რიისვიკის ზავი — სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო 1697 წელს. ამ ზავით დამთავრდა 1688-1697 წლების ომი საფრანგეთსა და აუგსბურგის ლიგას შორის. შედგება რიისვიკში (ჰააგის მახლობლად) ხელმოწერილი ხელშეკრულებებისაგან: საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის (20 სექტემბერი); საფრანგეთსა და ესპანეთს შორის (20 სექტემბერი); საფრანგეთსა და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ ლეოპოლდ I-ს შორის, აგრეთვე ცალკეულ გერმანულ სამთავროებს შორის.

ზავის თანახმად საფრანგეთი უარს ამბობდა იმ ტერიტრიების უმრავლესობაზე, რომელიც ნიმვეგენის საზავო ხელშეკრულებების (1678-1679 წწ.) შემდეგ მიიტაცა. ზავი დაირღვა 1701 წელს ესპანური მემკვიდრეობისათვის ომით.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება