რიო-დე-ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტი

რიო-დე-ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტი[4] (პორტ. Universidade Federal do Rio de Janeiro, UFRJ) — ბრაზილიის ერთ-ერთი უმსხვილესი ფედერალური უნივერსიტეტი. ზოგადად, ბრაზილიაში საჯარო უნივერსიტეტები უმრავლესობას წარმოადგენს და ყველაზე კვალიფიციურად და საუკეთესოდ მიიჩნევა.[5] განთავსებულია რიო-დე-ჟანეიროში, სამი კამპუსითა და მათგან განცალკევებული ორი შენობით, რომლებიც ქალაქის საქმიან ნაწილში მდებარეობს.

რიო-დე-ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტი
დაფუძნდა 7 სექტემბერი, 1920[1]
ტიპი საჯარო
რექტორი Roberto Leher
სტუდენტი 67 329[2]
მისამართი Avenida Pedro Calmon, nº 550 - Cidade Universitária da Universidade Federal do Rio de Janeiro, Rio de Janeiro - RJ, 21941-901
ქალაქი რიო-დე-ჟანეირო
ქვეყანა ბრაზილია
კამპუსი 11
კავშირები ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[3]
რიო-დე-ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტი — ბრაზილია
რიო-დე-ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტი
http://www.ufrj.br/
XIX საუკუნის ნეოკლასიკური შენობა, რომელიც დღეს უნივერსიტეტის მთავარ კორპუსს წარმოადგენს

უნივერსიტეტი 1920 წლის 7 სექტემბერს ბრაზილიის პრეზიდენტმა ეპიტასიუ პესოამ დააარსა.[1] ამ პერიოდში, რიო ქვეყნის დედაქალაქი იყო და უნივერსიტეტის დაფუძნებით, ფედერალური ხელისუფლება ეკონომიკის ბუმის დროს მეცნიერების წახალისებას ცდილობდა.

თავდაპირველად, უმაღლეს სასწავლებელს რიო-დე-ჟანეიროს უნივერსიტეტი ეწოდა, 1937 წლის 5 ივლისს კი სახელი გადაარქვეს და ბრაზილიის უნივერსიტეტი უწოდეს. 1945 წლის 17 დეკემბერს ბრაზილიის განათელბის სამინისტრომ მას სრული ავტონომია მიანიჭა. 1965 წელს მას ამჟამინდელი სახელი ეწოდა.

რიო-დე-ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტი დღეისათვის ბრაზილიის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერისტეტად ითვლება და ამავე დროს, სხვადასხვა სააგენტოების მიერ იგი შეყვანილია მსოფლიოს მოწინავე 400 უნივერსიტეტს შორის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება