რიბოზაპენტოზების ჯგუფის მონოსაქარიდი, უფერო კრისტალები, ადვილად იხსნებიან წყალში და აქვთ ტკბილი გემო. არაბინოზის ეპიმერი. აღმოაჩინეს 1905 წელს.

ბეტა-D-რიბოზა
რიბოზა: ქიმიური ფორმულა
ზოგადი
სისტემური სახელწოდება(3R,4S,5R)-5-(ჰიდროქსიმეთილ)ტეტრაჰიდროფურან-2,3,4-ტრიოლი
ქიმიური ფორმულაC5H10O5
მოლური მასა150,13 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე0.8 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა90 °C
კლასიფიკაცია
CAS 50-69-1
D-რიბოზის აციკლური ფორმა

ბიოლოგიური როლი რედაქტირება

რიბოზა შედის რიბონუკლეინის მჟავის, ადენოზინის, ნუკლეოტიდებისა და სხვა მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ნივთიერებების შემადგენლობაში.

რიბოზა წარმოადგენს რნმ-ის კომპონენტს და გამოიყენება გენეტიკური ტრანსკრიფციის დროს. რიბოზის ნაწარმი — დეზოქსირიბოზა წარმოადგენს დნმ-ის კომპონენტს. აგრეთვე რიბოზა შედის ატფ-ისა და მეტაბოლიზმში მონაწილე ზოგიერთი სხვა ნივთიერების შემადგენლობაში.