პოლიტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი 1977–2013 წლებში ინდიანას შტატიდან. რესპუბლიკური პარტიის წევრი.

რიჩარდ ლუგარი
რიჩარდ ლუგარი
შეერთებული შტატების სენატორი ინდიანის შტატიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1977 – 3 იანვარი, 2013
წინამორბედივენს ჰარტქი
მემკვიდრეჯო დონელი

ინდიანოპოლისის 44-ე მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1968 – 1 იანვარი, 1976
წინამორბედიჯონ ბარტონი
მემკვიდრეუილიამ ჰადნატი

დაბადებული4 აპრილი, 1932
ინდიანაპოლისი, ინდიანის შტატი, აშშ
გარდაცვლილი28 აპრილი, 2019 (87 წლის)
ფოლს-ჩერჩი, ვირჯინიის შტატი, აშშ
მოქალაქეობააშშ-ის დროშა აშშ
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური
მეუღლეშარლენ შმელცერი (იქ. 1956)
განათლებადენისონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები
ხელმოწერა
საიტიlugar.senate.gov

დაიბადა ინდიანაპოლისში. დაამთავრა დენისონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები. 1964–1967 წლებში შედიოდა ინდიანიპოლისის სკოლების საგანგებო რწმუნებულთა საბჭოში. 1968–1976 წლებში იყო ამავე ქალაქის მერი. 1974 წელს ინდიანას შტატში ჩატარებულ სენატის არჩევნებში დამარცხდა, მაგრამ 1976 წელს ხელახლა იყარა კენჭი და დაამარცხა დემოკრატი მოწინააღმდეგე. ხელახლა იქნა არჩეული 1982, 1988, 1994, 2000 და 2006 წლებში. სულ 36 წელი იყო სენატორი. იყო არასამთარობო ორგანიზაცია „ლუგარის ცენტრის“ პრეზიდენტი. ეს არაკომერციული ორგანიზაცია საკვების უსაფრთხოებაზე, ბიოლოგიური იარაღის გავრცელების პრევენციასა და სხვა საკითხებზე მუშაობს. ლუგარი გარდაცვალებამდე ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა. იყო ისტორიისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის საპატიო ლექტორი. მუშაობდა ისეთ გლობალურ საკითხებზე, როგორიცაა კვების უსაფრთხოება, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, ენერგოდამოუკიდებლობა, თავისუფალი ვაჭრობა ქვეყნებს შორის და სხვ.

სხვადასხვა კოლეჯსა და უნივერსიტეტში მიღებული აქვს 46 საპატიო წოდება; იყო სამი ვარსკვლავის ორდენის დიდი ოფიცერი (ლატვია; 12 ოქტომბერი, 2005),[1] თავად იაროსლავ ბრძენის V ხარისხის ორდენისა (უკრაინა; 19 აგვისტო, 2006)[2] და თავისუფლების ორდენის კავალერი (უკრაინა; 22 აგვისტო, 2016)[3] და სხვ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება