ჯეიმზ რიჩარდ კელი, უკეთ ცნობილი, როგორც რიჩარდ კელი, (ინგლ. Richard Kelly; დ. 8 მარტი, 1975) — ამერიკელი კინორეჟისორი და სცენარისტი, ცნობილია საკულტო კლასიკური ფილმის „დონი დარკო“ რეჟისორობითა და მისი სცენარისტობით.

რიჩარდ კელი
დაბადების სახელი ჯეიმზ რიჩარდ კელი
დაბადების თარიღი 28 მარტი, 1975 (1975-03-28) (49 წლის)
ვირჯინია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
პროფესია რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
აქტიური 1996–დღემდე
ცნობილი ნაშრომები „დონი დარკო“

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ჯეიმზ რიჩარდ კელი დაიბადა ნიუპორტ-ნიუსში, ვირჯინიაში, ლეინ და ენი კელის ოჯახში. გაიზარდა იმავე შტატის ქალაქ მიდლოთიანში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა 1993 წელს.[1] როდესაც ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მისი მამა ნასას პროგრამაზე მუშაობდა. რიჩარდმა მოიგო სტიპენდია სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში „USC კინოსა და ტელევიზიის სკოლაში“ სასწავლებლად, სადაც იგი Phi Delta Theta-ში გაწევრიანდა. მან ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო USC-ში: „დასამშვიდობელი ადგილი“ და „შიგნეულობის მატერია“ 1997 წელს სკოლის დამთავრებამდე.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება