რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირა (პორტ.-ბრაზ. Rivaldo Vítor Borba Ferreira; დ. 19 აპრილი 1972, პაულისტა, პერნამბუკუ) — ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი. თამაშობდა შემტევი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. ბრაზილიური ფეხბურთის მუზეუმის დიდების დარბაზის წევრი.[1]

რივალდო
რივალდო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირა
დაბადების
თარიღი
19 აპრილი, 1972 (1972-04-19) (51 წლის)
დაბადების
ადგილი
პაულისტა, ბრაზილია
სიმაღლე 186 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1991–1992 სანტა-კრუზი 4 (6)
1992–1994 მოჟი-მირინი 0 (0)
1993–1994   კორინთიანსი 19 (11)
1994–1996 პალმეირასი 45 (21)
1996–1997 დეპორტივო 41 (21)
1997–2002 ბარსელონა 157 (86)
2002–2004 მილანი 22 (5)
2004   კრუზეირო 11 (0)
2004–2007 ოლიმპიაკოსი 70 (34)
2007–2008 აეკი 35 (12)
2008–2010 ბუნედკორი 53 (33)
2010–2011 მოჟი-მირინი 0 (0)
2011   სან-პაულუ 30 (5)
2012 კაბუსკორპი 21 (11)
2013 სან-კაეტანო 7 (0)
2014 მოჟი-მირინი 1 (0)
სულ 505 (245)
ეროვნული ნაკრები
1992–1993 ბრაზილია 20 წლ. 9 (1)
1996 ბრაზილია 23 წლ. 5 (0)
1993–2003 ბრაზილია 74 (35)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა რედაქტირება

რივალდომ თავისი კარიერა ბრაზილიურ საფეხბურთო კლუბ „სანტა-კრუზში“ დაიწყო. შემდეგ გადაბარგდა კლუბ „მოჟი-მირინში“, რომელიც ბრაზილიის ჩემპიონატის ქვედა დივიზიონში ასპარეზობდა. 1993 წელს რივალდო „კორინთიანსის“ წარმომადგენლებმა შენიშნეს და კლუბში მიიწვიეს. საბოლოოდ ბრაზილიელი „კორინთიანსში“ მხოლოდ 1 წელიწადს გაჩერდა, საიდანაც „პალმეირასში“ გადაბარგდა. „პალმეირასში“ ჩატარებული 104 მატჩში რივალდომ 53 ბურთის გატანა შეძლო და ბრაზილიის სერია A-ში გაიმარჯვა. 1996 წელს რივალდომ დატოვა სამშობლო და საბურთაოდ ევროპაში გაემგზავრა. რივალდოს კარგი თამაშით „დეპორტივოს“ წარმომადგენლები დაინტერესდნენ. სწორედ აქედან იწყება რივალდოს აპოგეა. „დეპორტივოში“ რივალდო დიდი მონდომებით თამაშობდა და ერთ სეზონში 21 ბურთის გატანა შეძლო. რივალდოს ასეთი კარგი თამაში და შედეგიანობა მხედველობაში არც კატალონიურ „ბარსელონას“ გამორჩენია.

1997 წელს რივალდო კატალონიურმა „ბარსელონამ“ შეიძინა. „ბარსელონაში“ რივალდომ ბევრს მიაღწია, კლუბში მრავალი ჯილდო მოიგო და გულშემატკივართა დიდი სიყვარულიც დაიმსახურა. რივალდომ „ბარსელონაში“ 5 წელი იასპარეზა. ჩაატარა 157 თამაში და გაიტანა 86 გოლი, რომელთაგან გადამწყვეტი არაერთი აღმოჩნდა კლუბისთვის. 1999 წელს რივალდომ ოქროს ბურთი მოიგო და გახდა ფიფა-ს წლის ფეხბურთელი. ასევე მოიგო ორჯერ ჩემპიონატი და ერთხელ უეფა-ს სუპერთასი.

რივალდოს „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელთან (ლუი ვან გალთან) არაერთხელ მოუვიდა კონფლიქტი. 2002 წელს რივალდომ დატოვა კატალონიური „ბარსელონა“ და სათამაშოდ იტალიურ „მილანში“ გადავიდა. რივალდომ იტალიაში ფეხი ვერ მოიკიდა. სულ „მილანში“ ბრაზილიელმა 22 თამაში ჩაატარა და მხოლოდ 5-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. 2003 წელს რივალდო სამშობლოში ბრუნდება. თუმცა აქაც ცოტახნით ჩერდება. 2004 წლიდან 2007 წლებში რივალდო საბერძნეთის ჩემპიონატში თამაშობდა, ჯერ „ოლიმპიაკოსის“, ხოლო შემდეგ „აეკის“ შემადგენლობაში. შემდეგ სათამაშოდ წავიდა უზბეკეთის „ბუნიოდკორში“. 2011 წლის 22 იანვარს რივალდო იჯარით გადაბარგდა „სან-პაულუში“. საფეხბურთო კარიერა დაასრულა 2014 წელს „მოჟი-მირინში“.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში რივალდო ორჯერ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. პირველი მატჩი ეროვნული ნაკრების მაისურით ჩაატარა 1993 წლის 16 დეკემბერს მექსიკის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. უკანასკნელი კი — 2003 წლის 19 ნოემბერს ურუგვაის წინააღმდეგ.

საერთო ჯამში რივალდომ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 74 მატჩი და გაიტანა 34 გოლი. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებმა გაიმარჯვა, რომლის შემადგენლობაში რივალდო მე-10 ნომრით ასპარეზობდა. ფინალში ბრაზილიამ გერმანიას სძლია ანგარიშით 2-0.

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  პალმეირასი
  ბარსელონა
  მილანი
  კრუზეირო
  • მინეიროს ჩემპიონატი: 2004
  ოლიმპიაკოსი
  • საბერძნეთის სუპერ ლიგა: 2005, 2006, 2007
  • საბერძნეთის თასი: 2005, 2006
  ბუნედკორი
  • უზბეკეთის სუპერ ლიგა: 2008, 2009, 2010
  • უზბეკეთის თასი: 2008, 2010

სანაკრებო რედაქტირება

  ბრაზილია

ინდივიდუალური რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Museu do Futebol II. Anjos barrocos. Portuguese. Fut Pop Clube (17 მაისი, 2009). ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2020.