რესი — ნასოფლარი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (კობის თემი), მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2400 მეტრი, სტეფანწმინდიდან 42 კილომეტრი.

სოფელი
რესი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თემი კობი
კოორდინატები 42°39′46″ ჩ. გ. 44°18′03″ ა. გ. / 42.66278° ჩ. გ. 44.30083° ა. გ. / 42.66278; 44.30083
ცენტრის სიმაღლე 2400
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
რესი — საქართველო
რესი
რესი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
რესი
რესი — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
რესი

ისტორია რედაქტირება

შუა საუკუნეებში რესი გარკვეულ როლს ასრულებდა თრუსოს ხეობის ერთიან თავდაცვით სისტემაში. XVII საუკუნის II ნახევარში და XVIII საუკუნის დასაწყისში სოფელი არაგვის ერისთავების ხელდებული იყო. არაგვის საერისთავოს გაუქმების შემდეგ, XVIII საუკუნის აღწერილობით, იგი სამეფო სოფელი იყო და მნის სამოურავოში შედიოდა. სოფელში უძველესი დროიდან ქართველები ცხოვრობდნენ, XVIII საუკუნიდან კი ოსები დამკვიდრდნენ. XX საუკუნის 30-იანი წლებისთვის რესში ოსების 27 კომლი ცხოვრობდა. მომდევნო წლებში მოსახლეობის რაოდენობამ იკლო.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[2] 166 77 89
2002[3]   0 0 0
2014[1]   0 0 0

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 21.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რესი&oldid=3720853“-დან