რიბინსკის წყალსაცავი

რიბინსკის წყალსაცავი (რუს. Рыбинское водохранилище) — წყალსაცავი მდინარე ვოლგასა და მდინარე შექსნაზე, რუსეთის ვოლოგდის, ტვერისა და იაროსლავლის ოლქებში. შექმნილია რიბინსკის ჰიდროკვანძის კაშხლით. ზედაპირის ფართობი 4580 კმ², მოცულობა 25,5 კმ³. საშუალო სიღრმე 5,6 მ, მაქსიმალური სიღრმე 30 მ. სიგრძე ვოლგის კალაპოტის გასწვრივ 110 კმ, მოლოგის კალაპოტის გასწვრივ — 226 კმ, შექსნის კალაპოტის გასწვრივ — 328 კმ. მაქსიმალური სიგანე 60 კმ. წყალსაცავის დონე ცვალებადობს 4-5 მ-ის ფარგლებში. რიბინსკის წყალსაცავი ვოლგა-ბალტიის სანაოსნო გზის ნაწილია. მიმდინარეობს თევზჭერა. წყალსაცავის ნაპირებზეა ქალაქები: ჩერეპოვეცი, ვესიოგონსკი, უგლიჩი, პოშეხონიე, რიბინსკი.

რიბინსკის წყალსაცავი
რუს. Рыбинское водохранилище
კოორდინატები: 58°22′30″ ჩ. გ. 38°25′04″ ა. გ. / 58.37500° ჩ. გ. 38.41778° ა. გ. / 58.37500; 38.41778
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ზღვის დონიდან 102
სიგრძე 172 კმ
სიგანე 56 კმ
ფართობი 4580 კმ²
მოცულობა 25,4 კმ³
სანაპირო ხაზის სიგრძე 1724 კმ
უდიდესი სიღრმე 30
საშუალო სიღრმე 5,6
ჰესი რიბინსკის ჰიდროელექტროსადგური
რიბინსკის წყალსაცავი — რუსეთი
რიბინსკის წყალსაცავი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება