რიფსიმეს ეკლესია (სომხ. Սուրբ Հռիփսիմէի եկեղեցի) — ეჩმიაძინში, სომხური გუმბათოვანი არქიტექტურის ძეგლი (618; გამოთქმულია მოსაზრება, რომ იგი IX საუკუნის ძეგლია), საქართველოსა და სომხეთში ცნობილი ე. წ. „მცხეთის ჯვრის ტიპის“ ნიმუში, წარმოადგენს ტეტრაკონქს 4 სადგომით აფსიდებს შორის და წრის 3/4 მოხაზულობის ნიშებით გუმბათის წრის დიაგონალზე. მოგვიანო ხანის 16-წახნაგა გუმბათი ტრომპებზეა დაფუძნებული. ეკლესია გარედან სწორკუთხედშია მოქცეული. გარეთ და შიგნით თლილი ქვითაა ნაგები. ტაძრის ფასადები სადაა, ისინი ტრაპეციისებრი ნიშებითა და სარკმლებისა და ნიშების თავსართებითაა დანაწევრებული. ეკლესიის ქვეშ დაცულია წმინდა რიფსიმეს სამარხი.

რიფსიმეს ეკლესია*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
ტიპი კულტურული მემკვიდრეობა
კრიტერიუმები ii, iii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 1011
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

ლიტერატურა რედაქტირება