რიზოტო

იტალიური ბრინჯის კერძი

რიზოტო (იტალიური: Risotto) ჩრდილოეთ იტალიური კერძია, რომელიც ბრინჯისაგან მზადდება. კერძი მზადდება ბულიონში, მანამ სანამ სანამ კრემის კონსისტენციას არ მიიღებს. ბულიონი შეიძლება მომზადებული იყოს ხორცისგან, თევზისგან ან ბოსტნეულისგან. რიზოტოს მრავალი სახეობა შეიცავს კარაქს, ხახვს, თეთრ ღვინოს და პარმეზანს. ეს იტალიაში ბრინჯის მომზადების ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული გზაა. ზაფრანას დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ კერძისთვის არომატისა და ფერის მისაცემად. [1]

რიზოტო სოკოთი

იტალიაში რიზოტოს ხშირად მიირთმევენ მთავარ კერძამდე. რიზოტოს სპეციალური სახეობა, რიზოტო ალა მილანეს ხშირად მთავარი კერძის ფუნქციასაც ითავსებს. [2]

ისტორია რედაქტირება

 
რიზოტო ალა ცუკა

ბრინჯი სამხრეთ იტალიაში მე -14 საუკუნიდან მოჰყავთმ რის გამოც კულტურამ ჩრდილოეთ იტალიამდეც, მილანამდეც მიაღწია. ლეგენდის თანახმად ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ზაფრანას პიგმენტად იყენებდა საქორწილო დღესასწაულზე ბრინჯის კერძში ზაფრანა დაამატა, რითაც პირველი რიზოტო შექმნა. ეს 1809 წელს მოხდა. იგი მოიცავს კარაქში, ძეხვის, ძვლის ტვინის, ხახვის ცხელ ბულიონს, რომელსაც თანდათან ემატება ზაფრანა. 1858 წელს Trattato di cucina-ში ("ტრაქტატი სამზარეულოს შესახებ") შეტანილი იყო კერძი სახელწოდებით რიზოტო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღემდე პასუხ გაუცემელია კითხვა, თუ ვინ შექმნა რიზოტო პირველად მილანში. [3]

მე -20 საუკუნეში შემუშავდა ბრინჯის ჯიშები, რომლისგანაც დღეს რიზოტოს ამზადებენ. ასეთი იყო მარათელი, რომელიც 1914 წელს შექმნეს. [4]

ბრინჯის ვარიაციები რედაქტირება

 
რიზოტო ალა მილანეს

რიზოტოს დასამზადებლად ჩვეულებრივ გამოიყენება მაღალ სახამებელ შემცველი (ამილოპექტინი), წრიული ფორმის მოკლე ზომის თეთრი ბრინჯი. ასეთ ბრინჯის სახეობებს სითხის კარგად შეწოვა შეუძლიათ, ასევე გამოყოფენ სახამებელს, ამ ყველაფრის გამო კი ისინი გრძელი ზომის ბრინჯებთან შედარებით მეტად მტკიცეები არიან. იტალიაში გამოყენებული ძირითადი ჯიშებია არბორიო (Arborio), ბალდო (Baldo), კარნაროლი (Carnaroli), მარათელი (Maratelli), პადანო (Padano), რომა (Roma) და ვიალონე ნანო (Vialone Nano).[5] კარნაროლი, მარათელი (ისტორიული იტალიური ჯიში) და ვიალონე ნანო ყველაზე მაღალ ხარისხიან და ძვირადღირებულ სახეობებად ითვლება. მათ აქვთ ოდნავ განსხვავებული თვისებები. მაგალითად, კარნაროლის ვიალონე ნანოსგან განსხვავებით ზედმეტად მოხარშვის საფრთხე არ ემუქრება. ვიალონე ნანო უფრო პატარაა, უფრო სწრაფად იხარშება და სუნელებსაც უფრო მარტივად ითვისებს. სხვა სახის ბრინჯის გამოყენებისას რიზოტოს ტრადიციული სახის გემო არ ექნება. ეს ბრინჯის სახეობები უმჯობესია გამოიყენონ სუპებში, ტკბილი ბრინჯის დესერტებში, მაგრამ არა რიზოტოში.

 
რიზოტო ალ ბაროლო

მომზადება რედაქტირება

 
რიზოტო აი ფუნგი

არსებობს რიზოტოს სხვადასხვა რეცეპტი, სხვადასხვა ინგრედიენტებით, მაგრამ ყველა მათგანი შეიცავს ერთი გზით მომზადებულ ბრინჯს. [6] რისოტო, ბრინჯის სხვა კერძებისგან განსხვავებით, მუდმივ ყურადღებას მოითხოვს.ბრინჯი არ უნდა გაირეცხოს წინასწარ, ის მოხარშვის შემდეგ არ უნდა გადაიწუროს. გარეცხვა სახამებლის დიდ ნაწილს აცილებს ბრინჯს, რომელიცკრემისებრი ტექსტურისთვისაა საჭიროა.[7]

ბრინჯი მოხარშულია მწვანე ხახვის ფოთლებთან ან კარაქთან ან ზეითუნის ზეთში. როდესაც კერძს თეთრი ღვინო ემატება ის ბრინჯმა მთლიანად უნდა შეიწოვოს. როდესაც იგი შეიწოვება, ტემპერატურა იზრდება საშუალოზე მაღალზე. ტემპერატურის მატება გლუვი, კრემისებრი ტექსტურის მასის შექმნას იწვევს. როდესაც ბრინჯი მოიხარშება, ქვაბს ცეცხლიდან გადმოდგამენ და დაუმატებან გახეხილ პარმეზანს და კარაქის ბურთულებს, რომ ტექსტურა მაქსიმალურად გლუვი იყოს.

სწორად მოხარშული რიზოტო მდიდარი და კრემისებრია, მაშინაც კი, თუ კრემი არ დაემატება, მარცვლეულის სახამებლის გამო.[8] კერძს ბრტყელ თეფშზე ათავსებენ, წვენთან ერთად, რომელიც სითბოს გამო თანდათან შეიწოვება.

სქოლიო რედაქტირება

  1. Roberto Perron (29 January 2011). "La fabbrica del Duomo e l'invenzione del risotto". Corriere della Sera (in Italian). Retrieved 4 July 2017.
  2. "Ricetta Ossobuco e risotto, piatto unico di Milano" [Recipe for ossobuco and risotto, one-course meal dish of Milano]. Le ricette de La Cucina Italiana (in Italian). Retrieved 4 July 2017.
  3. Summary of Risotto. Storia di un piatto italiano by Alberto Salarelli, 2010, published by Sometti, ISBN 8874953518
  4. Lorella Fabris (1 August 2014). "Tipi di riso, varietà e usi". Agrodolce.it (in Italian). Retrieved 4 July 2017.
  5. Green, Aliza (2006). Starting with Ingredients[მკვდარი ბმული]. Running Press. p. 810. ISBN 978-0-7624-2747-5.Archived from the original on 2014-06-28.
  6. Felicity Cloake (6 May 2010). "How to make the perfect risotto". The Guardian. Retrieved 3 July 2017.
  7. "When to Rinse Rice". Cook's Illustrated. November 2009. Retrieved 4 July 2017.
  8. Sam Wong (24 May 2017). "Proof in the pudding: Myth-busting 15 common cooking tips". New Scientist. Retrieved 4 July 2017.