რვაფეხა (ტელესერიალი)


„რვაფეხა“ (იტალ. La Piovra) — 48 სერიიანი (10 ნაწილი) იტალიური ტელესერიალი, რომელშიც აღწერილია იტალიელი სამართალდამცველების ბრძოლა სიცილიურ მაფიასთან და მთავრობის უმაღლეს ეშელონებში არსებულ კორუფციასთან.

რვაფეხა
ქვეყანა იტალია
ენა იტალიური
სეზონი 10
ეპიზოდი 48
ეთერი
ორიგინალური არხი RAI
ჩვენების ფორმატი ფერადი
ეთერში 11 მარტი, 1984 — 11 იანვარი, 2001
რესურსები ინტერნეტში

სერიალის მწარმოებლები არიან RAIUNO/Escort Cine TV/RCS/Voyager Film Cine TV/RaiFiction (იტალია), Telecip/A2/TF1/Alya Production/France 2/Anabase Production (საფრანგეთი), ZDF/KirschGruppe/Betafilm/Taurusfilm/Idunafilm (გფრ), ORF/Janus film (ავსტრია), Channel 4 (გაერთიანებული სამეფო), TVE (ესპანეთი), RCS Production (აშშ), Mirofilm (ჩეხეთი), ბოიანა (ბულგარეთი), Sveriges Television (შვედეთი).

სერიალის პირველი ნაწილი გადაღებულია 1984 წელს. იგი ეკრანებზე გავიდა იმავე წლის 11 მარტს. შედგება ექვსი ნაწილისგან. მთავარ როლს ასრულებს მიკელე პლაჩიდო. ფილმის რეჟისორია დამიანო დამიანი, ხოლო კომპოზიტორი – რიც ორტოლანი.

პლაჩიდოს პერსონაჟი, კომისარი კატანი, იღუპება სერიალის მეოთხე ნაწილში. მიუხედავად ამისა, გადაღებები განაგრძეს და გამოვიდა ფილმის კიდევ ექვსი ნაწილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება