რიტა უილსონი (ინგლ. Rita Wilson; დ. 26 ოქტომბერი, 1956)[1]ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, პროდიუსერი და სიმღერების ავტორი. გადაღებულია რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: ამერიკული კომედია „მოხალისეები“ (1985), რომანტიკული კომედია „უძინარები სიეტლში“ (1993), კომედიური დრამა „ახლა და შემდეგ“ (1995), ამერიკული საახალწლო ფილმი „საშობაო საჩუქარი“ (1996), რომანტიკული კომედია „ჩვენი ისტორია“ (1999), „გაქცეული პატარძალი“ (1999), კომედია „მარტივი სირთულეები“ (2009), რომანტიკული კომედია „ლარი კრაუნი“ (2011) და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული სატელევიზიო სერიალებში, „კარგი ცოლი“ და „გოგოები“. ნათამაშები აქვს ბროდვეის თეატრში. არის რამდენიმე ფილმის პროდიუსერი, მათ შორის არის: რომანტიკული კომედია, „ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი“ (2002). როგორც მომღერალს და სიმღერების ავტორს, გამოშვებული აქვს ალბომები: AM/FM, Rita Wilson, Bigger Picture, და Halfway to Home. 2019 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანზე გაუხსნეს ვარსკვლავი.[2]

რიტა უილსონი

უილსონი 2019 წელს
დაბადების სახელი მარგარეტა იბრაჰიმოფ
დაბადების თარიღი 26 ოქტომბერი, 1956 (1956-10-26) (67 წლის)
ჰოლივუდი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი, პროდიუსერი, სიმღერების ავტორი
აქტიური 1972-დღემდე
პარტნიორ(ებ)ი ტომ ჰენკსი (იქ. 1988)
შვილ(ებ)ი 2

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, პროდიუსერი და სიმღერების ავტორი რიტა უილსონი დაიბადა 1956 წლის 26 ოქტომბერს, ჰოლივუდში, კალიფორნიაში.[3] მისი დაბადების სახელია მარგარეტა იბრაჰიმოფი. გაიზარდა იქვე. დედამისი დოროთი ციგკოუ იყო ბერძენი, მამამისი ჰასან ჰალილოვ იბრაჰიმოფი (1920-2009) იყო ბულგარელი მუსლიმი. მამამისი 1949 წელს ბულგარეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა.[4][5] მან ქორწინებისთანავე მიიღო მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოება[6], და მოგვიანებით სახელი და გვარი შეიცვალა, როგორც ალან უილსონი. გარდა ბულგარულისა, მამამის შეეძლო რუსულად, თურქულად, პოლონურად, ბერძნულად, ცოტა იტალიურად და ფრანგულად საუბარი.

კარიერა რედაქტირება

პირველად ეკრანზე გამოჩნდა 1972 წელს, ამერიკული სიტკომის, „ბრედი ბრანჩის“ 1972-ე ეპიზოდში, „გრეგის სამკუთხედი“, სადაც უილსონმა პეტ კონვის როლი ითამაშა. 1982 წელს ორჯერ გამოჩნდა როგორც ექთანი ლესი,[7] კომედიურ-დრამატულ ტელესერიალში, „მეში“. გადაღებულია სიტკომში „Three's Company“, და „Bosom Buddies“-ში, სადაც აგრეთვე მონაწილეობას იღებდა მისი მომავალი მეუღლე ტომ ჰენქსი.[8] ტელესერიალ „ფრეზიერში“ ასრულებდა ჰეზერ როუზ კრეინის როლს.[9] გამოჩენილია მრავალ ფილმში, მათ შორის არის: 1985 წლის ამერიკული კომედია „მოხალისეები“, 1993 წლის ტელეფილმი „ბარბაროსები ჭიშკართან“, 1990 წლის სატირული შავი კომედია „პატივმოყვარეობის კოცონი“, საახალწლო შავი კომედია „სრულიად გიჟი“, „უძინრები სიეტლში“, „ახლა და შემდეგ“, „ის რასაც აკეთებ“, „საახალწლო საჩუქარი“, „გაქცეული პატარძალი“, „უხილავი ბავშვი“, „ჩვენი ისტორია“, „ტემბრის შერჩევა“, „ლარი კრაუნი“ და სხვა.

ტელევიზიაში, ავსტრონავტის ფრენკ ბორმანის მეუღლის, სუზან ბორმანის როლი ნათამაშები აქვს HBO-ს სერიალში, „დედამიწიდან მთვარემდე“. გამოჩენილია სხვა სერიალებშიც: „ფრაზიერი“, „შეაჩერე შენი ენთუზიაზმი“, „კანონი და წესრიგი: სპეციალური კორპუსი“, „გვამი, როგორც მტკიცებულება“ და სხვა. განმეორებადი როლები ჰქონდა სერიალებში, „კარგი ცოლი“ და „გოგოები“.

არის „ჩემი დიდი ბერძნული ქორწილის“ პროდიუსერი,[10] აღნიშნული ფილმი ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი დამოუკიდებელი ფილმია.[11] ასევე არის „ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი II“-ის პროდიუსერი, ამ ფილმში მას ასევე მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა. ფილმი გამოვიდა 2016 წელს.[12] არის 2008 წლის ფილმის, „მამა მიას“ და მისი გაგრძელების, „მამა მია 2“-ის (2018) პროდიუსერი.[13]

2006 წელს პირველად გამოვიდა ბროდვეის თეატრში, როქსი ჰერთის როლით პიესაში, „ჩიკაგო“.[14] 2015 წელს ბროდვეის თეატრში დაბრუნდა და ლარი დევიდის პიესაში, „Fish in the Dark“-ში ითამაშა ბრენდას როლი. გარდა ბროდვეის თეატრისა, ნათამაშები აქვს ნორა ეფრონის და დელია ეფრონის პიესაში, „სიყვარული, დანაკარგი და რა ჩავიცვი“.

არის ჟურნალ, „Harper's Bazaar“-ის ედიტორი. დაწერილი აქვს დაახლოებით 21 სტატია. ასევე სტატიები დაწერილი აქვს ამერიკული ჟურნალისთვის, „O, The Oprah Magazine“.

 
უილსონი 2018 წელს

პირადი ცხოვრება რედაქტირება

რიტა უილსონი 1988 წელს დაქორწინდა ამერიკელ მსახიობზე, ტომ ჰენქსზე. წყვილს ერთად ეყოლა ორი ვაჟი, ჩესტერი და ტრუმანი.[15] უილსონს ჰყავს ორი გერი ქოლინი და ელიზაბეთ ჰენკსი. მას ასევე ჰყავს ორი შვილიშვილი.[16]

არის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი.[17]

2015 წლის აპრილში, უილსონმა გამოაცხადა რომ მას მკერდის კიბო აქვს და ჩაუტარდა რეკონსტრუქციული ოპერაცია.[18] ერთთვიანი პაუზის შემდეგ, იგი დაუბრუნდა სამსახიობო კარიერას, და ბროდვეის თეატრში ლარი დევიდის პიესაში, „Fish in the Dark“-ში ითამაშა.

2020 წლის 12 მარტს მსახიობმა ინსტაგრამ პოსტით დაანონსა რომ მასსა და თავის ქმარს, ტომ ჰენქსს კოვიდ-19 დაუდასტურდათ და მცირე სიმპტომები ჰქონდათ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Birth date confirmed at the State of California, California Birth Index, 1905–1995. Center for Health Statistics, California Department of Health Services, Sacramento, California. Date of birth for Margarit Ibrahimoff in Los Angeles, California is October 26, 1956.[1]
  2. Larry King Now Rita Wilson. Ora.tv. ციტირების თარიღი: March 27, 2019
  3. Betts, Stephen L. (November 17, 2015). „Rita Wilson Announces New Album, Spring Tour“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: March 28, 2019.
  4. "Rita Wilson, Who Do You Think You Are?" დაარქივებული 2022-09-30 საიტზე Wayback Machine. , tracing-the-tree, March 31, 2012; retrieved April 3, 2012.
  5. Stated on Who Do You Think You Are?, March 30, 2012.
  6. "My Big, Fat, Greek Mystery" დაარქივებული July 24, 2011, საიტზე Wayback Machine. , tmatt.net; September 18, 2002; accessed April 15, 2015.
  7. Andrews, Travis M. (February 28, 2018). „106 million people watched 'M*A*S*H' finale 35 years ago. No scripted show since has come close“. Stars and Stripes. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 1, 2019. ციტირების თარიღი: September 28, 2018.
  8. Varga, George (March 23, 2016). „Rita Wilson talks music, cancer & recovery“. San Diego Union Tribune. ციტირების თარიღი: September 28, 2018.
  9. Loofbourow, Lili (July 5, 2017). „Why Frasier is the best show to sleep to“. The Week. ციტირების თარიღი: September 28, 2018.
  10. 5 things you never knew about 'My Big Fat Greek Wedding' en (February 10, 2018). ციტირების თარიღი: 2020-06-28
  11. Strause, Jackie (March 25, 2016). „How 'My Big Fat Greek Wedding' Became an Indie Phenomenon“. Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: October 1, 2018.
  12. Willman, Chris (November 24, 2016). „How Rita Wilson Became a Singer-Songwriter for 'My Big Fat Greek Wedding 2'. Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: September 28, 2018.
  13. „Paris 'Mamma Mia!' Stars, Cher, Amanda Seyfried, & Lily James Talk Fashion, Feminism, & the Power of Song“. Harpers Bazaar. May 23, 2018. ციტირების თარიღი: September 28, 2018.
  14. Weinberg, Lindsay (June 25, 2018). „The Cast of 'Sleepless in Seattle,' Then and Now“. Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: September 29, 2018.
  15. Tom Hanks Biography. Biography.com (FYI/A&E Networks). ციტირების თარიღი: August 6, 2014
  16. Wilson, Rita. (September 5, 2014) How My Parents Taught Me To Be A Grandparent.
  17. Спектар: Живот и стил: Православни Холивуд : ПОЛИТИКА. Politika.rs (February 28, 2010). ციტირების თარიღი: February 9, 2012
  18. „Rita Wilson Has Breast Cancer, Undergoes Double Mastectomy and Reconstructive Surgery“. People.com. April 14, 2015. ციტირების თარიღი: April 14, 2015.